რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კითხვა-პასუხი
ზურგის ქვედა ნაწილის ტკივილი
ზურგის ქვედა ნაწილის ტკივილი

ზურგის ქვედა ნაწილის ტკივილი საკმაოდ გავრცელებული ჩივილია. პაციენტებს ხშირად ჰგონიათ, რომ მისი მიზეზი თირკმლის პათოლოგიაა. სინამდვილეში კი თირკმლის დაავადებათაგან ტკივილს მხოლოდ კენჭის გავლა იწვევს, თანაც საკმაოდ ძლიერ შეტევით ტკივილს, რომელსაც ჭვალს, კოლიკას უწოდებენ. მართალია, თირკმლის ზოგიერთი პათოლოგიის დროს შეიძლება ყრუ ტკივილმა იჩინოს თავი, მაგრამ ამ დროს ყურადღებას დაავადების სხვა სიმპტომებიც იპყრობს. მოდი, გავარკვიოთ, რა იწვევს ყველაზე ხშირად ზურგის ქვედა ნაწილის ტკივილს.

1. ხომ არ დაიწყო ტკივილი წაქცევის ან მძიმე საგნის აწევის შემდეგ?
თუ პასუხი უარყოფითია, გადადით მეხუთე კითხვაზე; თუ პასუხი დადებითია, გადადით მომდევნოზე.

2. ხომ არ გაქვთ დაბუჟების შეგრძნება ან ტკივილი ქვედა კიდურებში?
თუ პასუხი დადებითია, შესაძლოა, მიზეზი მალათაშუა დისკოს თიაქარი იყოს. უნდა მიმართოთ ექიმს. მანამდე კი, გირჩევთ, მიიღოთ ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატი და ნაკლები იმოძრაოთ. თუ ტკივილი ძლიერია, კიდურში მგრძნობელობა დაკარგეთ ან უნებლიე შარდვა ან დეფეკაცია დაგეწყოთ, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს. თუ პასუხი უარყოფითია, გადადით მომდევნო კითხვაზე.

3. ხომ არ გადააბიჯეთ 60 წელს, ხომ არ გაქვთ სახსრების დაავადება და მკვეთრად ხომ არ ძლიერდება ტკივილი მოძრაობისას?
თუ პასუხი დადებითია, არ არის გამორიცხული მალის მოტეხილობა. მიმართეთ სამედიცინო დაწესებულებას, შეზღუდეთ მოძრაობა. თუ პასუხი უარყოფითია, გადადით მომდევნო კითხვაზე.

4. ხომ არ გაწუხებთ ტკივილი მოხრის, მოტრიალების ან ჯდომის დროს?
თუ პასუხი დადებითია, შესაძლოა ტკივილის მიზეზი იყოს კუნთების სპაზმი, კუნთების დაჭიმვა ან მალათაშუა დისკოს თიაქარი. მტკივანი ადგილი დაითბუნეთ, მიიღეთ ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატები, შეზღუდეთ მოძრაობა. თუ რამდენიმე დღეში თავს უკეთ არ იგრძნობთ, მიმართეთ ექიმს. თუ პასუხი დადებითია, გადადით მომდევნო კითხვაზე.

5. ტკივილი პერიოდულად აღმოცენდება, რამდენიმე ხნის შემდეგ გაივლის, მერე კი ისევ იჩენს თავს? ხომ არ დაწყებულა ეს ტკივილი ჯერ კიდევ მოზარდ ასაკში?
თუ პასუხი დადებითია, შესაძლოა, ეს იყოს სპონდილოლისთეზი - მდგომარეობა, როცა ხერხემლის ერთი მალა მეორის მიმართ დაცურებულია - ან სპონდილოზი - ხერხემლის სახსრების ანთებითი დაავადება. უნდა მიმართოთ ექიმს. რეკომენდებულია ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატების მიღება. თუ პასუხი უარყოფითია, გადადით მომდევნო კითხვაზე.

6. მომატებული გაქვთ თუ არა ტემპერატურა?
თუ პასუხი უარყოფითია, გადადით მერვე კითხვაზე. თუ დადებითია, გადადით მომდევნოზე.

