რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
წელის ტკივილი

წელის ტკივილი, თამამად შეიძლება ითქვას, დაავადებებისთვის დამახასიათებელ სიმპტომთა შორის ერთპიროვნული ლიდერია. დღითი დღე იზრდება იმ დაავადებათა ნუსხა, რომლებსაც სხვადასხვა ინტენსივობისა და ხანგრძლივობის წელის ტკივილი ახასიათებს. მათ ჩამონათვალში შედის:

  • გავა-წელის რადიკულიტი, ოსტეოქონდროზი, მიოზიტი;
  • მწვავე და ქრონიკული ქოლეცისტიტი, ნაღველკენჭოვანი დაავადება;
  • შარდკენჭოვანი დაავადება, გლომელურონეფრიტი, თირკმლის ჭვალი;
  • მწვავე და ქრონიკული პანკრეატიტი;
  • საკვერცხეების ანთება, საშვილოსნოს პათოლოგიები;
  • ვირუსული დაავადებები;
  • თირკმელების, ღვიძლის, ნაღვლის ბუშტისა და პანკრეასის დაწევა;
  • ზურგის ტვინის თიაქარი.

მიზეზთა ასეთი მრავალფეროვნების გამოა, რომ წელის ტკივილით შეწუხებულმა ადამიანმა ხშირად არც კი იცის, რომელი პროფილის ექიმს მიმართოს.

რა ხდება?

სხეულის ყოველ უბანს ნერვი ან ნერვთა ჯგუფი განაგებს. ერთ-ერთი მათგანია ზურგის ტვინიდან გამომავალი ცდომილი ნერვი, რომელსაც "კოლეგებთან" შედარებით ბევრად უფრო დიდი სამოქმედო არეალი აქვს: ის ერთდროულად გულმკერდის, კისრისა და მუცლის ღრუს ორგანოთა ფუნქციონირებას აწესრიგებს. საკმარისია, რომელიმე მათგანში რაიმე დაირღვეს, ტკივილის მიზეზი გაჩნდეს, რომ ამას ცდომილი ნერვისადმი დაქვემდებარებული ყველა ორგანო შეიტყობს. ასე რომ, შესაძლოა, წელის ტკივილის მიზეზი სულაც არ იყოს წელის დონეზე განლაგებულ ორგანოთა ბრალი. თუ იმ დაავადებათა ნუსხასაც გადავხედავთ, რომლებსაც წელის არეში მტკივნეული შეგრძნებები ახასიათებს, იოლად დავრწმუნდებით, რომ ჭეშმარიტი დამნაშავის პოვნა არც ისე ადვილია და ვინ იცის, შეუძლებელიც ყოფილიყო, თავად ტკივილი პირველადი ლოკალიზაციითა და გამოვლინებებით ერთმანეთისგან რომ არ განსხვავდებოდეს. ასე, მაგალითად: ტკივილი ზოგჯერ ხანმოკლე, ძლიერი, ინტენსიური ან შეტევითია, ზოგჯერ კი - ყრუ, ხანგრძლივი და მუდმივი.
ტკივილის ბუნებასა და გამოვლინებას უდიდესი სამედიცინო მნიშვნელობა აქვს. სპეციალისტები დიაგნოზის ძიებისას სწ¬ორედ ამ მაჩვენებლებით ხელმძღვანელობენ.

წელი ტკივილს ხელს უწყობს:

  • მემკვიდრეობითი განწყობა;
  • გადაჭარბებული ფიზიკური დატვირთვა;
  • წონის მატება;
  • ორსულობა, მშობიარობა;
  • ნივთიერებათა ცვლის დარღვევა.

როგორ მოვიქცეთ?

