დაღლილობისგან ვკვდები! - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დაღლილობისგან ვკვდები!

მტკივნეული დაღლილობა - ამაში, როგორც სახელწოდებაც მიგვანიშნებს, სასიამოვნო არაფერია. ასეთ დაღლილობას ხშირად თან ახლავს ტემპერატურის მატება, უმადობა და მოთენთილობა. თუ თავს ასეთი რამ შეატყვეთ, თვალი გადაავლეთ შრომის რეჟიმს. ქრონიკული დაღლილობა - ის, წესისამებრ, თავს იჩენს სტრესის, მაგალითად, კამათის, საცხოვრებელი ადგილის შეცვლის, დაწინაურების შემდეგ. დიახ, ძლიერი პოზიტიური ემოციაც სტრესია და ორგანიზმი მას, ნეგატიური ემოციის დარად, უსიამოვნო მოთენთილობით პასუხობს. თავდაპირველად ადამიანი ებრძვის მუდმივ დაღლილობას, მაგრამ მარცხდება და დეპრესია ეუფლება, ეს უკანასკნელი კი უფრო მეტად აძლიერებს დაღლილობის შეგრძნებას. ამგვარად იკვრება მანკიერი წრე, რომლის გარღვევაც სპეციალისტის დაუხმარებლად ზოგჯერ შეუძლებელია.

ნაცადია!

დაღლილობამ რომ არ გძლიოთ და ცხოვრების ნათელი დღეები არ გაგიუფერულოთ, დაიცავით რამდენიმე წესი:

1. ძილი - ადამიანს უნდა ეძინოს დღე-ღამეში არანაკლებ 8 საათისა. სხვაგვარად მას დაღლილობა ადვილად მოერევა და უფრო ცხარედაც შეუტევს.

2. კვება - ქრონიკული დაღლილობისას უარი უნდა თქვათ მკაცრ დიეტაზე და ეცადოთ, რაც შეიძლება მეტად გაიმრავალფეროვნოთ რაციონი. მიირთვით: მეტი ხილი და ბოსტნეული - მათში უხვად არის ვიტამინები; შოკოლადი - მას ანტისტრესული თვისებები აქვს. დაღლილობის დროს ორგანიზმს განსაკუთრებით სჭირდება ცილა, ამიტომ უხვად ჩართეთ რაციონში ცილით მდიდარი პროდუქტები: რძე, მაწონი, ხაჭო, არაჟანი, ყველი, იოგურტი, კვერცხი... ეს ყველაფერი, აჯობებს, საუზმეზე მიირთვათ, სადილი კი მსუბუქი ჯობს: ბოსტნეულის, ქათმის ხორცის სალათი და სხვა. შეგიძლიათ, მიირთვათ ცოტაოდენი ნამცხვარიც - ტკბილეული ხელს უწყობს არტერიული წნევის მატებას და ადამიანს მხნეობას მატებს.

3. მედიკამენტები - თავი არიდეთ მედიკამენტებს - მათ ხანმოკლე ეფექტი აქვთ, პრობლემის საფუძველშივე აღმოფხვრა კი არ ძალუძთ. გამონაკლისია მულტივიტამინები, რომლებიც შეგიძლიათ სადილობისას მიიღოთ.

4. სამუშაო გარემო - აკონტროლეთ, რამდენად მდიდარია თქვენი სამუშაო გარემო სასიცოცხლო მნიშვნელობის ჟანგბადით. დახურულ ოფისებში უმეტესად ჟანგბადის დეფიციტია, რაც უფრო მეტად თენთავს ორგანიზმს, ართულებს ყურადღების კონცენტრირებისა და შრომის უნარს. თუ ამგვარ გარემოში გიწევთ შრომა, შესვენებაზე 10-15 წუთით მაინც გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე.

5. დღის რეჟიმი - თუ სამსახური ამის საშუალებას გაძლევთ, აიღეთ შვებულება საკუთარ ხარჯზე და დარწმუნდებით, რა დიდი სარგებლობა მოაქვს რამდენიმედღიან დასვენებას, მით უმეტეს, თუ მას სასიამოვნო ადამიანების წრეში ატარებთ.

6. რელაქსაცია - გამოიყენეთ ყოველი ხელსაყრელი შემთხვევა - მოეშვით და მოადუნეთ სხეული, რათა სისხლის მიმოქცევა სათანადოდ წარიმართოს. რელაქსაციისთვის კარგია თბილი აბაზანა, მასაჟი, ყავა შოკოლადთან ან ნამცხვართან ერთად, სასიამოვნო მუსიკის მოსმენა.