7. ხომ არ გაქვთ სისხლიანი ან მღვრიე შარდი? ლოკალიზებული ხომ არ არის ტკივილი წელის ერთ მხარეს და ხომ არ ერთვის წვა შარდვისას?
თუ პასუხი დადებითია, შესაძლოა მიზეზი თირკმლის მენჯფიალოვანი სისტემის ანთება - პიელონეფრიტი იყოს. ისიც შესაძლოა, გქონდეთ თირკმლის კენჭი და მისი მოძრაობა იწვევდეს აღწერილ სიმპტომებს. აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს. თუ პასუხი უარყოფითია, შესაძლოა მიზეზი ვირუსული ინფექცია - გრიპი იყოს. მიიღეთ სიცხის დამწევები, სვით ბევრი სითხე. თუ რამდენიმე დღეში უკეთ არ გახდით, მიმართეთ ექიმს.

8. ხომ არ გრძნობთ ზურგის არეში დაჭიმულობას, განსაკუთრებით შემაწუხებელი ხომ არ არის ტკივილი დილაობით, ხომ არ ერთვის მას სახსრების ანთება, შეშუპება, გაწითლება?
თუ პასუხი დადებითია, შესაძლოა ეს იყოს მაანკილოზებელი სპონდილიტი - ართრიტის ერთ-ერთი ფორმა, რომელსაც ხერხემლის დაზიანება ახასიათებს. შეგიძლიათ, მიიღოთ ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატები, მტკივანი ადგილები დაითბუნოთ. თუ სიმპტომები არ

You must have Flash Player installed in order to see this player.
შემსუბუქდა, მიმართეთ ექიმს. თუ პასუხი უარყოფითია, გადადით მომდევნო კითხვაზე.

9. ორსულად ხომ არ ბრძანდებით?
თუ პასუხი დადებითია, შესაძლოა, ტკივილის მიზეზი სწორედ ეს იყოს. ორსულობისას საშვილოსნოს ირგვლივ მდებარე იოგები იჭიმება და ხდება ზეწოლა ზურგის ქვედა ნაწილზე. შეგიძლიათ, ზომიერად დაითბუნოთ მტკივანი ადგილი. თუ ტკივილი გახანგრძლივდა, დაერთო ტემპერატურის მომატება ან სისხლიანი გამონადენი, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. თუ პასუხი უარყოფითია, გადადით მომდევნო კითხვაზე.

10. ტკივილი ხერხემლის ქვედა ნაწილში ხომ არ არის ლოკალიზებული ან ხომ არ გადაეცემა ქვემო კიდურებს?
თუ პასუხი დადებითია, შესაძლოა მიზეზი მალათაშუა დისკოს თიაქარი ან სპინალური სტენოზი იყოს. აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს, მანამდე კი რეკომენდებულია მოძრაობის შეზღუდვა, ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების მიღება. თუ ტკივილი ძლიერია, ქვედა კიდურებში მგრძნობელობა დაქვეითებულია ან გაძნელებულია მოძრაობა, თავი იჩინა უნებლიე შარდვამ ან დეფეკაციამ, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს. თუ პასუხი ამჯერადაც უარყოფითია და თქვენთვის საინტერესო კითხვაზე პასუხი ვერ იპოვეთ, მიმართეთ ექიმს.


 

