როცა გარშემო ნაკლები ფერია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როცა გარშემო ნაკლები ფერია

შეძენილი დალტონიზმი მხოლოდ ცალ თვალს აზიანებს. მდგომარეობა თანდათან მძიმდება. ამ დროს უპირატესად ლურჯი და ყვითელი ფერების გარჩევა ჭირს. მემკვიდრეობითი დალტონიზმი შედარებით ხშირია. იგი უკავშირდება X ქრომოსომაში ლოკალიზებულ გენთა ცვლილებას და პრაქტიკულად ყოველთვის მატარებელი დედისგან გადაეცემა ვაჟს. ამ დროს ადამიანი ვერც ერთი თვალით ვერ არჩევს ფერებს, თუმცა ამ მდგომარეობას პროგრესირება არ ახასიათებს. დალტონიზმის მქონეთა 90% მამაკაცია.

დალტონიკები ერთმანეთისგან განსხვავდებიან

თვალში, ბადურას ცენტრალურ ნაწილში, მდებარეობს სინათლისადმი მგრძნობიარე ნერვული უჯრედები, რომლებსაც კოლბები ეწოდება. ისინი სამი ტიპის ცილოვანი ბუნების პიგმენტებს შეიცავენ. პირველი ტიპი წითელი ფერის მიმართ არის მგრძნობიარე, მეორე - მწვანის, მესამე კი - ცისფერის მიმართ. ნორმალური, ფერადი მხედველობის მქონე ადამიანის კოლბები სამივე ტიპის პიგმენტებს შეიცავს. არსებობენ დალტონიკები, რომლებსაც სამივე ფერის, მაგრამ ფუნქციაშესუსტებული პიგმენტები აქვთ. დალტონიზმის ამ ფორმას ტრიქრომაზიას უწოდებენ. ადამიანი, რომელიც მხოლოდ ორ ფერს არჩევს, დიქრომატია, ანუ მის ბადურაში რომელიღაც ერთი პიგმენტი არ არის. მესამე ტიპი მონოქრომაზიაა - ამ დროს ადამიანი ვერც ერთ ფერს ვერ არჩევს, მისთვის სამყარო შავ-თეთრია. არსებობენ ისეთი ადამიანებიც, რომლებსაც სამივე პიგმენტი აქვთ, მაგრამ ერთ-ერთი - აქტივობადაქვეითებული. მათ ანომალიურ ტრიქომატებად იხსენიებენ. ყველაზე ხშირად კოლბებში წითელი პიგმენტის დეფექტია. ცისფერის დეფექტი ძალიან იშვიათია. დალტონიზმის ყველაზე გავრცელებული ფორმაა ტრიქრომაზია.

როგორ ხედავენ დალტონიკები

დალტონიზმი მხედველობის დეფექტია და არა დაავადება. ამ დეფექტის მქონე პირები კარგად ხედავენ, უბრალოდ, სხვებისგან განსხვავებულად. მართალია, ფერებს ვერ აღიქვამენ, მაგრამ ბავშვობიდანვე იციან, რომ ბალახი მწვანეა, ცა - ცისფერი, სისხლი კი წითელი. გარდა ამისა, მათი უმრავლესობა ფერებს სიმუქის ხარისხის მიხედვით არჩევს.

შეიძლება, დალტონიკმა ავტომობილი მართოს?

პრაქტიკა ცხადყოფს, რომ ფერების გარჩევის უუნარობა პრაქტიკულად არ უშლის ხელს მანქანის მართვას, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ შუქნიშნის ფერების გაურჩევლობის გამო საავარიო სიტუაციის შექმნა გამორიცხულია - ასეთი რამ ხდება, თუმცა იშვიათად. დალტონიკები არჩევენ და განასხვავებენ შუქნიშნის ზედა, შუა და ქვედა განათებულ უბნებს და ამის მიხედვით ხვდებიან, როგორ უნდა იმოქმედონ. ისინი აკვირდებიან სხვა მძღოლთა მანევრებსაც, ამიტომ შუქნიშნის ფერთა განურჩევლობა დალტონიკი მძღოლებისთვის პრობლემას არ წარმოადგენს.

გენური ინჟინერია გვპირდება

ფერთა სრული სიბრმავე, როგორც გენეტიკური გადახრა, ძალიან იშვიათია - უვლინდება მილიონიდან ერთს. მსოფლიოს ზოგიერთ ქვეყანაში - იქ, სადაც ხშირია ნათესაური ქორწინებები - მაჩვენებელი შედარებით მაღალია. გენებში არსებული მოლეკულური დეფექტები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ფერთა პიგმენტებზე, უკვე იდენტიფიცირებულია. იმის დასადგენად, მიიღებს თუ არა ვაჟი მატარებელი დედისგან დალტონიზმს, შეიძლება ჩატარდეს გენეტიკური ტესტირება. გამორიცხული არ არის, მალე დალტონიზმის პრობლემა მოგვარდეს, რადგან გენური ინჟინერიის წყალობით უკვე შესაძლებელია მის განვითარებაში დამნაშავე გენთა “შეკეთება”. მართალია, ჯერჯერობით ექსპერიმენტები მხოლოდ ცხოველებზე ტარდება, მაგრამ მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მალე მეთოდი იმდენად დაიხვეწება, მისი ადამიანებზე გამოცდაც გახდება შესაძლებელი.