ზამთრის კურორტების ტოპათეული - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ზამთრის კურორტების ტოპათეული

1. სანკტ-კრისტოფი (ავსტრია)

ეს კურორტი სამთო-სათხილამურო სპორტის სამშობლოდ ითვლება. მრავალნაირი ტრასა და ალპების სილამაზე გულგრილს არავის ტოვებს. როგორც წესი, იქ მოთხილამურეები იმისთვის ჩადიან, რომ ოსტატობა დახვეწონ, თუმცა კურორტის საუკეთესოდ განვითარებული ინფრასტრუქტურა მოდუნებისა და არაჩვეულებრივი დასვენების საშუალებასაც იძლევა. კურორტი არლბერგის რაიონშია, სადაც, ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ჩაისახა სათხილამურო სპორტი. სწორედ აქ დახვეწა მეოცე საუკუნის ოცდაათიან წლებში ჰანს შნეიდერმა თხილამურებით სრიალის ცნობილი “არლბერგის მეთოდი”, რომელიც მეტად პოპულარული გახდა ჩრდილოეთ ამერიკაში.

2. ლეხი (ავსტრია)

ლეხი ადგილია, სადაც მთელი მსოფლიოდან ჩადიან სათხილამუროდ ცნობილი ადამიანები. კურორტზე ტურისტების უმრავლესობა უძვირფასესი ბეწვის ქურქებით და სტროლზ-ის სათხილამურო წაღებით დასეირნობს. სხვათა შორის, ამ უკანასკნელს სწორედ აქ ამზადებენ. განსაკუთრებული მიკროკლიმატის წყალობით თოვლის საფარი აქ მთელი სეზონის განმავლობაში საუკეთესო მდგომარეობაშია, ხოლო სასტუმროებსა და მთელ სამთო-სათხილამურო ინფრასტრუქტურაში არსებულმა სერვისის უმაღლესმა დონემ ლეხს მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კურორტის სახელი მოუხვეჭა.

3. კიტცბიუელი (ავსტრია)

ეს პატარა შუასაუკუნოვანი ქალაქი ტიროლის ალპების შუაგულში მდებარეობს. ის მოთხილამურეებს ჩქაროსნული დაშვების ცნობილი ტრასით, ჰაჰნენკამმ-ით იზიდავს. სწორედ აქ იმართება ყოველ წელს მსოფლიო თასის  ეტაპი.

4. მეჟევი (საფრანგეთი)

ეს არაჩვეულებრივი სილამაზის კურორტი, საიდანაც მონბლანის კიდევ უფრო მშვენიერი ხედი იშლება, ჟენევიდან სულ რაღაც ერთი საათის სავალზეა. ის ტურისტებს საუკეთესო სათხილამურო ტრასებით, ბუტიკებით, ჯაზმენებით სავსე ბარებითა და რესტორნებით იზიდავს.

5. კურშეველი (საფრანგეთი)

კურშეველი ძალიან უყვართ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების უმდიდრეს წარმომადგენლებს. ამ კურორტის საუკეთესო სათხილამურო ტრასებზე უამრავი შეჯიბრება იმართება, ხოლო სასტუმროების, სერვისისა და გართობის დონით კურშეველი ერთ-ერთი ლიდერია სამთო-სათხილამურო კურორტთა შორის. აქ სათხილამურო ტრასები 372 მილზეა გადაჭიმული და 184 საბაგირო გზა მოქმედებს.

6. მერიბელი (საფრანგეთი)

მერიბელი საფრანგეთის ერთ-ერთი საუკეთესო ალპური კურორტია. პატარა, მყუდრო, ალპური სოფლის მსგავსი ეს დასახლება, სადაც უამრავი შალეა (შვეიცარიულ სტილში ნაგები პატარა სოფლის სახლი), არა მარტო გამოცდილ მოთხილამურეებს, არამედ მათაც იზიდავს, ვისაც თხილამურებით ორიოდე ნაბიჯი თუ ექნება გადადგმული.

7. კორტინო დე ამპეცო (იტალია)

ეს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი იტალიური სამთო-სათხილამურო კურორტია. მას დოლომიტური ალპების მზიურ ველს უწოდებენ, რადგან მზე იქ დღეში თითქმის  შვიდი საათი ანათებს. ადგილობრივი კოლორიტის ნიშნებია: 11 საათზე ადრე სასრიალოდ არავინ გადის, ლანჩი სიესტის მსგავსად გრძელდება, ხოლო საღამოობით ყველა ცორსო იტალია-ზე სასეირნოდ გადის.

8. კლოსტერსი (შვეიცარია)

კლოსტერსი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის საყვარელი კურორტია. მისი ატმოსფერო შეიძლება დავახასიათოთ როგორც “მშვიდი ფუფუნება”. ის გრაუნბიუნდენის კანტონში, მთის რომანტიკული ლანდშაფტის შუაგულში მდებარეობს. სათხილამურო სპორტის მოყვარულებს აქ სრიალის უსაზღვრო შესაძლებლობა ეძლევათ, ხოლო ბრწყინვალე რესტორნები და კლასიკური მუსიკის საუკეთესო კონცერტები ამ კურორტზე დასვენებას დაუვიწყარს ხდის. თხილამურებით სრიალი მეზობელ დავოსშიც არის შესაძლებელი.

9. სანკტ-მორიტცი (შვეიცარია)

ამ ფუფუნებით აღსავსე კურორტის არაოფიციალური სახელი “მსოფლიოს მწვერვალია”. აქ ხშირად იმართება საერთაშორისო ტურნირები ზამთრის სპორტში. წელიწადში 322 მზიანი დღის, მშრალი ჰაერისა და ცივი ღამეების გამო, რაც თოვლს ჰაეროვნებასა და ფხვიერებას უნარჩუნებს, სანკტ-მორიტცის კლიმატს “მთის შამპანურს” უწოდებენ. სპორტის მრავალი ზამთრის სახეობა სწორედ აქ გამოიგონეს 1865 წელს ინგლისელებმა. სანკტ-მორიტცში სათხილამურო ტრასები 218 მილზეა გადაჭიმული.

10. ცერმატი (შვეიცარია)

ცერმატი მსოფლიოს იმ პრესტიჟულ კურორტთა რიცხვში შედის, სადაც მთელი წლის განმავლობაში შეიძლება დატკბეთ სამთო-სათხილამურო ტრასებზე სრიალით. ის საავტომობილო ტრანსპორტისგან თავისუფალ ზონად ითვლება. აქ ამწე-საბაგირო გზით ევროპაში ყველაზე მაღლა ადიხართ. ცერმატის ულამაზესი სიმბოლო, მატერჰორნის ამაყი პიკი,  ალპინისტებისა და სამთო მოთხილამურეების მრავალი თაობისთვის არის ცნობილი. ცერმატის რაიონში არსებული მთები საკმაოდ შვეულია, ამიტომ რთული ტრასების გამოცდილ მოყვარულებს იზიდავს.