უპირველეს ყოვლისა, თვალი გადაავლეთ თქვენს პროფესიულ უნარ-ჩვევებს, სამუშაო მაგიდას, შრომის პირობებს და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, საწოლს, რადგან შესაძლოა, ღამით აღმოცენებული წელის ტკივილი სწორედ მოუხერხებელი საწოლის ბრალი იყოს. როდესაც ტკივილი ხანგრძლივია და ყრუა, თავს იჩენს ღამით, ახასიათებს დილის შებოჭილობა ანუ გამოღვიძებისას,

You must have Flash Player installed in order to see this player.
აქტიური მოძრაობის დაწყებისთანავე ქრება, მისი მიზეზი, უპირველეს ყოვლისა, ძვალსახსროვან სისტემაში უნდა ვეძებოთ. უნდა გაირკვეს, ხომ არ არის იგი გამოწვეული წელის არეში მდებარე მალათა დაზიანებით, გამოირიცხოს ოსტეოქონდროზი (რომელსაც შესაძლოა თან სდევდეს მალათაშუა ნერვების დაზიანება), კუნთოვანი და ძვალსახსროვანი სისტემის კერძო პათოლოგიები. ხანმოკლე წელის ტკივილი, რომელიც ღამით, დაწოლისას იჩენს თავს და მოძრაობისას ქრება, წელის კუნთების რიგიდულობასაც ახასიათებს. ასეთ დროს მტკივნეული შეგრძნებები ადგომიდან დაახლოებით 5-10 წუთში გაივლის.
ასეთივე წელის ტკივილი ახასიათებს ქრონიკული დაღლილობის სინდრომს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შრომის არასწორი ჰიგიენის გამო წელის კუნთები მთელი დღის განმავლობაში დაჭიმულია. თუ ამ მხრივ ყელაფერი რიგზეა, მაშინ გამოსაკვლევია შინაგანი ორგანოები. საინტერესოა, ხომ არ არის დაწეული რომელიმე ორგანო - პროექციაშეცვლილ ორგანოებს ჰორიზონტალურ მდგომარეობაში კიდევ უფრო უჭირთ თავის სტაბილურად დაფიქსირება, რაზეც მათი რეცეპტორები ტკივილის სახით რეაგირებენ. მიზეზის დადგენაში დიდ დახმარებას გვიწევს იმუნოლოგიური ტესტები, რომლებიც სისხლში ვირუსებსა და მიკროორგანიზმებს აღმოაჩენს. გახსოვდეთ: წელის ტკივილის მიზეზის ერთი ხელის მოსმით ამოცნობა გამოცდილ სპეციალისტსაც კი გაუჭირდება, ამიტომ თავი არიდეთ ნაცნობ-მეგობრების მიერ შემოთავაზებულ "უებარ საშუალებებს" და ყოველგვარ თვითმკურნალობას. ძლიერმა ტკივილგამაყუჩებლებმა ტკივილი შესაძლოა მართლაც დათრგუნოს, მაგრამ ამით პრობლემას ვერ მოაგვარებთ, ვინაიდან ტკივილის მიზეზი ხელუხლებელი დარჩება.

 


 

