კვამლით მოწამვლის სიმპტომები და პირველი დახმარება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კვამლით მოწამვლის სიმპტომები და პირველი დახმარება

, რასაც განაპირობებს მასში არსებული მხუთავი აირი და წყალბადის ციანიდი, რომელიც მცირე რაოდენობითაც კი საშიშია. კვამლში ამ უკანასკნელის არსებობა განპირობებულია საშენ მასალებში წყალბადის ციანიდის არსებობით.

მხუთავი აირი ბლოკავს ჰემოგლობინს, რის შედეგადაც ირღვევა სხვადასხვა ორგანოს ჟანგბადით მომარაგება. ციანიდი არღვევს ქსოვილების სტრუქტურებში ენერგეტიკულ ცვლასა და უჯრედულ სუნთქვას.

სხვადასხვა მასალის წვისას წარმოიქმნება გაზები, რომლებიც წყალთან შეკავშირებისას წარმოქმნიან გამაღიზიანებელ ხსნარებს - აზოტის, გოგირდის და გოგირდოვან მჟავებს, ამიაკს. ისინი იწვევენ სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსის დაზიანებას (ქიმიურ დამწვრობას), წვრილი ბრონქების შევიწროებას და ფილტვებში სითხის დაგროვებას.

კვამლში შეიძლება იყოს მაღალტოქსიური გაზი - ფოსგენი, რომელიც წარმოიქმნება ცეცხლმაქრობის შიგთავსის ცხელ ზედაპირთან კონტაქტისას. განსაკუთრებით საშიშია პლასტიკის, პოროლონის, რეზინის, საღებავების, ლაქის, ფანერის წვის დროს წარმოქმნილი კვამლით მოწამვლა.

კვამლით მოწამვლის სიმპტომები

• ზოგადი სისუსტე;

• თავის არეში სიმძიმის შეგრძნება;

• თავის ტკივილი (განსაკუთრებით შუბლ-საფეთქლის მიდამოში);

• სახის გაწითლება;

• ქოშინი;

• ყურებში ხმაური;

• პულსის გახშირება;

• ძილიანობა;

• კუნთების ტკივილი;

• ღებინება და გულის წასვლა.

კვამლით მოწამვლისას სიმპტომები შეიძლება რამოდენიმე საათში გამოვლინდეს, თუმცა მდგომარეობა შეიძლება ძალიან სწრაფად დამძიმდეს, რაც სიცოცხლისთვის საშიშია.

გამაღიზიანებელი გაზები იწვევს ხახისა და გულმკერდის მწვავე ტკივილს, შეუპოვარ ხველას. პირველი დღეღამის განმავლობაში ვლინდება კანის მოლურჯო შეფერილობა, ვითარდება ქოშინი და ფილტვების შეშუპება.

მძიმე ხარისხის მოწამვლისას სუნთქვა გახშირებული და ზედაპირულია, ვითარდება კრუნჩხვა, სუნთქვისა და გულსისხლძარღვთა უკმარისობა, შეიძლება ადგილი ჰქონდეს უნებლიე შარდვას. სიკვდილი დგება სუნთქვისა და გულის გაჩერების გამო.

პირველი დახმარება

დაზარებულის სიცოცხლე ხშირად დამოკიდებულია პირველი დახმარების აღმოჩენაზე. სასწრაფო დახმარების მოსვლამდე დაზარალებული უნდა გავიყვანოთ სუფთა ჰაერზე, გავათავისუფლოთ ტანსაცმლისგან, შევუხსნათ საყელო და ქამარი. თუ ადამიანი უგონოდაა, იგი უნდა დავაწვინოთ გვერდზე.

ლალი ჩხიკვაძე