ფერების გავლენა ადამიანზე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ფერების გავლენა ადამიანზე

ჯერ კიდევ გოეთე თავის წიგნში “სწავლება ფერების შესახებ” წერდა: “ფერი სინათლის პროდუქტია, რომელიც ემოციებს იწვევს”. ალბათ, იშვიათად თუ ვინმეს მიუქცევია ყურადღება იმისთვის, რომ საუბრისას ადამიანები ხშირად მივმართავთ ფერთან დაკავშირებულ ასოციაციებს. მაგალითად, როდესაც ვამბობთ: “ბრაზისგან გაწითლდა”, “დარდისგან გაშავდა”, “შიშისგან რუხი ფერი დაედო”, “შურისგან გამწვანდა”, - რა თქმა უნდა, ამ გამოთქმებს პირდაპირი მნიშვნელობით კი არ აღვიქვამთ, არამედ ადამიანის ემოციურ მდგომარეობას ინტუიციურად ვაკავშირებთ ამა თუ იმ ფერთან, ანუ ემოციას ფერებით გამოვხატავთ. პირველი, რასაც ეჯახება ემოცია-ფერის ურთიერთობის ნებისმიერი მკვლევარი, ის არის, რომ ეს ყველაფერი შემთხვევით არ ხდება. სულ ახლახან დაადგინეს მეცნიერებმა, რომ ემოცია და ფერი ერთმანეთზეა “გადაჯაჭვული” და ამას მეტად ღრმა საფუძველი აქვს. ფერი ემოციის ნიშანი არ არის და არ ძალუძს, ასოციაციურად გამოიწვიოს ან გამოხატოს ესა თუ ის გრძნობა, მაგრამ, ამასთანავე, იგი ადამიანის წინაშე ემოციის მსგავსად წარმოჩნდება, უფრო სწორად, ფერი ადამიანის ხილული ემოციაა. რატომ ხდება ასე?

ფერთა გავლენა ფიზიოლოგიაზე

წითელი

ამ ფერის ტალღა ყველაზე გრძელია და მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ მისი გავლენაც ამიტომ არის ყველაზე ძლიერი. აღმგზნები, სითბოს მომგვრელი, აქტიური და ენერგიული ფერი ადვილად აღწევს ორგანიზმში და მის ყველა ფუნქციას ააქტიურებს - ასტიმულირებს ნერვულ ცენტრებს, ენერგიით მუხტავს კუნთებსა და ღვიძლს, მცირე ხნით ზრდის კუნთების დაძაბულობას, მაღლა სწევს არტერიულ წნევას და აჩქარებს სუნთქვის რიტმს. წითელს იყენებენ კანის ზოგიერთი დაავადების სამკურნალოდ.  მისი ენერგიით შეიძლება “ვისაზრდოოთ”  გაციების, ასთმის დროს და სხვა. ეს ფერი უკუნაჩვენებია ჭარბი წონის მქონე ადამიანებისთვის, მავნე გავლენას ახდენს ჰიპერტონიკებზე, ფეთქებად პიროვნებებზე, წითურებზე. მისი გამოყენება არ არის რეკომენდებული ანთებითი დაავადებების დროს (გარდა ფილტვების ანთებისა), რადგან ის უფრო მეტად ააქტიურებს ანთებით პროცესებს.

ნარინჯისფერი

მატონიზებელი ფერია. თითქმის ისევე მოქმედებს, როგორც წითელი, მაგრამ უფრო ნაკლები ინტენსივობით. ეს ფერი აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, აახალგაზრდავებს ადამიანს, უფრო გულღიას ხდის მას, აძლიერებს ნებისყოფას, ამცირებს დათრგუნულობას, ამაგრებს ფილტვების ქსოვილს, აქვს ანტისპაზმური თვისება, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და კანის ფერს. ამასთან, გაითვალისწინეთ, რომ ჭარბმა ნარინჯისფერმა შესაძლოა ორგანიზმის გადახურება გამოიწვიოს (ანუ ის უფრო თბილია, ვიდრე წითელი). უკუჩვენება ნარინჯისფერით მკურნალობას არ გააჩნია.

ყვითელი

ესეც ტონუსის მიმცემი ფერია, ფიზიოლოგიურად ოპტიმალური, ნაკლებად დამღლელი. ყვითელი ფერი ასტიმულირებს მხედველობას და ნერვულ სისტემას, ააქტიურებს მამოძრავებელ ცენტრებს, აუმჯობესებს გუნება-განწყობილებას, ბადებს ბედნიერების განცდას, ახდენს კუნთების ენერგიის გენერირებას. ყვითელს იყენებენ დიაბეტის, საჭმლის მონელების დარღვევების, სიელმის სამკურნალოდ. ყვითელი ფერი ასტიმულირებს ინტელექტუალურ შესაძლებლობებს, უცნაურია, მაგრამ ავსებს მინერალთა დეფიციტს (ეს დამტკიცებულია), ამცირებს მჟავიანობას.

