რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კითხვა-პასუხი
რატომ გვტკივა ძვლები
რატომ გვტკივა ძვლები

ორსულთა სიმფიზიტი
სიმფიზი ერთმანეთთან აკავშირებს ბოქვენის ორ მეზობელ ძვალს, რომლებიც სიმფიზის ზედაპირებით არიან შეპირაპირებულნი სხეულის შუა (მედიალურ) სიბრტყეში. ამ ძვლების სიმფიზის ზედაპირები დაფარულია ჰიალინური ხრტილით. მათთან მჭიდროდაა შერწყმული მათ შორის ჩადგმული ბოქვენის მალათაშუა ხრტილოვანი დისკო. დისკოს შუა ნაწილში შეიმჩნევა სხვადასხვა ზომის (სქესისა და ასაკის შესაბამისად) ნაპრალი, რომელიც სითხითაა ამოვსებული. ამის გამო ამ დაკავშირებას ხრტილოვან შეერთებათა განსაკუთრებულ სახეს - სიმფიზებს მიაკუთვნებენ. ბოქვენის ძვალთაშუა დისკოს თავისებურებებთან არის დაკავშირებული თვით ბოქვენის სიმფიზის ფორმა და ზომები. ქალებს, მეტადრე - სქესობრივი სიმწიფისას, განსაკუთრებით კი მშობიარობის წინა პერიოდში, სიმფიზი კარგად აქვთ გამოხატული. ის მამაკაცის სიმფიზზე მოკლეა, მაგრამ მნიშვნელონად აღემატება მას სიგანით. ამის წყალობით ბოქვენის ძვლები მშობიარობისას რამდენადმე შორდება ერთმანეთს და სამშობიარო გზებს აფართოებს. სიმფიზიტი ამ ხრტილოვანი შეერთების - ბოქვენის სიმფიზის - ანთებაა. სიმფიზი ამ დროს რამდენამდე რბილდება, ბოქვენის ძვლები ერთმანეთს სცილდება, მოძრაობა ძლიერ ტკივილს იწვევს. მეტად მტკივნეულია ბოქვენის ძვლებზე ხელით ზეწოლაც. სიმფიზიტს ამგვარადაც ამოიცნობენ: მწოლიარე ქალს გამართული ფეხის აწევა არ შეუძლია. რატომ ვითარდება მაინცდამაინც ორსულობის დროს სიმფიზიტი, უცნობია. ექიმები ამ პრობლემას ორსულის ორგანიზმში კალციუმის ნაკლებობასა და ჰორმონ რელაქსინის კონცენტრაციის მომატებას უკავშირებენ. შესაძლოა, სიმფიზიტის მიზეზი ქალის სხეულის ინდივიდუალური, მათ შორის - მემკვიდრეობითი, თავისებურებები და ძვალსახსროვანი აპარატის ორსულობამდე არსებული პრობლემებიც იყოს. სიმფიზიტი ნაყოფს საფრთხეს არ უქმნის, ორსულისთვის კი მეტად შემაწუხებელია. მისი მძიმე ფორმების დროს საკეისრო კვეთას მიმართავენ. ქალმა ოპერაციული ჩარევა თავიდან რომ აიცილოს, ორსულობისას დროულად უნდა მიიღოს სათანადო ზომები - სრულფასოვნად და რაციონალურად იკვებოს, იმოძრაოს, ივარჯიშოს, გამოიყენოს საორსულო სარტყელი ან ბანდაჟი. ძვლების ტკივილის მიზეზი შესაძლოა იყოს ტრავმა (მოტეხილობა ან ამოვარდნილობა), აუტოიმუნური დაავადება, ალერგიული რეაქცია, კოლაგენის სინთეზის დარღვევა, ზოგიერთი მედიკამენტის (მათ შორის - ჰორმონული პრეპარატების) მიღება. ყველა ეს მიზეზი ძვლოვანი ქსოვილის მეტაბოლურ დარღვევებს განაპირობებს, რის შედეგადაც ძვლებში ტკივილი ვითარდება.


მკურნალობის მეთოდები
თერაპია დაავადების მიზეზის დადგენის შემდეგ იწყება და პათოლოგიის გამომწვევი ფაქტორების წინააღმდეგ არის მიმართული, თუმცა ძვლების ტკივილით მიმდინარე ნებისმიერი დაავადების დროს დანიშნული მკურნალობა მიზნად ისახავს ტკივილის ლიკვიდაციას, ძვლოვანი ქსოვილის დარღვეული მეტაბოლიზმის აღდგენას და ძვლების კვების ნორმალიზებას. პირველ რიგში, აუცილებელია ნივთიერებათა ცვლის მოწესრიგება და ძვლოვანი ქსოვილის კვების (ტროფიკის) გაუმჯობესება. ნივთიერებათა ცვლის აღდგენა გულისხმობს:

  • კვების კორექციას;
  • საკვებ რაციონში ბიოაქტიური დანამატების ჩართვას ძვლოვანი ქსოვილის ელემენტებით;
  • ქონდროპროტექტორებისა და ვიტამინების გამოყენებას.

