რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
ივნისი 2018
კითხვა-პასუხი
ქრონიკული დაღლილობის სინდრომის მიზეზი დაადგინეს
ქრონიკული დაღლილობის სინდრომის მიზეზი დაადგინეს
გრონინგენის (ნიდერლანდები) უნივერსიტეტის სპეციალისტებმა ჩაატარეს კვლევა, რომლის საფუძველზეც აჩვენეს, რომ ქრონიკული დაღლილობის სინდრომის პროვოცირება შეუძლია იოდის ნაკლებობას და ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქციას.

უწინ ქრონიკული დაღლილობის სინდრომის მიზეზად იმუნური სისტემის ფუნქციურ დარღვევას მიიჩნევდნენ. ახალ დასკვნამდე მეცნიერები რამდენიმე ანალიზის საფუძველზე მივიდნენ. მათ აიღეს ქრონიკული დაღლილობის სინდრომის კლინიკური ფორმის მქონე 100 პაციენტის სისხლი და მასში ჰორმონების დონე გააანალიზეს. შემდეგ ეს მონაცემები სრულიად ჯანმრთელი პირების სისხლის მონაცემებს შეადარეს. გაირკვა, რომ ქრონიკული დაღლილობის სინდრომის მქონე პაციენტთა სისხლში ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები T3 და T4 დაკლებული იყო, ხოლო თირეოტროპული ჰორმონის
(რომელიც ჰიპოფიზის მიერ გამოიყოფა და აიძულებს ფარისებრ ჯირკვალს ჰორმონების პროდუქციას) დონე კი -მომატებული.

მედიკოსები იმასაც აღნიშნავენ, რომ ჰიპოთირეოზის მქონე პაციენტებთან იგივე სურათი იყო სახეზე. ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქცია და იოდის დეფიციტი განაპირობებს შესაბამისი ჰორმონების გამოყოფის შემცირებას, ამასთან, თირეოტროპული ჰორმონის დონე რამდენადმე მატულობს. ყოველივე ეს უარყოფითად აისახება
ორგანიზმის ცალკეული სისტემების ფუნქციობაზე, თავს იჩენს დაღლილობა, ძალთა განლევა, იმუნური სისტემის დასუსტება და სხვა სომატური სიმპტომები.

თინათინ გოცაძე

კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
მსგავსი სიახლეები
ტერმინი კლიმაქსი, იგივე “კლიმაქტერული პერიოდი”, როგორც მას მედიკოსები უწოდებენ, წარმოდგება ბერძნული სიტყვიდან “კლიმაქტერ”,
04-03-2018
სეზონურ ცვლილებებს ადამიანის ორგანიზმი და ფსიქიკა თავისებური რეაქციებით ხვდება
04-03-2018
დედათა წესის თანმდევი დისკომფორტისგან კომბოსტო და იოდის ბადე გიხსნით

მენსტრუალური ციკლის დაწყების შემდეგ, კრიტიკულ დღეებში ყოველთვის აუტანელი ტკივილი მაქვს.

05-12-2017
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ავადობის გარდა, არსებობს ბევრი ფარული მიზეზი, რომელიც შეუმჩნევლად გვართმევს სიცოცხლის ძალებს.
იმუნური სისტემის დარღვევას სხვადასხვა დაავადების გამოწვევა შეუძლია.

გლოსიტი ენის (უმთავრესად ლორწოვანი გარსის) ანთებაა.
ხვრინვა მეტად აქტუალური სამედიცინო პრობლემაა, რადგან ძილის დროს ყოველი მეოთხე მამაკაცი და ყოველი მეექვსე ქალი ხვრინავს.
ნიქტურია ღამის შარდვის იმ დონემდე გახშირებაა, რომ ღამით გამოყოფილი შარდის მოცულობა დღისით გამოყოფილისას აჭარბებს.
დისემინირებული სისხლძარღვშიდა შედედების სინდრომი, იგივე დისემინირებული ინტრავასკულარული კოაგულაციის (დიკ) სინდრომი, თრომბოჰემორაგიული სინდრომი, წარმოადგენს ჰემოსტაზის (სისხლის შემდედებელ ფაქტორთა) უნივერსალურ დარღვევას,
22 ივნისი 2018
წლის ცხელი სეზონი განწყობასა და გარეგნობას ცვლის. ზაფხული არა მარტო სასიამოვნო მომენტების მომტანია, შეიძლება
25 ივნისი 2018
კომფორტული წნევა ყველასთვის ინდივიდუალურია. ერთისთვის იდეალურია სტანდარტული 120/80, მეორესთვის
კალიფორნიის სააპელაციო სასამართლომ უკურნებელი სენით დაავადებულთა მიმართ ევთანაზიის გამოყენება დაუშვა.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე მოსახლეობას წითელას აცრის გაკეთებისკენ მოუწოდებს.
ამერიკელი სპეციალისტები დარწმუნებულები არიან, რომ კვების დროის შეღუდვა ზედმეტი წონის დაკლებისა და არტერიული წნევის