მწვანე

ფიზიოლოგიურად ოპტიმალურია. ამცირებს არტერიულ წნევას, აფართოებს კაპილარებს, ასუსტებს, ზოგჯერ კი სრულიად აქრობს შაკიკის  თანმხლებ ტკივილს, დიდი ხნით ზრდის კუნთური მუშაობის ძალას. მოქმედებს წითელი ფერის საწინააღმდეგოდ. “ამბობენ, რომ მას, ვისაც არ უყვარს მწვანე, ცხოვრების სირთულეებისა ეშინია. მას აშინებს ბედის მკვეთრი ცვლილება და ნებისმიერი გარდატეხა. მას, ვინც უპირატესობას ანიჭებს ამ ფერს, აშინებს სხვისი გავლენის ქვეშ მოხვედრა და გამუდმებით თვითდამკვიდრებას ცდილობს. ადამიანები, რომელთაც მოსწონთ მწვანე ფერი, გამოირჩევიან ძლიერი ნებისყოფით, სიჯიუტით, მიზანსწრაფულობით და მათ ეს თვისებები ცხოვრებისეული დაბრკოლებების გადალახვაში ეხმარება. თუ ღია მწვანეს ამჯობინებთ, ესე იგი რბილი, ნაზი და იმავდროულად ენერგიული ბრძანდებით, შეგიძლიათ თანამშრომლობა და ყოველთვის მზად ხართ ახლობლის დასახმარებლად, შესაძლოა თქვენში მკურნალიც იმალებოდეს” (გოეთე). მწვანე ფერი ახალისებს და ამშვიდებს, ახდენს ანტისეპტიკურ ეფექტს. რეკომენდებულია ნერვული და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, ასთმის, უძილობის სამკურნალოდ.

ცისფერი

ამ ფერს დამამშვიდებელი თვისება აქვს, ამცირებს კუნთოვან დაძაბულობას, დაბლა სწევს არტერიულ წნევას, ანელებს პულსს და სუნთქვის რიტმს, დაბლა სწევს ტემპერატურას, აგრილებს სხეულს, ზრდის მოთმინების უნარს, აქვეითებს მადას, აქრობს ტკივილს, აქვს ანტისეპტიკური თვისება, კარგია უძილობისა და ნერვული დარღვევების დროს.

ლურჯი

ამ ფერით მანიპულირების დროს სიმშვიდე დათრგუნულობაში გადაიზრდება. მისმა ხანგრძლივმა ზემოქმედებამ ადამიანი შესაძლოა დეპრესიამდეც კი მიიყვანოს. ლურჯი ხელს უწყობს ფიზიოლოგიური სისტემების ფუნქციის დამუხრუჭებას, აქვს ანტისეპტიკური და ბაქტერიოციდული თვისებები, ხელს უწყობს ზრდას, კურნავს შეშუპებას, დამწვრობას, სიმელოტეს, რევმატიზმს, თავის ტკივილს, თვალების ანთებას. რეკომენდებულია ემოციური და აღგზნებული ადამიანების თერაპიისთვის.

იისფერი

ეს ფერი აერთიანებს წითლის და ლურჯის ეფექტებს, დამთრგუნველ გავლენას ახდენს ნერვულ სისტემაზე. მხედველობის ორგანოს აღგზნება აღაგზნებს სხვა გრძნობათა ორგანოებსაც: სმენას, ყნოსვას, გემოვნებას, შეხებას. ამრიგად, ფერებმა შეიძლება გამოიწვიონ - და იწვევენ კიდეც - მოგონებები, მათთან დაკავშირებული ემოციები, ფსიქიკური მდგომარეობები და სხვა. ყოველივე ამას მეცნიერებაში ფერებთან დაკავშირებულ ასოციაციებს უწოდებენ. იმაზე საუბარი, რა გავლენას ახდენს ფერი ადამიანზე, უსასრულოდ შეიძლება. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ “ფერადი” ასოციაციები უნივერსალური და ყოვლის მომცველია და რომ მათ განსაკუთრებული ადგილი უკავიათ ჩვენს ცხოვრებაში, ვაცნობიერებთ ამას თუ ვერა.