პრობლემა, რომელიც ყველა ქალს აღელვებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პრობლემა, რომელიც ყველა ქალს აღელვებს

აქამდე მშვიდად იყავით, გეგონათ, ცელულიტი არ გქონდათ, ვიდრე ის ძლიერ შესამჩნევი არ გახდა. იმისთვის, რომ შეაჩეროთ ამ პროცესის განვითარება, მთელი რიგი რეკომენდაციების შესრულება მოგიწევთ.

  • უპირველეს ყოვლისა, უარი უნდა თქვათ სიგარეტზე;
  • უნდა ერიდოთ ცხიმიან, ცხარე და ტკბილ საკვებს, ტკბილ გაზიან სასმელებს.

კანის გამძლეობა და ელასტიკურობა ასაკთან ერთად იკლებს. აუცილებელია მისი თვისებებისა და ფუნქციის გათვალისწინება კოსმეტიკური საშუალებების ხმარების დროს.

ჩაიცვით “ხელთათმანი”, აიღეთ მასაჟორი...

პრობლემური ზონების მასაჟი აუცილებელია - როგორც უკვე არსებულ ცელულიტთან საბრძოლველად, ისე მისი პროფილაქტიკისთვისაც. უმჯობესია, წინასწარ ვიზრუნოთ ცელულიტის თავიდან ასაცილებლად, მოგვიანებით მასთან ბრძოლას მეტი ძალისხმევა დასჭირდება. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ელექტრო და ხელის მასაჟორი, იხმაროთ ანტიცელულიტური კრემი, მუსი, გელი. ყოველ დილით შხაპს თან უნდა ახლდეს პრობლემური ზონების ენერგიული დამუშავება უხეში სახეხით.

რჩევა: ანტიცელულიტუირი საშუალებები უფრო ეფექტურია, როდესაც მისდევთ სპორტს. ყოველდღიურად თუნდაც შვიდწუთიანი ვარჯიში შესანიშნავ შედეგს იძლევა. ლოგინიდან წამოდგომამდე გაავარჯიშეთ ქვედა კიდურები - შეასრულეთ “ველოსიპედი”, “მაკრატელა”. ეს ენერგიასაც შეგმატებთ და განწყობასაც გამოგიკეთებთ.

კონტრასტული შხაპი

ვიწრო, შემოჭერილი ჯინსები, მჭიდრო, მაღალი ჩექმები, რა თქმა უნდა, ლამაზი და მოდურია, მაგრამ, სამწუხაროდ, სისხლის და ლიმფის მიმოქცევას არღვევს, ეს კი ცელულიტის საფუძველია.ეცადეთ, ყოველდღე არ ჩაიცვათ ტანზე შემოტმასნილი სამოსი, რეგულარულად იკეთოთ ვარჯიშები და მასაჟი, რომლებიც სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს.

რჩევა: კონტრასტული შხაპი (ცხელი და ცივი წყლის მონაცვლეობა) შესანიშნავად უწყობს ხელს ტონუსის მომატებას, სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს და სისხლძარღვებს დიდხანს უნარჩუნებს დრეკადობას. შხაპის დროს ან მის შემდეგ ენერგიულად დაიზილეთ ფეხები მასაჟორით ან ხელთათმანით ქვემოდან ზემოთ.

ყავის ნაყენზე მხოლოდ მკითხაობა როდი შეიძლება

როგორც ცნობილია, პილინგი ხელს უწყობს სისხლის მიკროცირკულაციას, აცილებს კანის ზედაპირს აქერცლილ და დაბერებულ უჯრედებს, საშუალებას აძლევს მას, უკეთ “ისუნთქოს” და შეიწოვოს კრემებიდან, ლოსიონებიდან თუ სხვა კოსმეტიკური საშუალებებიდან სასარგებლო ნივთიერებები. პილინგის ჩატარება შეიძლება ყავის ნალექით, შაქრით და ერთი კოვზი ზეითუნის ზეთით. ამ ნაზავს ანტიცელულიტური ეფექტიც აქვს. ყავის ნალექს ასევე შეიძლება შეურიოთ 1 კოვზი მარილი და ჩვეულებრივი საშხაპე გელი, მაგრამ გაითვალისწინეთ: თუ მშრალი კანი გაქვთ, ეს რეცეპტი არ გამოგადგებათ.

სამი რჩევა კარგი შედეგისთვის

  • რაც უნდა ბანალურად ჟღერდეს, ეცადეთ, თავი არიდოთ სტრესს. რაც უფრო მეტია უარყოფითი ემოცია, მით მეტად ზიანდება სისხლძარღვები, ფერხდება სისხლის მიმოქცევა და იქმნება ხელშემწყობი პირობები ცელულიტის წარმოქმნისთვის.

ცელულიტის განვითარებას ხელს უშლის უჯრედისით მდიდარი პროდუქტები. ასევე ძალიან სასარგებლოა ახალგამოწურული ხილისა და ბოსტნეულის წვენები.

  • ეცადეთ, არ ჭამოთ შაქარი. მოიკრიბეთ ნებისყოფა და თავი შეიკავეთ ტკბილეულისგან, მათ შორის - ნამცხვრებისგანაც. ჩაის მოყვარულებს ვურჩევთ, შაქრის ნაცვლად ჩაი 1 კოვზი თაფლით დაიტკბონ. ის გემრიელიცაა და ძალზე სასარგებლოც.

თუ გსურთ, დიდხანს შეინარჩუნოთ ნორჩი კანი და სასურველი წონა, იკვებეთ ასე:

საუზმე: ასკილის ნახარშის, შავი მოცხარისა და ერთი ჩ/კ თაფლის ნაზავი (ეს ნაყენი შიმშილის გრძნობას აჩლუნგებს); 5-6 კოვზი ახალი ხაჭო. საუზმესა და სადილს შორის შეგიძლიათ ვაშლი ან სტაფილო მიირთვათ.

სადილი: 1 ნაჭერი მოხარშული ხორცი, კვერცხი და ბოსტნეული. ეცადეთ, უპუროდ ისადილოთ.

ვახშამი: ცოტა ხორცი და რაც შეიძლება მეტი ბოსტნეული. ბოსტნეულის სალათისთვის მხოლოდ მცენარული ზეთი გამოიყენეთ. ძილის წინ დალიეთ ასკილის, პიტნის ან მრავალძარღვას ნაყენი. თუ დიეტაზე ხართ, ძილის რეჟიმის დაცვა აუცილებელია.

ვისაც ნებისყოფა აქვს, შეუძლია, ხორცის ნაცვლადაც ბოსტნეული მიირთვას. სადილად შეგიძლიათ, სალათს ერთი ნაჭერი შავი პური მიატანოთ.