ჰიპოთერმია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ჰიპოთერმია

არსებობს ტერმინი პოიკილოთერმია. ის გულისხმობს ცენტრალური ტემპერატურის ფლუქტუაციას (მერყეობას) 20ჩ-ზე მეტი მაჩვენებლით, როგორც რეაქციას გარემოს ტემპერატურის ცვლილებაზე. პოიკილოთერმია ვლინდება თერმორეგულაციის ჰიპოთალამური მექანიზმების თანდაყოლილი ან შეძენილი  დარღვევის ან აღნიშნული სისტემის ნეიროვეგეტატიური ეფექტების დაზიანების ფონზე. ჰიპოთერმიაა ორგანიზმის ცენტრალური ტემპერატურის დაცემა 350ჩ-ზე დაბლა. ჰიპოთერმიას სხვადასხვა მიზეზი აქვს, უმეტესად კი გაურკვეველი მექანიზმით ვითარდება. კლასიკურად განასხვავებენ ოთხ დიდ ეტიოლოგიურ ჯგუფს:

  1. სითბოს გამომუშავების დაქვეითება (უმეტესად თან სდევს ჰიპოთირეოიდიტს - ფუნქციური უკმარისობით მიმდინარე ფარისებრი ჯირკვლის ანთებას, ჰიპოკორტიციზმს - თირკმელზედა ჯირკვლის ქერქოვანი შრის ფუნქციის დაქვეითებას, ჰიპოგლიკემიას - სისხლში შაქრის დონის დაქვეითებას, კვების დარღვევას, აგრეთვე ვლინდება დღენაკლულობისა და ღრმა მოხუცებულობის შემთხვევაში);
  2. სითბოს გაცემის გაძლიერება (ვლინდება ფარმაკოლოგიური ან ტოქსიკური ვაზოდილატაციის (სისხლძარღვთა გაფართოების), სიცივესთან ექსპოზიციის, ხანგრძლივი ქირურგიული ჩარევის, შეუმთბარი ხსნარების დიდი რაოდენობით გადასხმის შემთხვევაში);
  3. თერმორეგულაციის ანომალია (დაკავშირებულია ცენტრალური ან პერიფერიული ნერვული სისტემის დარღვევებთან, მედიკამენტებთან ან ტოქსინებთან);
  4. ჰიპოთერმია,  რომელიც ვითარდება კრიტიკულ მდგომარეობათა ჩარჩოებში - პოლიტრავმატიზმის, მძიმე სეპტიკური მდგომარეობის, მწვავე პანკრეატიტის - კუჭქვეშა ჯირკვლის ანუ პანკრეასის ანთების დროს.

თავის ტვინში თერმორეგულაციის მაკონტროლებელ სტრუქტურას წარმოადგენს ჰიპოთალამუსი. ის მართავს ვეგეტატიურ ნერვულ სისტემას, რომელიც, თავის მხრივ, არეგულირებს საოფლე ჯირკვლების სტიმულაციას, ორგანიზმიდან წყლის აორთქლებას, სითბოს გაცემას, კანის ვაზომობილურობას ანუ სისხლძარღვთა შეკუმშვა-გაფართოებას, რაზეც დამოკიდებულია შინაგანი თერმული ნაკადის ცვლილება - სითბოს გადაცემა ცენტრიდან კანისაკენ. დადგენილია,  რომ უკანა ჰიპოთალამუსი მართავს თერმოგენეზს - სითბოს წარმოშობას, ხოლო სტრუქტურის წინა ნაწილი თერმოლიზისს - სითბოს გაცემას განაგებს. ცენტრალური თერმორეცეპტორები (ტემპერატურის ცვლილებაზე მორეაგირე მგრძნობიარე წარმონაქმნები) მდებარეობს პრეოპტიკურ ზონაშიც (თავის ტვინის ერთ-ერთი უბანია). ჰიპოთერმიას, რა მიზეზითაც არ უნდა იყოს ის გამოწვეული, თან სდევს ნაკლებად სპეციფიკური კლინიკური სიმპტომები. სამაგიეროდ მათი გამოხატულება ბევრად არის დამოკიდებული ჰიპოთერმიის სიმძიმეზე.