კვების კორექციას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ძვლების (განსაკუთრებით - ქვედა კიდურების ძვლების) ტკივილის დროს. იმავდროულად საჭიროა ჭარბი წონისგან გათავისუფლება. დიეტა რაციონალური და სწორად შერჩეული უნდა იყოს, არ უნდა ზღუდავდეს ნახშირწყლების, ცილებისა და ცხიმების მიღებას, რადგან ამ დროს ნივთიერებათა ცვლის პროცესები ისედაც დარღვეულია. საკვებ რაციონში რომელიმე პროდუქტის მკვეთრად შეზღუდვაც არ არის რეკომენდებული, საკმარისია მხოლოდ ულუფებისა და კვების სიხშირის შემცირება. ვახშმიდან დაძინებამდე ოთხი საათი მაინც უნდა გავიდეს. ძვლების ტკივილის დროს არ არის რეკომენდებული ძვალსახსროვანი სისტემის ზედმეტად დატვირთვა, მძიმე საგნების აწევა, გადამეტებული აქტიურობა, მოძრაობა და სხვა.


ხალხური რეცეპტები

  • აიღეთ ქრისტესისხლას ფესვი, ჭინჭრისა და ანწლის ფოთოლი თანაბარი რაოდენობით. დააქუცმაცეთ, ორ სადილის კოვზ ნარევს დაასხით ერთი ლიტრი წყალი და წამოადუღეთ. ნახარში გადაწურეთ და 10 დღის განმავლობაში ყოველდღიურად მიიღეთ 50 მლ.
  • აიღეთ წყლის მარწყვაბალახი - 30 გრამი, ალოეს დაქუცმაცებული ფოთოლი - 2 სადილის კოვზი და ოროვანდის ფოთოლი - 1 სადილის კოვზი. დაასხით მდუღარე წყალი, 10 წუთის შემდეგ გაწურეთ. ნაყენი ჩაისავით მიირთვით, გაწურული მასა კი მტკივან ადგილებზე დაიფინეთ.
  • ქვედა კიდურების ძვლების ტკივილის დროს მეტად ეფექტურია წითელი მოცვისა და კუნელის ნაყენი - თითო ჭიქა დღეში 4-5-ჯერ.
  • სასარგებლოა აგრეთვე ლიმონის წვენი, არეული თაფლსა და კვერცხის ნაჭუჭში, თანაფარდობით 1:2:1. ნარევი მაცივარში ორი დღე უნდა გააჩეროთ, რათა კვერცხის ნაჭუჭი დადნეს და გაიხსნას. ამის შემდეგ ნარევი დღეში ერთხელ, 2 ჩაის კოვზი უნდა მიიღოთ.


 



კომენტარი არ გაკეთებულა
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სამედიცინო სფეროს მოღვაწეები თუ უბრალოდ დაინტერესებული პირები 1 მაისიდან ქართველი ექიმების ნათარგმნ მსოფლიოში ცნობილი ფარმაცევტული კომპანიის Merck- ის მსოფლიო ბესტსელერს გაეცნობიან. "ჯანმრთელობის ენციკლოპედია ყველა თაობისთვის" - ასე ჰქვია 7-ტომეულს, რომელსაც პალიტრა L ამზადებს.
ცნობილია, რომ სიმსუქნე ზრდის გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებისა და დიაბეტის განვითარების რისკს. აღმოჩნდა, რომ ეს მდგომარეობა, ასევე გავლენას ახდენს ბავშვობასა და ყმაწვილობის პერიოდში ძვლის ქსოვილის სტრუქტურაზე. გარდა ამისა, ძვლებისთვის საშიშია ანორექსიაც.
50 წლის ქიმიის მასწავლებელი იგებს, რომ ფილტვის კიბოს მესამე სტადია აქვს. ექიმები მას სიცოცხლის ორწლიან ვადას აძლევენ.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
აფაზია არის მდგომარეობა, რომლის დროსაც ადამიანი სრულად ან ნაწილობრივად კარგავს მეტყველების უნარს. ეს, ძირითადად, თავის ტვინის ქერქში მდებარე მეტყველებაზე პასუხისმგებელი ცენტრების ზოგადი თუ ლოკალური ორგანული დაზიანებითაა გამოწვეული. გამოვლინების მიხედვით განსხვავებული ფორმის აფაზიები არსებობს - არტიკულაციის უმნიშვნელო დარღვევიდან - მეტყველების უნარის და ადამიანისადმი მიმართული მეტყველების გაგების სრულ დაკარგვამდე.

ძნელად მოიძებნება ადამიანი, რომელსაც ცხოვრებაში ერთხელ მაინც არ ჰქონია ყელში ბურთისებრი წარმონაქმნის შეგრძნება. რეალურად კი ყელის გულდასმით გამოკვლევა არავითარ წარმონაქმნს ან ნორმიდან გადახრას არ ავლენს. ეს უცნაური და შემაწუხებელი სიმპტომი ხშირად გარკვეული პერიოდით, უეცრად აღმოცენდება და ასევე მოულოდნელად გაივლის, ის არც კვებას უკავშირდება. ქვემოთ შევეცდებით მოკლედ განვიხილოთ “ყელში ბურთის გაჩხერის” შეგრძნების მიზეზები.

