წელის ტკივილი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

წელის ტკივილი

  • გავა-წელის რადიკულიტი, ოსტეოქონდროზი, მიოზიტი;
  • მწვავე და ქრონიკული ქოლეცისტიტი, ნაღველკენჭოვანი დაავადება;
  • შარდკენჭოვანი დაავადება, გლომელურონეფრიტი, თირკმლის ჭვალი;
  • მწვავე და ქრონიკული პანკრეატიტი;
  • საკვერცხეების ანთება, საშვილოსნოს პათოლოგიები;
  • ვირუსული დაავადებები;
  • თირკმელების, ღვიძლის, ნაღვლის ბუშტისა და პანკრეასის დაწევა;
  • ზურგის ტვინის თიაქარი.

მიზეზთა ასეთი მრავალფეროვნების გამოა, რომ წელის ტკივილით შეწუხებულმა ადამიანმა ხშირად არც კი იცის, რომელი პროფილის ექიმს მიმართოს.

რა ხდება?

სხეულის ყოველ უბანს ნერვი ან ნერვთა ჯგუფი განაგებს. ერთ-ერთი მათგანია ზურგის ტვინიდან გამომავალი ცდომილი ნერვი, რომელსაც "კოლეგებთან" შედარებით ბევრად უფრო დიდი სამოქმედო არეალი აქვს: ის ერთდროულად გულმკერდის, კისრისა და მუცლის ღრუს ორგანოთა ფუნქციონირებას აწესრიგებს. საკმარისია, რომელიმე მათგანში რაიმე დაირღვეს, ტკივილის მიზეზი გაჩნდეს, რომ ამას ცდომილი ნერვისადმი დაქვემდებარებული ყველა ორგანო შეიტყობს. ასე რომ, შესაძლოა, წელის ტკივილის მიზეზი სულაც არ იყოს წელის დონეზე განლაგებულ ორგანოთა ბრალი. თუ იმ დაავადებათა ნუსხასაც გადავხედავთ, რომლებსაც წელის არეში მტკივნეული შეგრძნებები ახასიათებს, იოლად დავრწმუნდებით, რომ ჭეშმარიტი დამნაშავის პოვნა არც ისე ადვილია და ვინ იცის, შეუძლებელიც ყოფილიყო, თავად ტკივილი პირველადი ლოკალიზაციითა და გამოვლინებებით ერთმანეთისგან რომ არ განსხვავდებოდეს. ასე, მაგალითად: ტკივილი ზოგჯერ ხანმოკლე, ძლიერი, ინტენსიური ან შეტევითია, ზოგჯერ კი - ყრუ, ხანგრძლივი და მუდმივი.

ტკივილის ბუნებასა და გამოვლინებას უდიდესი სამედიცინო მნიშვნელობა აქვს. სპეციალისტები დიაგნოზის ძიებისას სწ¬ორედ ამ მაჩვენებლებით ხელმძღვანელობენ.

წელი ტკივილს ხელს უწყობს:

  • მემკვიდრეობითი განწყობა;
  • გადაჭარბებული ფიზიკური დატვირთვა;
  • წონის მატება;
  • ორსულობა, მშობიარობა;
  • ნივთიერებათა ცვლის დარღვევა.

როგორ მოვიქცეთ?

უპირველეს ყოვლისა, თვალი გადაავლეთ თქვენს პროფესიულ უნარ-ჩვევებს, სამუშაო მაგიდას, შრომის პირობებს და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, საწოლს, რადგან შესაძლოა, ღამით აღმოცენებული წელის ტკივილი სწორედ მოუხერხებელი საწოლის ბრალი იყოს. როდესაც ტკივილი ხანგრძლივია და ყრუა, თავს იჩენს ღამით, ახასიათებს დილის შებოჭილობა ანუ გამოღვიძებისას, აქტიური მოძრაობის დაწყებისთანავე ქრება, მისი მიზეზი, უპირველეს ყოვლისა, ძვალსახსროვან სისტემაში უნდა ვეძებოთ. უნდა გაირკვეს, ხომ არ არის იგი გამოწვეული წელის არეში მდებარე მალათა დაზიანებით, გამოირიცხოს ოსტეოქონდროზი (რომელსაც შესაძლოა თან სდევდეს მალათაშუა ნერვების დაზიანება), კუნთოვანი და ძვალსახსროვანი სისტემის კერძო პათოლოგიები. ხანმოკლე წელის ტკივილი, რომელიც ღამით, დაწოლისას იჩენს თავს და მოძრაობისას ქრება, წელის კუნთების რიგიდულობასაც ახასიათებს. ასეთ დროს მტკივნეული შეგრძნებები ადგომიდან დაახლოებით 5-10 წუთში გაივლის.

ასეთივე წელის ტკივილი ახასიათებს ქრონიკული დაღლილობის სინდრომს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შრომის არასწორი ჰიგიენის გამო წელის კუნთები მთელი დღის განმავლობაში დაჭიმულია. თუ ამ მხრივ ყელაფერი რიგზეა, მაშინ გამოსაკვლევია შინაგანი ორგანოები. საინტერესოა, ხომ არ არის დაწეული რომელიმე ორგანო - პროექციაშეცვლილ ორგანოებს ჰორიზონტალურ მდგომარეობაში კიდევ უფრო უჭირთ თავის სტაბილურად დაფიქსირება, რაზეც მათი რეცეპტორები ტკივილის სახით რეაგირებენ. მიზეზის დადგენაში დიდ დახმარებას გვიწევს იმუნოლოგიური ტესტები, რომლებიც სისხლში ვირუსებსა და მიკროორგანიზმებს აღმოაჩენს. გახსოვდეთ: წელის ტკივილის მიზეზის ერთი ხელის მოსმით ამოცნობა გამოცდილ სპეციალისტსაც კი გაუჭირდება, ამიტომ თავი არიდეთ ნაცნობ-მეგობრების მიერ შემოთავაზებულ "უებარ საშუალებებს" და ყოველგვარ თვითმკურნალობას. ძლიერმა ტკივილგამაყუჩებლებმა ტკივილი შესაძლოა მართლაც დათრგუნოს, მაგრამ ამით პრობლემას ვერ მოაგვარებთ, ვინაიდან ტკივილის მიზეზი ხელუხლებელი დარჩება.