  • ჰიპოთერმია მსუბუქია, თუ სხეულის ცენტრალური ტემპერატურა 35-32,20C-ის ფარგლებშია. ამ დროს ადამიანს ცნობიერება ებინდება, ეუფლება აპათია (უქვეითდება ემოციური და ფსიქიკური აქტიურობა). ხშირად ვლინდება დიზართრია - მეტყველების დარღვევა. კანი ცივია. გამოხატულია ზედაპირული ტაქიპნოე - ქოშინის ერთ-ერთი სახეობა, რომლის დროსაც სუნთქვა აჩქარებულია.
  • საშუალო ფორმის ჰიპოთერმიის დროს სხეულის ცენტრალური ტემპერატურა 32,2-280C-ის ფარგლებშია. ამ დროს ცნობიერების დაბინდვა კიდევ უფრო მკაფიოდ არის გამოხატული. ვითარდება კუნთების ჰიპერტონუსი (გაგრძელებული ტონუსი), ბრადიკარდია (გულისცემის შენელება) და ბრადიპნოე (ნელი, გაიშვიათებული სუნთქვა).
  • 280C-ზე დაბალი ტემპერატურის შემთხვევაში სახეზეა ჰიპოთერმიის მძიმე ფორმა. ამ დროს პაციენტი კომურ, უგონო მდგომარეობაშია. ზოგჯერ ვითარდება აპნოე - სუნთქვის შეჩერება. მაღალია პარკუჭების ფიბრილაციის რისკი (ფიბრილაცია წარმოადგენს კუნთის ცალკეული ბოჭკოების ძლიერ სწრაფ მოუწესრიგებელ შეკუმშვას. პარკუჭების ფიბრილაცია ძალიან საშიშია, რადგან ამ დროს გულის კუნთი თავის ფუნქციას ვეღარ ასრულებს).

 

* * *

ხელოვნური ჰიპოთერმია გულისხმობს სხეულის ტემპერატურის ხელოვნურად დაქვეითებას ნივთიერებათა ცვლის პროცესთა შენელების მიზნით როგორც მთელ ორგანიზმში (ზოგადი ჰიპოთერმია), ასევე ცალკეულ ორგანოებში (ლოკალური ჰიპოთერმია). ორგანიზმის გაცივებისა და გათბობის სიჩქარე სხეულის მასაზეა დამოკიდებული. შესაბამისად, ხელოვნური ჰიპოთერმია ადვილი გამოსაწვევია ბავშვებში, მით უმეტეს, მოზრდილებისგან განსხვავებით, მათი თერმორეგულაციური სისტემა არასრულყოფილია. ცალკეული ორგანოების (გულის, თავის ტვინის, კუჭის, თირკმელების, წინამდებარე ჯირკვლის - პროსტატის) ლოკალურ ჰიპოთერმიას მიმართავენ ჟანგბადოვანი შიმშილისადმი ქსოვილთა გამძლეობის ასამაღლებად, აგრეთვე მეტაბოლურ პროცესთა შესასუსტებლად, ძნელად მისადგომ ადგილებში სისხლდენის შესამცირებლად ან შესაჩერებლად, ანთებით პროცესთა ჩასაცხრობად და დასათრგუნავად. ხელოვნურ ჰიპოთერმიას ფართოდ იყენებენ კარდიოქირურგიაში. სიცივით კარდიოპლეგიას კარდიოქირურგიული ჩარევის დროს მიოკარდიუმის - გულის კუნთოვანი შრის - დასაცავად მიმართავენ. კრანიოცერებრული ჰიპოთერმია გამოიყენება ზრდასრული პაციენტებისთვის ჟანგბადოვანი შიმშილისგან თავის ტვინის დასაცავად როგორც ტვინის შეშუპების მკურნალობისას, ასევე სხვადასხვა სახის ოპერაციის დროს.