დამხმარე ადამიანის ქცევა ექსტრემალურ სიტუაციაში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დამხმარე ადამიანის ქცევა ექსტრემალურ სიტუაციაში

ზოგჯერ წამები წყვეტს ყველაფერს. ასეთ დროს ბევრი რამ არის დამოკიდებული მასზე, ვინც გასაჭირში ჩავარდნილის გვერდით აღმოჩნდება. ექსტრემალურ სიტუაციაში დამხმარე ადამიანის ქცევას დიდი მნიშვნელობა აქვს. ამ დროს გადამწყვეტია სისწრაფე, მოვლენის სწორი აღქმა და ზუსტი გააზრება, ორგანიზებულობა, ყურადღების კოცენტრირება, ირგვლივ მყოფთა მობილიზება, რათა ერთიანი ძალით, შეთანხმებულად იმოქმედონ, შეებრძოლონ საფრთხეს და მის ყველაზე საშინელ შედეგს - სიკვდილს. პირველი დახმარების გაწევისას მაშველი არ უნდა აჰყვეს პანიკას, თვითონაც სიმშვიდე უნდა შეინარჩუნოს და ირგვლივ მყოფებსაც იგივე მოსთხოვოს. რაც მთავარია, არ უნდა დაკარგოს დრო და გასაჭირში მყოფს გადაუდებელი დახმარება გაუწიოს. ადამიანები ერთმანეთისგან განსხვავდებიან პიროვნული თვისებებით, ემოციური მდგომარეობით, ტემპერამენტით, აზროვნებით, რაც ექსტრემალურ სიტუაციაში თავისთავად მჟღავნდება. მგრძნობიარე და ემოციური პიროვნება ასეთ დროს ხშირად იბნევა, ღელავს, შფოთავს, უჭირს მობილიზება, ყურადღების მოკრება, რის გამოც კარგავს სწრაფი მანევრირების უნარს. როცა ვისიმე სიცოცხლე საფრთხეშია, პასუხისმგებლობა ასეთმა ადამიანმა არ უნდა აიღოს საკუთარ თავზე. მნიშვნელოვანია თვით ავადმყოფისა თუ დაშავებულის ფაქტორიც. თუ ექსტრემალურ სიტუაციაში ადამიანს გონება არ დაუკარგავს ან უეცრად მოვიდა გონს, ის შესაძლოა დაეხმაროს თავის მხსნელს. ამ შემთხვევაში სამედიცინო დახმარება საგრძნობლად გაადვილდება და დროც ნაკლები დაიკარგება. მაგრამ თუ დაშავებული პანიკაში ჩავარდა, შესაძლოა ხელიც კი შეუშალოს მისი დახმარების მსურველს, ამიტომ მაშველი ყველანაირად უნდა შეეცადოს მის დაწყნარებას, მისი ყურადღების გადატანას, მის დარწმუნებას იმაში, რომ საშიშროებამ ჩაიარა, ყველაზე უარესი უკან დარჩა, მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. წინათ სკოლებში, უმაღლეს სასწავლებლებში ასწავლიდნენ პირველი სამედიცინო დახმარების წესებს, იყო სპეციალურად მომზადებული რაზმებიც. დღეს ისინი აღარ ფუნქციობს. უბედური შემთხვევებისთვის მომზადებული ადამიანიც ძალიან ცოტაა, მაშინ როდესაც განვითარებულ ქვეყნებში არსებობს შესანიშნავი სამაშველო სამსახურები (მაგალითად, მსოფლიოში ცნობილი “911”), რომლებსაც განვლილი აქვთ საუკეთესო სწავლება და მომზადებულნი არიან სახიფათო და ექსტრემალური სიტუაციებისთვის, საგანგებო მდგომარეობაშიც კი არაჩვეულებრივ სისწრაფეს, ორგანიზებას, მობილიზებას, მანევრირების უნარს იჩენენ და, შეიძლება ითქვას, სასწაულებს ახდენენ. ასეთივე პროფესიონალიზმს ამჟღავნებენ პოლიციელთა რაზმებიც, რომლებიც ექიმებს შესაშურ თანაშემწეობას უწევენ. ბოლო წლებში საქართველოშიც შეიქმნა სამაშველო სამსახური - 112. საგანგებოდ მომზადებული მაშველთა რაზმები მობილიზებულნი არიან ექსტრემალური სიტუაციებისთვის. ეს ბადებს იმედს, რომ დროთა განმავლობაში მაღალკვალიფიციური კადრები ჩვენშიც შესაბამის სამედიცინო და ფსიქოლოგიურ დახმარებას გაუწევენ ადამიანებს.