კოჭ-წვივის სახსრის ტკივილი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კოჭ-წვივის სახსრის ტკივილი

2. შეშუპებულია თუ არა სახსრის არე?  არის თუ არა ტკივილი იმდენად ძლიერი, რომ სიარული გიჭირდეთ?

თუ პასუხი დადებითია, არ არის გამორიცხული, კიდური მოტეხილი ან ნაღრძობი გქონდეთ. ეცადეთ, ნაკლებად ამოძრაოთ, შემოდეთ შემაღლებულ ადგილზე, შეშუპებულ არეზე დაიდეთ ყინული, მერე კი მიმართეთ ექიმს. თუ პასუხი უარყოფითია, გადადით მომდევნო კითხვაზე.

3. სახსარი შეგიშუპდათ, მაგრამ სიარული მაინც შეგიძლიათ?

თუ პასუხი დადებითია, შესაძლოა, გქონდეთ წვივის ამოვარდნილობა ან მცირე წვივის ძვლის მოტეხილობა. აუცილებელია კიდურის მოსვენება, ცივი საფენის, დამწოლი ნახვევის დადება. დროულად მიმართეთ ექიმს. თუ პასუხი უარყოფითია, გადადით მომდევნო კითხვაზე.

4. ორივე სახსარი შეშუპებული გაქვთ, მოძრაობის უნარი - მკვეთრად შეზღუდული, განსაკუთრებით - დილაობით?

თუ პასუხი დადებითია, შესაძლოა, რევმატოიდული ართრიტი გქონდეთ. აუცილებელია რევმატოლოგთან მისვლა და მკურნალობა. თუ პასუხი უარყოფითია, გადადით მომდევნო კითხვაზე.

5. მომატებული ხომ არ გაქვთ ტემპერატურა? შეშუპებული და გაწითლებული ხომ არ არის სხვა სახსრებიც?

თუ პასუხი დადებითია, არ არის გამორიცხული ინფექციური ართრიტი ან მწვავე რევმატიზმი. სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს. თუ პასუხი უარყოფითია, გადადით მომდევნო კითხვაზე.

6. ხომ არ აღმოცენდა ტკივილი უეცრად, ხომ არ აძლიერებს მას ტანსაცმლის ან ზეწრის მკვეთრი შეხება?

თუ პასუხი დადებითია, შესაძლოა გქონდეთ პოდაგრა - დაავადება, რომელიც სახსარში შარდმჟავას მარილების დაგროვებას უკავშირდება. უნდა მიმართოთ ექიმს. პოდაგრის მწვავე შეტევის დროს აუცილებელია კიდურის მოსვენება. ტკივილი შეიძლება შეასუსტოს როგორც სითბომ, ასევე ცივმა საფენებმა. თუ პასუხი უარყოფითია, გადადით მომდევნო კითხვაზე.

7 ხომ არ ძლიერდება ტკივილი ამინდის გაუარესებისას ან ხომ არ იმატებს შეშუპება, მოძრაობის გაძნელება ან ტკივილი დღის ბოლოს, დღის განმავლობაში დატვირთვის შემდეგ?

თუ პასუხი დადებითია, შესაძლოა ჩივილების მიზეზი იყოს მადეფორმირებელი ოსტეოართროზი - სახსართა დეგენერაციული დაავადება, რომელსაც ხალხი მარილების დაგროვებას ეძახის. შეგიძლიათ, შეიხვიოთ თბილად, მიიღოთ ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატი, მაგრამ მერე აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს. თუ პასუხი უარყოფითია ანდა ვერ იპოვეთ პასუხი თქვენთვის საინტერესო კითხვაზე და მიგაჩნიათ, რომ მდგომარეობა სერიოზულია, მიმართეთ ექიმს.