პირველი დახმარება მზის დაკვრის დროს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პირველი დახმარება მზის დაკვრის დროს

. ეს არის პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც გარკვეული სიმპტომოკომპლექსით ხასიათდება. შეიძლება განვითარდეს როგორც უშუალოდ მზის სხივებით დასხივების პროცესში, ასევე მზეზე ყოფნის პერიოდიდან 6-8 საათის გასვლის შემდეგ.

მზის დაკვრის დროს ადამიანს აღენიშნება ძლიერი თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, გულისრევა, ღებინება, სისუსტე, კანის შეწითლება, მოჭარბებული ოფლდენა, ზოგჯერ სისხლდენა ცხვირიდან. პულსი და სუნთქვა გახშირებულია, არტერიული წნევა _ დაქვეითებული. მძიმე შემთხვევების დროს სხეულის ტემპერატურამ შესაძლოა 41 oC –ს მიაღწიოს, ადამიანმა გონება დაკარგოს. ასეთ დროს ხშირად ეცემა გულის მუშაობის აქტივობა, ვითარდება გულყრა.

პირველი დახმარება

მზის დაკვრის შემთხვევაში დაზარალებული უნდა გადაიყვანოთ ჩრდილში, გრილ ადგილას ან საწოლში, უნდა დააწვინოთ ზურგზე, უზრუნველყოთ თავის ამაღლებული პოზიცია; სასურველია სხეული დაუზილოთ ცივი წყლით ან შემოახვიოთ სველი ზეწარი. მძიმე შემთხვევაში, როდესაც საჭიროა დაუყოვნებლივ მოქმედება, შეგიძლიათ დაასხათ ცივი წყალი. დაზარალებულს შუბლზე ცივი კომპრესები უნდა დაადოთ, დაალევინოთ დიდი რაოდენობით სითხე. ექსტრემალურ სიტუაციაში (როცა ადამიანს გონი აქვს დაკარგული, მაჯა არ ესინჯება, სუნთქვა შესუსტებული და გაიშვიათებულია) საჭიროა დაზარალებულის ჰოსპიტალიზაცია, აუცილებლად ჰორიზონტალურ მდგომარეობაში, თუმცა ექიმის მოსვლამდე დრო არ უნდა დაკარგოთ და მიმართოთ როგორც გულის დახურული მასაჟის, ასევე ხელოვნური სუნთქვის ჩატარებას.

პროფილაქტიკა

უპირველეს ყოვლისა უნდა ერიდოთ თაკარა მზეზე (ეს იქნება ზღვის სანაპიროზე დასვენება, ყანაში თუ ტრიალ მინდორში მუშაობა) თავსაბურავის გარეშე ხანგრძლივად ყოფნას. სხვადასხვა გარემოებათა გამო აღნიშნულ ვითარებაში მოხვედრის შემთხვევაში, აკონტროლეთ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ეცადეთ არ მიიღოთ მზის დაკვრა, ამისათვის პერიოდულად შეისვენეთ ჩრდილში, შეისხურეთ სხეულზე ცივი წყალი, დაიცავით სითხის მიღების რეჟიმი _ მცირე ინტერვალებით ჩვეულ რაოდენობაზე მეტი სითხე მიიღეთ. გახსოვდეთ, სითხის მცირე რაოდენობით მიღების შემთხვევაში ოფლიც შესაბამისად მცირე რაოდენობით გამოიყოფა. მოგეხსენებათ, ოფლის გამოყოფასთან ერთად ორგანიზმიდან სითბოს გამოყოფაც ხდება და შესაბამისად სხეული გრილდება. ფაქტობრივად აღნიშნული ფიზიოლოგიური პროცესი ადამიანის ორგანიზმს იცავს გადახურებისგან, ამიტომაც გადახურებულ და მზიან გარემოში აუცილებელია სითხის მიღების კონტროლი.

ავტორი თინათინ გოცაძე