რა სარგებლობა მოაქვს ფიტონციდებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა სარგებლობა მოაქვს ფიტონციდებს

ფიტონციდებს მცენარის ყველა ნაწილი გამოყოფს: ყვავილი, ფოთოლი, ფესვი... ამ ნივთიერებათა წყა-ლობით მცენარეები ფაქტობრივად თვითონვე იცავენ საკუთარ ჯანმრთელობას, სხვაგვარად რომ ვთქვათ, საკუთარ სტერილიზაციას თავიანთივე ცხოველმყოფელობის პროდუქტებით ახდენენ. ფიტონციდები მათი იმუნიტეტია.

რა სარგებლობა მოაქვთ ადამიანისთვის ფიტონციდებს?

ფიტონციდები ამაღლებენ ორგანიზმის იმუნიტეტს, რაც ასე მნიშვნელოვანია ინფექციურ დაავადებებთან საბრძოლველად. მათი ერთ-ერთი თავისებურება მოქმედების სპეციფიკურობაა: ამ "ბუნებრივ ანტიბიო-ტიკებს" მიკროსკოპული დოზითაც კი შეუძლიათ განსაზღვრულ მიკროორგანიზმთა ზრდისა და გამრავ-ლების შეჩერება. ამავე დროს, სხვა მიკროორგანიზმთა ზრდა-განვითარების სტიმულირების უნარიც შეს-წევთ. ამ თვისებათა წყალობით ფიტონციდები დიდ როლს ასრულებენ ჰაერის, წყლისა და ნიადაგის მიკროფლორის შემადგენლობის რეგულაციაში.

განასხვავებენ ფიტონციდების მფრინავ და არამფრინავ ფრაქციებს. პირველი მცენარის მიწისზედა ნაწილებიდან ატმოსფეროში გამოიყოფა, მიწისქვეშა ნაწილებიდან - ნიადაგში, ხოლო წყალმცენარეებიდან - წყალში. არამფრინავი ფრაქციები მცენარეების ქსოვილთა შიდა წვენში შედის. ციტოპლაზმასა და უჯრედშორის სითხეში არსებული ფიტონციდები წყალშია გახსნილი, ადვილად გამოიყოფა ჰაერში და, ფაქტობრივად, მფრინავ ფრაქციას წარმოადგენს. ამაში ადვილად დარწმუნდებით ხახვის, ნივრის, მდოგვის, პირშუშხას, ლიმონის, მანდარინის, შოთხვისა და სხვა მცენარეთა მაგალითზე.

 

ფიტონციდები და ჰაერი

ფიტონციდები შესანიშნავად წმენდენ ჰაერს. მათი მფრინავი ფრაქციები ჰაერის ფიზიკურ-ქიმიური შემადგენლობის ბრწყინვალე რეგულატორები გახლავთ. კერძოდ, ისინი ზრდიან უარყოფითი იონების შემცველობას, რომლებიც კეთილისმყოფელ გავლენას ახდენენ ადამიანის ორგანიზმზე და ამცირებენ მავნე დადებითი იონების რაოდენობას (მაგალითად, ტყის ჰაერში უარყოფით იონთა შემცველობა 7-10-ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე ქალაქის ჰაერში). გარდა ამისა, ფიტონციდები ზრდიან ჟანგბადის ბიოლო-გიურ აქტივობას, ხელს უწყობენ მტვრის ნაწილაკების დალექვას, ამცირებენ ჰაერის დაბინძურების ელე-ქტრულ მაჩვენებელს და უვნებელყოფენ მასში არსებულ მიკროორგანიზმებს. ამ გზით ფიტონციდები დიდ როლს ასრულებენ დაავადებათა პროფილაქტიკაში.

ზოგიერთი მცენარის ფიტონციდები "აფრთხობენ" მწერებსა და მღრღნელებს, რომლებსაც დაავადებათა გამომწვევები გადააქვთ. თანამედროვე მეცნიერებამ ზუსტად განსაზღვრა ჰაერის შემადგენლობა. დღეს უკვე საყოველთაოდ არის ცნობილი, რომ ჰაერის ღირებულება მხოლოდ ჟანგბადის, ნახშირორჟანგის, აზოტისა და სხვა აირების პროცენტული შემცველობითა და თანაფარდობით არ განისაზღვრება. სუფთა, ჯანსაღ ჰაერში მნიშვნელოვანი ოდენობით შედის უარყოფითი იონები, ფიტონციდები და სხვა ბიოლო-გიურად აქტიური ნივთიერებები. სწორედ მათ შემცველობაზეა დამოკიდებული ადამიანის თვითშეგრ-ძნება, განწყობა, შრომისუნარიანობა და, ზოგადად, ჯანმრთელობა.

მაგალითად, თუ ოთახში ნემსიწვერა გაქვთ, ძალიან კარგია - ამ მცენარის მიერ გამოფრქვეული ფიტონცი-დები ჰაერის დეზინფექციასა და დეზოდორირებას ახდენენ, რაც, თავის მხრივ, აუმჯობესებს ნივთიე-რებათა ცვლის პროცესს და ამცირებს სასუნთქი სისტემის დაავადებათა აღმოცენების რისკს; ბეგონიას ფიტონციდები ოთახში 43%-ით ამცირებენ მიკრობების რაოდენობას, ხოლო ქრიზანთემასი - 66%-ით. იმ შენობაში, სადაც აწყვია ციტრუსები, ხარობს როზმარინი, მირტი, ჰაერი გაცილებით სუფთაა. სადღე-ისოდ უკვე მეცნიერულად არის დასაბუთებული, რომ ფიტონციდების მფრინავი ფრაქციები ფილტვე-ბიდან საკმაოდ კარგად აითვისება და ორგანიზმს, ვიტამინებისა და ჰორმონების მსგავსად, აუცილებელ ნივთიერებებს აწვდის.

გარდა ამისა, ფიტონციდებს ორგანიზმი ბიოლოგიური კომპლექსების შენების-თვისაც იყენებს. ჯერ კიდევ უძველეს იოგებს სწამდათ, რომ ჰაერში არსებობდა ადამიანის ორგანიზმისთვის მეტად მნიშვნე-ლოვანი კომპონენტები, რომლებსაც ისინი "ენერგიებს" (პრანას) უწოდებდნენ. თანამედროვე მეცნიე-რებამ დაადასტურა, რომ ერთ-ერთი ასეთი პრანა ფიტონციდებია.