ძნელი წარმოსადგენია ჯანსაღი და ბედნიერი ცხოვრება დროული დასვენების გარეშე. უწყვეტი შრომა ფიზიკურ და ემოციურ გადაღლას იწვევს. შვებულების დროს გარემოს შეცვლა აუცილებელია. ეს შეიძლება იყოს ზღვა, მთა, აგარაკი ქალაქის ახლოს...

თუმცა შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ სხვა პრობლემები იჩენს თავს. გგონია, დასვენებული, მზის, ზღვის, ბუნების ენერგიით აღვსილი, განტვირთული და გაკაჟებული, მთებს გადააბრუნებ, მაგრამ ასე არ ხდება. სამუშაოს თავს ვერ ართმევთ, ყურადღების კონცენტრაცია გიჭირთ... ნუ შეშინდებით - ეს ნორმალური რეაქციაა. მას შვებულების შემდგომი სინდრომი ეწოდება. ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ ამ სინდრომს ვერავინ აუვლის გვერდს. შვებულების შემდეგ ადრინდელ გარემოსთან ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ადაპტაციას დაახლოებით 10 დღე სჭირდება. სპეციალისტთა რჩევები ამ პერიოდის გადალახვას გაგიადვილებთ.

ყველამ ვიცით, რა უხერხულ დღეში შეიძლება ჩაგვაგდოს მუცლის შებერილობამ. რატომ და როგორ გვებერება მუცელი? ამის შესახებ გვესაუბრება „ამტელ ჰოსპიტალი პირველი კლინიკურის“ ექიმი თერაპევტი ირინა ხუციშვილი.

- რასთან გვაქვს საქმე მუცლის შებერილობისას?

ალპორტის სინდრომი თანდაყოლილი დაავადებაა, რომელიც აზიანებს თირკმლის გორგლებს - კაპილარებისგან შემდგარ წარმონაქმნებს, რომლებიც სისხლს ფილტრავს და მომწამლავი ნივთიერებებისგან წმენდს. დაავადების მიზეზია გენების მუტაცია, რომლის შედეგადაც ზიანდება მეოთხე ტიპის კოლაგენი - თირკმლის გორგლების სიჯანსაღისა და ნორმალური ფუნქციობისთვის აუცილებელი ცილა. დაავადების ადრეული სიმპტომია შარდში სისხლის არსებობა - ჰემატურია.

წელის ტკივილი შეიძლება იყოს მწვავეც და ყრუც, შემომგარსველიც და ერთ წერტილში ლოკალიზებულიც, - წესისამებრ, ხერხემლის მიდამოში ან მის მახლობლად, ერთ ან ორივე მხარეს. წელის ტკივილი უმეტესად საფრთხეს არ უქადის პაციენტის სიცოცხლეს, მაგრამ ძლიერ შემაწუხებელია. სწორედ ამიტომაა აუცილებელი მისი მიზეზის დადგენა და მიზანმიმართული მკურნალობა.

21 დეკემბერი 2016
სადღესასწაულო თუ სხვა სუფრებს, ტრადიციულად, ალკოჰოლურის გარდა გაზიანი სასმელებიც ამშვენებს. ლიმონათის, კოკა-კოლასა და სხვა გაზიანი სასმელების, ისევე, როგორც მინერალური წყლების გარეშე, სუფრა წარმოუდგენელია.
22 ნოემბერი 2016
ბრიტანელმა სპეციალისტებმა ჩაის მოულოდნელი თვისება გამოავლინეს. გლაზგოს უნივერსიტეტის თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ დიდი რაოდენობით ჩაის მიღება მამაკაცის ორგანიზმზე ნეგატიურად აისახება
კომპიუტერული თამაშები, რომლებსაც ბავშვები საათობით ვერ წყდებიან, მათ ფსიქიკაზე უდიდეს გავლენას ახდენს, რაც მთავარია, უარყოფითს. როგორც სპეციალისტები აცხადებენ, კომპიუტერი ბავშვების ფსიქიკას ანგრევს.
მამაკაცები, რომლებსაც თავი ფლეიბოი ჰგონიათ ან მიაჩნიათ, რომ ქალებზე მაგიური ზეგავლენის უნარი აქვთ, ფსიქიური პრობლემებისადმი მიდრეკილები არიან.
გარკვეული საკვები ნივთიერებების უკმარისობამ შეიძლება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს. ჩვეულებრივ, სხვადასხვა მაჩვენებლის დეფიციტის შესამოწმებლად, სისხლს იღებენ. თუმცა, მიჩიგანის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში მიაჩნიათ, რომ მსგავსი ანალიზისთვის საკმარისია ცრემლის აღება,