რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კითხვა-პასუხი
სინდრომი
ძნელი წარმოსადგენია ჯანსაღი და ბედნიერი ცხოვრება დროული დასვენების გარეშე. უწყვეტი შრომა ფიზიკურ და ემოციურ გადაღლას იწვევს. შვებულების დროს გარემოს შეცვლა აუცილებელია. ეს შეიძლება იყოს ზღვა, მთა, აგარაკი ქალაქის ახლოს...თუმცა შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ სხვა პრობლემები იჩენს თავს. გგონია, დასვენებული, მზის, ზღვის, ბუნების ენერგიით აღვსილი, განტვირთული და გაკაჟებული, მთებს გადააბრუნებ, მაგრამ ასე არ ხდება. სამუშაოს თავს ვერ ართმევთ, ყურადღების კონცენტრაცია გიჭირთ... ნუ შეშინდებით - ეს ნორმალური რეაქციაა. მას შვებულების შემდგომი სინდრომი ეწოდება. ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ ამ სინდრომს ვერავინ აუვლის გვერდს. შვებულების შემდეგ ადრინდელ გარემოსთან ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ადაპტაციას დაახლოებით 10 დღე სჭირდება. სპეციალისტთა რჩევები ამ პერიოდის გადალახვას გაგიადვილებთ.
ნაჩვენებია მე-1 გვერ 15 - დან
ბრაილის შრიფტით ჟურნალის დაბეჭდვა "უსინათლოთა კავშირის" მე-3 ფილიალის ხელმძღვანელის ლაშა ცაიშვილის, ჟურნალ "ოჯახის მკურნალის" რედაქციის ინიციატივით და "მედია კომუნიკატორის" ორგანიზებით განხორციელდა.
ალექსანდრია ოსტრემი ექიმი ჰაუსის მადლობელია, რომ დღეს ის ცოცხალია.
როგორც ამერიკელი მკვლევარები აცხადებენ, ქათმის კვერცხის რეგულარულად მიღება ქალებთან ძუძუს კიბოს განვითარების რისკს თითქმის ორჯერ ამცირებს. ამ განცხადებას საინტერესო კვლევის შედეგები უდევს საფუძვლად. სპეციალისტები ადრეც საუბრობდნენ იმაზე, რომ კვირაში რამდენიმე კვერცხის ჭამა ქალებს ძუძუს კიბოს განვითარებისაგან იცავს (შემთხვევათა 18%-ში). 
09 თებერვალი 2017
ღვინო ცხოვრების ნაწილია. მისი გონივრულად და ზომიერად მოხმარების პროპაგანდას ჯერ კიდევ პლატონი ეწეოდა და ადამიანებს მარტივ წესს სთავაზობდა: ”ბავშვებს 18 წლამდე ღვინო არ დაალევინოთ, 30 წლამდე ადამიანებს ნება მიეცით, ზომიერად დალიონ, 40 წლის ზემოთ უფლება აქვთ, დიდი ნადიმების დროს სასურველი რაოდენობით შესვან”.
28 დეკემბერი 2016
სტენფორდის უნივერსიტეტის გენეტიკოსები აცხადებენ, რომ უახლოეს პერიოდში ბავშვის ჩასახვისათვის კაცობრიობას სექსი აღარ დასჭირდება. მეტიც, პოტენციურ მშობლებს ბავშვების შერჩევა არა მხოლოდ სქესის, არამედ სხვა ნიშნების მიხედვითაც შეეძლებათ.
უჯრედისი ცილაზე მეტად ანაყრებს. პარკოსნები (მაგალითად ლობიო) შესანიშნავად უმკლავდება შიმშილის შეტევას. უჯრედისით მდიდარი ვეგეტერიანული კერძები გვეხმარება წონის დაკლებაში. მძიმე ცილოვანი საკვები, ხორცის კერძები ამ მხრივ უფრო ნაკლებად ეფექტურია.
ძილი საიმედოდ დაგვიცავს გრიპისა და გაციებისგან. კარგი ძილი იმუნურ სისტემას აძლიერებს და ორგანიზმი ინფექციას ეფექტურად უმკლავდება.
აღმოჩნდა, რომ საშუალო ასაკის ქალები, მამაკაცებთან შედარებით უკეთ უმკლავდებოდნენ მეხსიერების ტესტებს. თუმცა, მენოპაუზის შემდეგ, მშვენიერი სქესის წარმომადგენლები გულმავიწყობასა და მეხსიერების დაქვეითებას უჩივიან.