თარიღი : 16-08-2016
imeda
გამარჯობატ ზაან მაწუხებს ზურგის მარცხენა ქვედა ნაწილი და ტკივილებიც ზლიერი მაქვს დაწოლაც მიჯირს და ადგომაც საწოლსჰოც კი ვერ ვტრიალდები დე ეგ დამეწყო გუსჰინ და ხო ვერ მირჰევტ რომელი ტკივილ გამაყუჰებელი მივიგო და რამდენი ხნის განმავლობასჰი
თარიღი : 23-04-2016
Giorgi
Gadavxede am yvelaprs da veraperi gavige mainc arc gadagla miwevs arc mdzime samushaoebze vmushaob vzivar umetes dros dawolis dros mawuxebs mxolod piltvebis teritoria mashin michirs mxolod suntqva danarcheni modzraobis dros da sxva situaciebshi armaqvs problema armaqvs xvela da msgavsi rameebi es damewyo gaciebis mere virusis shemdeg damrcha mgoni or tvemdea esevar tu vinme metyvis pasuxs ori sityvit kai iqneba giagia2626 esaa skaipi ori sityvit momweret tu vinmem icit ris brali iqneba
თარიღი : 22-03-2016
Anna
Gამარჯობათ , ხერხემლის შუა ნაწილი მტკივა როცა უკან გადავიწევი უბრალო Vარჯიშის GაკეთEბისას და შEმდეგ რამდენიმე საათIს განმავლობაშI მაქვს ყრუ ტკივილი თითქოს , თAნ როცა უკან Gადავიხრები ჩხვლეტასავით მაქვს ტკივილი ერთ ადგილას Mხოლოდ , ძAლიამ მტკივნეულია , რისი ბრალი შEიძლევა Iყოს
თარიღი : 02-03-2016
teona
გამარჯობატ ორიდგის ცინ მტკიდა ზურგი მარჯვენა მხარეს და გუსჰინ საგამოს გავიკეტე იოდის კლეტკები ცოტა კი მომეხსნა სიმძიმე და ტიტკოსდა ვგზნობ სიმხურვალეს და ხოვერმეტკვიტ როგორმოვიგკცე
თარიღი : 24-06-2015
Medea
Mogesalmebit. Macuxebs tkivili zurgis qveda nawilshi ცელამდე ასე ვთქვათ ფერდის არეში- მარცხენა მხარეს.განსაკუთრებით გამით როცა დაწოლილი ვარ იქამდე რომ გადაბრუნებაც მიჭირს თუ არ წამოვდექი. ასევე ტკივილი მაქვს ჩასუნტქვის დროს, დაცემინება რომ მინდოდეს ვერ ვახერხებ ტკივილისგან Tkivili maqvs periodulad daaxloebit 3-4 dge da gamivlis da ramodenime xanshi isev mimeordeba. Ra sheizleba ikos gamomcvevi tu shegizliat rom amixsnat. Tu raime kavshirshi sheizleba ikos getkvit rom macuxebs gastriti da xshirad maqvs cneva 160/100 ze. Aseve maqvs mjdomare samushao mteli dgis ganmavlobashi Gmadlobt.
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
"ოჯახის მკურნალი" ახალ ინოვაციურ პროდუქტს სთავაზობს მომხმარებელს. ვებგვერდზე www.mkurnali.ge კითხვა-პასუხის უფასო სერვისი წლებია არსებობს. მასზე სტაბილურად მზარდი მოთხოვნიდან გამომდინარე მომსახურების დახვეწა და განვითარება გადაწყდა.
შაქრის გადაჭარებეული მოხმარება თანამედროვე კვების რეჟიმის ერთ-ერთი ძირითადი პრობლემაა. ტკბილი საკვების სიყვარული აჩქარებს დაბერების პროცესს,
ალბათ, ბევრს აინტერესებს - რა ხდება ორგანიზმში შიმშილობისას, მაშინ, როდესაც ორგანიზმში არ ხვდება არავითარი საკვები, არც ცილები, არც ცხიმები, არც ნახშირწყლები. მეტიც, ე.წ. მშრალი შიმშილობისას ორგანიზმი წყლის მიღებასაც კი მოკლებულია. ეს ნიშნავს იმას, რომ ორგანიზმმა გარკვეული პერიოდის განმავლობაში (რადგან, საბედნიეროდ, სამკურნალო შიმშილობა გარკვეული ვადით გრძელდება) შინაგანი მოთხოვნილებები საკუთარი სარეზერვო ენერგეტიკული წყაროებიდან უნდა დაიკმაყოფილოს, რადგან მათ სხვა წყაროებით ვერ მიიღებს.

ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ძნელი წარმოსადგენია ჯანსაღი და ბედნიერი ცხოვრება დროული დასვენების გარეშე. უწყვეტი შრომა ფიზიკურ და ემოციურ გადაღლას იწვევს. შვებულების დროს გარემოს შეცვლა აუცილებელია. ეს შეიძლება იყოს ზღვა, მთა, აგარაკი ქალაქის ახლოს...

თუმცა შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ სხვა პრობლემები იჩენს თავს. გგონია, დასვენებული, მზის, ზღვის, ბუნების ენერგიით აღვსილი, განტვირთული და გაკაჟებული, მთებს გადააბრუნებ, მაგრამ ასე არ ხდება. სამუშაოს თავს ვერ ართმევთ, ყურადღების კონცენტრაცია გიჭირთ... ნუ შეშინდებით - ეს ნორმალური რეაქციაა. მას შვებულების შემდგომი სინდრომი ეწოდება. ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ ამ სინდრომს ვერავინ აუვლის გვერდს. შვებულების შემდეგ ადრინდელ გარემოსთან ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ადაპტაციას დაახლოებით 10 დღე სჭირდება. სპეციალისტთა რჩევები ამ პერიოდის გადალახვას გაგიადვილებთ.

ყველამ ვიცით, რა უხერხულ დღეში შეიძლება ჩაგვაგდოს მუცლის შებერილობამ. რატომ და როგორ გვებერება მუცელი? ამის შესახებ გვესაუბრება „ამტელ ჰოსპიტალი პირველი კლინიკურის“ ექიმი თერაპევტი ირინა ხუციშვილი.

