ხვრინვა შესაძლოა ინსულტისა და ინფარქტის მიზეზი გახდეს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ხვრინვა შესაძლოა ინსულტისა და ინფარქტის მიზეზი გახდეს

ზოგ შემთხვევაში სუნთქვის შეჩერება გრძელდება ერთ წუთზე მეტხანს. ხვრინვა ზოგჯერ ყელ-ყურ-ცხვირის პათოლოგიის, ჭარბი წონისა და სხვადასხვა ფუნქციური დარღვევის სიმპტომია. ზოგჯერ ის სერიოზული დაავადების - ძილის აპნოეს ობსტრუქციული სინდრომის (ძილში სუნთქვის გაჩერების) - წინამორბედია. ამ დროს ხვრინვას ხშირად თან ახლავს სუნთქვის შეწყვეტის, აპნოეს შეტევები, რის შედეგადაც სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანოები ჟანგბადის უკმარისობას განიცდის და იზრდება ინფარქტისა და ინსულტის რისკი. ხვრინვის განვითარების რისკი იმატებს: ცხვირის ძგიდის გამრუდების; ცხვირის ან ხახის ჰაერგამტარი გზების თანდაყოლილი შევიწროების; ადენოიდების გადიდების; სასის ნაქის დაგრძელების; ქვედა ყბის უკან წანაცვლების (თანკბილვის დარღვევა); ნუშურა ჯირკვლების გადიდების; სიმსუქნის დროს.

ხვრინვას აუცილებლად სჭირდება მკურნალობა, განსაკუთრებით მაშინ, თუ თავი იჩინა ძილის აპნოეს ობსტრუქციული სინდრომის პირველმა ნიშნებმა: მოუსვენარმა ზედაპირულმა ძილმა; ოფლიანობამ; გახშირებულმა ღამის შარდვამ; დილაობით თავის ტკივილმა და მოთენთილობამ; ძლიერმა ძილიანობამ დღისით; გაღიზიანებადობამ; მეხსიერებისა და ყურადღების დაქვეითებამ.

მკურნალობა ხვრინვის მიზეზის შეძლებისდაგვარად აღმოფხვრას გულისხმობს. თავი უნდა ვარიდოთ რისკფაქტორებს: ძილის წინ უნდა ვერიდოთ სიგარეტის მოწევას და ალკოჰოლის მიღებას, საძილე საშუალებების გამოყენებას. ჭარბი წონის მქონე პაციენტებს წონის დაკლებას ურჩევენ, რადგან ცხიმოვანი მასები კუნთოვან ქსოვილზე ზეწოლის შედეგად ავიწროებს სასუნთქი გზების სანათურს. არსებობს ხვრინვისა და ძილის აპნოეს მკურნალობის კონსერვატიული (მედიკამენტური) და ქირურგიული მეთოდები. კონსერვატიული მკურნალობა მიმართულია სასუნთქი გზების გაფართოებისკენ. ცნობილია, რომ გვერდზე წოლისას ადამიანი აღარ ხვრინავს. იხილეთ ვრცლად