პირველი დახმარება მხუთავი აირით მოწამვლისას - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პირველი დახმარება მხუთავი აირით მოწამვლისას

სიცოცხლისთვის საშიში მოწყობილობებით თბება. მხუთავ გაზს არ გააჩნია ფერი და სუნი, მაგრამ ძალიან ტოქსიკურია - იგი სხვადასხვა საწვავის არასრული წვის პროდუქტია. ნახშირჟანგი მალე გადადის სისხლში, ურთიერთქმედებს ჰემოგლობინის რკინასთან და წარმოქმნის მყარ ნაერთს - კარბოქსიჰემოგლობინს, რომელსაც ჟანგბადის ქსოვილებამდე მიტანის უნარი არ გააჩნია. შედეგად ვითარდება მწვავე ჟანგბადოვანი შიმშილი, რაც სიკვდილს იწვევს.

მხუთავი გაზი გროვდება ცუდად ვენტილირებულ და უვენტილაციო შენობებში. მოწამვლა დამოკიდებულია მხუთავი გაზის კონცენტრაციაზე, მისი მოქმედების ხანგრძლივობასა და ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. ბავშვები მის მიმართ გაცილებით მგრძნობიარენი არიან, უფრო მალე იწამლებიან და მოწამვლაც უფრო მძიმედ მიმდინარეობს. მოწამვლა შესაძლებელია:საწარმოში, სადაც მხუთავ აირს ამა თუ იმ ორგანული ნივთიერების (აცეტონი, მეთილის სპირტი, ფენოლი) სინთეზისთვის იყენებენ; ავტომანქანაში, ცუდი ვენტილაციის მქონე ავტოსადგომზე ან სხვა შენობაში, გვირაბში, ტრასაზე ან მსხვილ ავტოსტრადაზე (თუ დიდი ხანი დავყავით); შინ, გაზქურის, წყლის ან ოთახის გამათბობლის გაჟონვისას.

განასხვავებენ მხუთავი აირით მოწამვლის ორ ხარისხს - მსუბუქს და მძიმეს.

მსუბუქი მოწამვლისას ადამიანი უჩივის:

. თავის ძლიერ ტკივილს (თავი თითქოს მარწუხში აქვს მოქცეული), შუბლის, საფეთქლების ტკივილს;

. ყურების შუილს;

. თავბრუხვევას;

. სისუსტეს;

. გულისცემის გახშირებას;

. გულისრევასა და პირღებინებას.

ამ დროს ადამიანი გონზეა, მაგრამ თითქოს გაბრუებულია.

მძიმე მოწამვლისას:

. შესაძლოა განვითარდეს მხედველობითი და სმენითი ჰალუცინაციები;

. სახეზე ჩნდება ვარდისფერი ან ლურჯი ლაქები;

. ადამიანი ძილად მივარდება, ერღვევა მოძრაობის კოორდინაცია, ცნობიერება, კომაში ვარდება, უვითარდება კლონურ-ტონური კრუნჩხვა;

. გუგები მკვეთრად აქვს გაფართოებული;

. ერღვევა სუნთქვა;

. უწევს სიცხე, რაც ტვინის შეშუპების მანიშნებელია.

პირველი დახმარება:

. სასწრაფოდ გაანიავეთ ოთახი, გამორთეთ საწვავზე მომუშავე ყოველგვარი მოწყობილობა;

. ავადმყოფი სასწრაფოდ გამოიყვანეთ საშიში ზონიდან, გააღეთ ფანჯარა, კარი, რომ სუფთა ჰაერით ისუნთქოს;

. თუ გონზეა, დაალევინეთ მაგარი ყავა, ჩაი, ასკილის ნაყენი;

. გამოიძახეთ სასწრაფო დახმარების ბრიგადა და აუხსენით, რომ ეჭვი გაქვთ ნახშირჟანგით მოწამვლაზე - იგი დასტურდება სისხლის ანალიზით;

. თუ ავადმყოფი მძიმე მდგომარეობაშია, სასწრაფო დახმარების მოსვლამდე აუცილებელია სარეანიმაციო ღონისძიებების ჩატარება.

თუ ავადმყოფი გონზეა, პროგნოზი კეთილსაიმედოა - სავარაუდოდ, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ ექიმის კონსულტაცია მაინც აუცილებელია.

გახსოვდეთ!

. უყურადღებოდ არ დატოვოთ ნახშირჟანგით მოწამვლისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, მით უმეტეს, თუ ისინი აღენიშნება ერთზე მეტ ადამიანს.

. თუ ნახშირჟანგით მოწამვლას ეჭვობთ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

. არ დაამონტაჟებინოთ წყლის გამაცხელებელი გამწოვი მილის გარეშე.

. საკვამური მილი უნდა იყოს გამავალი და კარგად დაკავშირებული შესაბამის მოწყობილობასთან.

. უსაფრთხოების რა სისტემაც არ უნდა ჰქონდეს, გამათბობელი ხელსაწყო ღამით არამც და არამც არ დატოვოთ ჩართული.

. სისტემატურად ანიავეთ ოთახი.

. არ ამუშაოთ ძრავა დახურულ სივრცეში.

. გამოიყენეთ მხოლოდ სერტიფიცირებული და ლიცენზირებული გამათბობელი ხელსაწყოები. არ დაამონტაჟებინოთ ხელსაწყო შემთხვევით პირს. აუცილებლად შეამოწმეთ გამათბობლის გამწოვი მილის მუშაობა და ოთახების ვენტილაცია.

იხილეთ აგრეთვე სტატია გამათბობლები და ჯანმრთელობა