- რასთან გვაქვს საქმე მუცლის შებერილობისას?

ალპორტის სინდრომი თანდაყოლილი დაავადებაა, რომელიც აზიანებს თირკმლის გორგლებს - კაპილარებისგან შემდგარ წარმონაქმნებს, რომლებიც სისხლს ფილტრავს და მომწამლავი ნივთიერებებისგან წმენდს. დაავადების მიზეზია გენების მუტაცია, რომლის შედეგადაც ზიანდება მეოთხე ტიპის კოლაგენი - თირკმლის გორგლების სიჯანსაღისა და ნორმალური ფუნქციობისთვის აუცილებელი ცილა. დაავადების ადრეული სიმპტომია შარდში სისხლის არსებობა - ჰემატურია.

წელის ტკივილი შეიძლება იყოს მწვავეც და ყრუც, შემომგარსველიც და ერთ წერტილში ლოკალიზებულიც, - წესისამებრ, ხერხემლის მიდამოში ან მის მახლობლად, ერთ ან ორივე მხარეს. წელის ტკივილი უმეტესად საფრთხეს არ უქადის პაციენტის სიცოცხლეს, მაგრამ ძლიერ შემაწუხებელია. სწორედ ამიტომაა აუცილებელი მისი მიზეზის დადგენა და მიზანმიმართული მკურნალობა.

მკითხველს, ალბათ, აინტერესებს, რა იწვევს სახსრების ტკაცუნს, რაზე მიანიშნებს ეს სიმპტომი, საშიშია თუ არა ის და საჭიროებს თუ არა მკურნალობას.

სახსრების ტკაცუნი, ჩვეულებრივ, მათი მომატებული მოძრაობითაა განპირობებული. სამედიცინო ტერმინოლოგიით ამ მდგომარეობას ჰიპერმობილობა ეწოდება. ის უმეტესად ახალგაზრდა ქალებთან ვლინდება და უკავშირდება ორგანიზმში შემაერთებელი ქსოვილის რამდენადმე სახეცვლილი ცილის სინთეზს (წარმოქმნას).

შინაგანი ორგანოების დაწევა ერთი ან რამდენიმე შინაგანი ორგანოს (კუჭის, ღვიძლის, ნაწლავების, თირკმელების, საშვილოსნოს და ა.შ.) ნორმაზე დაბლა დგომას გულისხმობს. ამ მდგომარეობის ყველაზე გავრცელებული მიზეზებია:


08 აგვისტო 2016
· ოჯახის ყველა წევრს უნდა ჰქონდეს საკუთარი პირსახოცი და საწოლი;
26 სექტემბერი 2016
ელექტრონულ ფოსტაზე დამოკიდებულება ზრდის სტრესის დონეს, რამაც შეიძლება სხვადასხვა დაავადება გამოიწვიოს.
ქალის ტირილი არავის უკვირს, კაცის თვალზე კი ცრემლს იშვიათად შენიშნავთ. მშრალი, მაგრამ სასტიკი სტატისტიკით, მამაკაცები დიდხანს ვერ ცოცხლობენ. მიზეზი შესაძლოა ისიც იყოს, რომ მათ ტირილის მორალური უფლება არ აქვთ, დარდსა და სევდას გარეგანი გამოვლინების საშუალება არ ეძლევა.

თუმცა მამაკაცებიც ტირიან, მაგრამ გაცილებით იშვიათად და ახლობელთაგან ფარულადაც კი.

ნათხემშიდა სისხლჩაქცევები

ნათხემში სისხლჩაქცევების მიზეზი ვადაზე დაბადებულ ბავშვებში მასიური სუპრატენტორიალური პარკუჭშიდა ჩაქცევაა, დღენაკლულ ბავშვებში კი - გერმინული მატრიქსის ჰემორაგია (სისხლჩაქცევა). ყოველივეს კი იწვევს სამშობიარო ტრავმისა და ასფიქსიის თანხვედრა.

ნათხემში სისხლჩაქცევების კლინიკა სწრაფად პროგრესირებს. ქალას უკანა ფოსოს სუბდურალური სისხლჩაქცევის მსგავსად ამ დროსაც სწრაფად ძლიერდება სუნთქვითი დარღვევები, ქვეითდება ჰემატოკრიტი და ჩქარდება ლეტალური გამოსავალი (ბავშვი იღუპება).

ეს ნივთიერებები საკვებს არც აგემრიელებს და არც სასარგებლოა, სამაგიეროდ, საგრძნობლად აიაფებს მის წარმოებას.