რუბრიკები
რჩევები
ახალგაზრდობის ელექსირის ძიებას ბოლო არ უჩანს. ადამიანმა გაჩენის დღიდან ახალგაზრდობისა და ჯანმრთელობის შენარჩუნება უპირველეს მიზნად დაისახა. “უკვდავების წყლის” ძიებაში ათასობით ექსპერიმენტი ჩატარდა, თუმცა ყველაზე წარმატებული მიგნებებიც კი მალევე კარგავდა აქტუალობას და ადამიანიც ახლის ძიებას იწყებდა. დღეს ყველა თანხმდება, რომ უკვდავების ელექსირი არ არსებობს, თუმცა ახალგაზრდობის გახანგრძლივება ნამდვილად შესაძლებელია რამდენიმე რეკომენდაციის დაცვით.

სალათის ფურცლებს უმეტესად კერძების გასაფორმებლად და სუფრის გასალამაზებლად იყენებენ. გახდომის მსურველებმა და ვეგეტარიანელებმა კარგად იციან, რომ ის დაბალკალორიულია. ზოგი ამ მწვანილისგან სალათას იმზადებს და ხორცთან ერთადაც რეგულარულად მიირთმევს. სწორადაც იქცევა - სალათის ფურცლები მეტად სასარგებლოა. მათ ჯერ კიდევ ძველი რომაელები შეექცეოდნენ. სახელწოდება “Herba Salata” ლათინურად მარილიან ბალახს ნიშნავს - ძველად ახალმოკრეფილ ფოთლებს ზეითუნის ზეთს ასხამდნენ და ამარილებდნენ, სახელწოდებაც აქედან მოდის. შუა საუკუნეებში სალათის ფურცლები სუფრაზე ხორციანი კერძების გარნირად მიჰქონდათ.

ჩემი შვილი ბავშვობიდან ვერ იტანს ტრანსპორტს. მეგონა, თანდათან გაუვლიდა, მაგრამ ასე არ მოხდა. ეგებ აგვიხსნათ, რისი ბრალია ეს და გვირჩიოთ, როგორ მოვიქცეთ მგზავრობის დროს.

არსებობენ ადამიანები, რომელთათვისაც ყოველგვარი მგზავრობა მძიმე გამოცდის ტოლფასია. ზღვის დაავადებას ანუ კინეტოზს იწვევს შიგნითა ყურში განთავსებული ვესტიბულური აპარატის ზედმეტი გაღიზიანება. როდესაც გარშემო საგნები დიდი ხნის განმავლობაში თვალწინ გადაადგილდებიან, ვითარდება სისუსტე, ოფლიანობა, თავბრუხვევა, გულისრევა, მაგრამ განსაკუთრებულ დისკომფორტს იწვევს შეუჩერებელი პირღებინება.

პირველი დახმარება “წელის გაშეშების“ დროს
სოფლის მკვიდრთა უმრავლესობისთვის მიწა ერთადერთი საარსებო წყაროა. ბევრ ქალაქელსაც აქვს ნაკვეთი. ზოგს ეზოში მოჰყავს მწვანილი და ბოსტნეული. დიასახლისები ყვავილებს ახარებენ... ყველა გამოცდილმა ადამიანმა იცის, რომ მიწაზე მუშაობისას არაერთხელ მოუწევს დახრა. ერთი უხერხული მოძრაობა და შეიძლება, ზურგი ისე აგტკივდეთ, დიდი ხნით დაგეკარგოთ მუშაობის ხალისი. მაგრამ თუ ხერხემლის გაფრთხილებას ისწავლით, ეს პრობლემა არ შეგაწუხებთ. დაიხსომეთ რამდენიმე წესი:

კბილის ტკივილი  ევოლუციამ მოიტანა
ცოცხალი არსებები თურმე კბილის ტკივილს 275 მილიონი წლის წინათაც განიცდიდნენ. კარიესის კვალი ნანახია უძველეს რეპტილიათა ყბებზე.  ხმელეთზე გადმოსვლის შემდეგ რეპტილიებს მყარი საკვების გადასამუშავებლად მუდმივი კბილები დასჭირდათ, რომლებიც საკმაოდ ხშირად ზიანდებოდა ინფექციისგან. ადამიანთა შორის კარიესით გამოწვეული კბილის ტკივილი პირველად ქალების ხვედრი ყოფილა.

ხდება ხოლმე, რომ ტურისტები ალკოჰოლური სასმელებით იწამლებიან. ორიოდე წლის წინ ასეთი რამ ჩვენს მეზობელ ქვეყანაში მოხდა და მსხვერპლითაც დასრულდა... საბედნიეროდ, ეს გამონაკლისი გახლდათ. სამაგიეროდ, უამრავია ისეთი ხალხი, ვისაც სურს, ორიოდეკვირიანი თავისუფლებით ბოლომდე დატკბეს, ჩვეულებრივზე მეტს სვამს და ამით საკუთარ თავსაც და ირგვლივ მყოფებსაც უფუჭებს უქმეებს. ალბათ ყველასთვის საინტერესო იქნება იმაზე საუბარი, როგორ არ გადავიდეთ ზღვარს, რომელიც “კარგ დროსტარებასა” და ორგანიზმისთვის სასტიკი დარტყმის მიყენებას შორის ძევს ან შეიძლება თუ არა ზაფხულის ცხელ დღეებში ალკოჰოლიანი სასმელების მიღება, ხოლო თუ შეიძლება, რომლის.

ზაფხული შვებულების, უდიდესი სიამოვნებისა და ლამაზი შთაბეჭდილებების დროა, თუმცა ულტრაიისფერი გამოსხივება, რომელიც წელიწადის ამ პერიოდში რამდენჯერმე ძლიერდება, მრავალი უსიამოვნების სათავედაც იქცევა ხოლმე.

ქრონიკული ინფექციების გამწვავება
მწვავდება ქრონიკულად მიმდინარე ისეთი ინფექციები, როგორიცაა ჰერპესი, ხშირია გაციება, მწვავე რესპირატორული დაავადებები, მცირდება ვაქცინაციის ეფექტი.

წყალი და მისი მნიშვნელობა
ზაფხულში, მეტადრე - პაპანაქება სიცხეში, წყურვილი განსაკუთრებულად რომ გვეძალება, ცნობილია, მაგრამ რამდენი წყალი უნდა დავლიოთ ორგანიზმის მიერ დახარჯული მარაგის შესავსებად, ბევრმა არ იცის.  სპეციალისტები განმარტავენ, რომ ადამიანმა სხეულის მასის ყოველ კილოგრამზე დღეში საშუალოდ 30-40 მლ წყალი უნდა მიიღოს. წყურვილს თურმე მაშინ ვგრძნობთ, როდესაც ორგანიზმი სითხის აორთქლების გზით მასის 1%-ს კარგავს. ამრიგად, 70 კილოგრამი წონის მქონე ადამიანს მაშინ მოსწყურდება, როდესაც მისი ორგანიზმი დაახლოებით 700 მლ სითხეს დაკარგავს. პრობლემა ის არის, რომ ადამიანი, ჩვეულებრივ, უფრო ნაკლებ წყალს სვამს, ვიდრე საჭიროა, უმეტესად - ერთ ჭიქას ანუ 200-250 მლ-ს ერთ ჯერზე.

ნაჩვენებია მე-32 გვერ 70 - დან