თარიღი : 22-07-2016
ვარ 36 წლის ერთ ადგილას დიდხანს ვერ ვდგები დაღლასთან ერთად წელიც მტკივდება.რის გამო შეიძლება იყოს?
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ფსიქოლოგებმა გამოარკვიეს რას აკეთებენ ადამიანები ძილის წინ. ქალების უმრავლესობა დასაძინებლად, უპირატესობას წიგნის კითხვას ანიჭებს (13% ქალი, მამაკაცი 9% ). ქალების მხოლოდ 4% ამბობს, რომ სექსი დაძინებაში ეხმარება.
სერიალმა "ექიმმა ჰაუსმა" სატელევიზიო სივრცეში გამოჩენისთანავე მოახერხა ექიმების, მომავალი ექიმების, პაციენტების, სამედიცინო საკითხებით დაინტერესებული ადამიანების და ზოგადად, ფართო საზოგადოების ყურადღების მიპყრობა
კოპენჰაგენის უნივერსიტეტის მკვლევარებმა ორგანიზმზე სირბილის ზემოქმედების უჩვეულო ეფექტი გამოავლინეს. თურმე სირბილი სიმსივნური უჯრედების ზრდას აფერხებს.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
მზის სხივი ჯანმრთელობის მდგომარეობას აუმჯობესებს. ის იმუნურ Т-უჯრედებს უფრო სწრაფად მოძრაობას აიძულებს, ხოლო იმუნიტეტის რეაქციის სიჩქარე ძალიან მნიშვნელოვანია. ცნობილია, რომ მზის ზემოქმედებით ორგანიზმში D ვიტამინი გამომუშავდება.
მაცივარში პროდუქტების შენახვას თავისი ვადები აქვს. მაგალითად, თევზის შენახვის ვადა 24 საათია. უმი ხორცის ან ფრინველის შენახვა მაქსიმუმ 2-3 დღეს შეიძლება. შებოლილი ორაგული თავისუფლად ძლებს 2 კვირა, სოსისი 3 დღე, ბეკონი 1 კვირა, ლორი 2 დღე.
სადღესასწაულო თუ სხვა სუფრებს, ტრადიციულად, ალკოჰოლურის გარდა გაზიანი სასმელებიც ამშვენებს. ლიმონათის, კოკა-კოლასა და სხვა გაზიანი სასმელების, ისევე, როგორც მინერალური წყლების გარეშე, სუფრა წარმოუდგენელია.
თუ სალათის ფურცლები ინახება ან იყიდება პლასტიკის ჭურჭელში, სჯობს მისი საკვებად გამოყენებისგან თავი შევიკავოთ, რადგანაც ის შეიძლება ბაქტერიული დასნებოვნების წყაროდ იქცეს. ანალიზმა აჩვენა, რომ გაყინული და პლასტიკის ტარაში მოთავსებული სალათის ფურცლები ჯანმრთლობისთვის საშიშია.
გერმანელმა ფილოსოფოსმა არტურ შოპენჰაუერმა ოდესღაც თქვა: „ჩვენი ბედნიერება 90%-ით დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ჯანსაღი ცხოვრებით ვცხოვრობთ“. ფსიქოლოგების, ექიმებისა და დიეტოლოგების მიერ მოწოდებული ჯანსაღი ცხოვრების 10 წესი ასეთია:
ცივი წყლით ტანის დაზელა, შარკოს შხაპი და სხვა პროცედურები კარგად ნაცნობია გაკაჟების მოყვარულთათვის. ერთ-ერთი გამაჯანსაღებელ-გამაკაჟებელი პროცედურაა ფეხების (მუხლებამდე) ცივი წყლით
04 აგვისტო 2016
1. ხარისხიანი სუნამო მზადდება მხოლოდ ნატურალური კომპონენტებისაგან და არავითარი "ქიმია"

თანამედროვე პარფიუმერია ნატურალური და სინთეზური ნივთიერებების ნარევია. სრულად ნატურალური სუნამო 2000-იან წლებში აღადგინა ამერიკელმა პარფიუმერმა ამანდა აფტელმა. მსოფლიოში მსგავსი პროდუქცია ძალზე ცოტა იყიდება: ნატურალურ კომპოზიციებს აქვს სპეციფიკური სუნი, არ აქვს მოცულობითი შლეიფი და სერიოზული მდგრადობა.

04 აგვისტო 2016
მუდმივი სტრესის, ხშირად კი არაჯანსაღი ცხოვრების მიზეზით ბევრი ახალგაზრდა მამაკაცის ორგანიზმია შეწუხებულია. ასე ხდება მამაკაცის ჰორმონ ტესტოსტერონის უკმარისობის დროსაც. ამიტომ მარადიული პრობლემა - ტესტოსტერონის დონის ამაღლება კვლავ აქტუალურია, ზოგიერთ შემთხვევაში - პრიორიტეტულიც.

მამაკაცის სასქესო ჰორმონი - ტესტოსტერონი უშუალოდ რომ მოქმედებს მამაკაცის სხეულის აგებულებაზე, ათლეტურობაზე, ხმის ტემბრზე, სექსუალურ აქტივობაზე, ეს არავის აეჭვებს.

გახდომის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემა გაუსაძლისი შიმშილის შეტევის დათრგუნვაა.
მეცნიერებმა გაშიფრეს ქალის X-ქრომოსომის კოდი, რომელიც 300-ზე მეტი დაავადების განვითარებაზე ახდენს გავლენას.
ესპანელი ფსიქიატრების განცხადებით,  ინტერნეტ-დამოკიდებულების სინდრომი მეტად სერიოზული დაავადებაა.