რა იწვევს სახსრების ტკაცუნს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა იწვევს სახსრების ტკაცუნს

სახეცვლილი ცილა სახსრებში შემავალ კოლაგენზე გაცილებით წელვადია. სწორედ იოგოვანი აპარატის მომატებული წელვადობის გამო ხდება სახსრები უფრო მოძრავი (მობილური). ამ მდგომარეობას ხალხური ტრადიცია “სუსტი მყესების” არსებობას უკავშირებს. არსებითად, სწორედ ისინი უწევს პროვოცირებას ტკაცუნს, ბიძგებს, უსიამოვნო შეგრძნებებს და ზოგჯერ ტკივილსაც კი.

სახსრების ჰიპერმობილობის დროს, წესისამებრ, სისხლძარღვთა ცვლილებაც შეინიშნება. ეს ბუნებრივიცაა - სისხლძარღვების კედელიც ხომ კოლაგენისგან შედგება და თუ ეს უკანასკნელი სახეცვლილია, უფრო წელვადი, - სისხლძარღვის კედელიც მეტად იწელება სისხლის ნაკადის ზემოქმედებით. ამიტომ არის, რომ ზოგს ნაადრევად ეწყება ვენების ვარიკოზული გაგანიერება - მოლურჯო, დაკლაკნილი ხვეულები მათ კიდურებზე 25 და ზოგჯერ 20 წლიდანვე იპყრობს ყურადღებას.

როგორც ამბობენ, გენებს ვერ შევცვლით და ორგანიზმის თავისებურებებსაც ვერსად გავექცევით, მაგრამ სპეციალისტთა რეკომენდაციების გათვალისწინებას და ჯანმრთელობის გაფრთხილებას არაფერი უდგას წინ. ასეთ ადამიანებს ურჩევენ, ბევრ დროს ნუ დაყოფენ ერთსა და იმავე მდგომარეობაში; ერიდონ სამუშაოს, რომელიც დიდხანს დგომას მოითხოვს; ფრთხილად შეარჩიონ სპორტის სახეობა; ერიდონ ვარჯიშის იმ სახეობებს და, საზოგადოდ, ისეთ მოძრაობებს, რომლებიც მყესების გადაჭიმვას და გადამეტძაბვას იწვევს. საუკეთესოა ინდივიდუალური პროგრამებით, საგანგებოდ შემუშავებული კომპლექსებით ვარჯიში.

* * *

ხშირია შემთხვევა, როდესაც ადამიანი სპორტის ამა თუ იმ სახეობაში იწყებს ვარჯიშს და რამდენიმე ხნის შემდეგ სახსრებში ხრაშუნს, ჭრიალს გრძნობს. ამ ფენომენს რამდენიმე ახსნა აქვს: ჯერ ერთი, არ არის გამორიცხული ტრავმა, თუნდაც უმნიშვნელო, მყესების დაჭიმვა, რაც სახსრების უჩვეულო ხმიანობას განაპირობებს, მეორე - სახსრების ინტენსიური გააქტიურება ზოგჯერ ფარულად მიმდინარე ართროზს გამოავლენს ხოლმე.

გახსოვდეთ, ერთბაშად დიდი დატვირთვა სახსრებისთვის არარეკომენდებულია. თუ მაინც ვერ მოზომეთ და სახსრებში უსიამოვნო შეგრძნება გაგიჩნდათ, ერთხანს განტვირთეთ და დაასვენეთ. ართროზის დროს კი უმჯობესია, სათანადოდ იმკურნალოთ, კვებისა და მოძრაობა-აქტივობის საჭირო რიტმი დაიცვათ.

ამ მხრივ განსაკუთრებული ყურადღება მართებთ 35-40 წელს გადაცილებულებს - სახსრების ტკაცუნი ხშირად ართროზის ადრეული სიმპტომია.

ართროზი ქრონიკულად მიმდინარე პათოლოგიური პროცესია. ამ დროს სახსრებში სხვადასხვა სახის ცვლილება მიმდინარეობს. ძვლების სასახსრე ზედაპირები ერთმანეთს ეხახუნება და მუდმივი ტრავმირების გამო ხრტილოვანი ფენა უფრო მეტად განილევა. სახსრის შემადგენელი ძვლები დეფორმირდება, სასახსრე სითხის მოცულობა მცირდება, შემადგენლობა იცვლება. ყოველივე ამის გამო სახსარში მოძრაობა იზღუდება. გარდა ამისა, ირღვევა სახსრის სისხლით მომარაგება, შესაბამის სისხლძარღვებში მცირდება მიკროცირკულაცია, შედეგად ქვეითდება ნივთიერებათა ცვლა. დროთა განმავლობაში ამას დაავადებული სახსრის დეფორმაციამდე და შესაბამისი კუნთების ატროფიამდე (განლევამდე) მივყავართ.

თანამედროვე მედიცინის არსენალში უამრავი ისეთი პრეპარატია, რომელიც ხელს უწყობს ხრტილოვანი ქსოვილის აღდგენას. ამ პრეპარატების შემადგენლობაში შედის ქონდროიტინი, გლუკოზამინი, კოლაგენი და ყველა ის ნივთიერება, რომელიც ხრტილოვანი ქსოვილის საშენ მასალას წარმოადგენს. ეს ნივთიერებები აღადგენს სასახსრე ზედაპირების ელასტიკურობას, განლეული ქსოვილის მოცულობას, აცხრობს ანთებას.

სახსრების ტკაცუნის დროს კარგია ცურვა. ის აკაჟებს ძვლოვან სისტემას, ხელს უშლის სკოლიოზისა და ხერხემლის სხვა პათოლოგიების განვითარებას. ცურვის დროს პრაქტიკულად არ იტვირთება სახსრები და ხერხემალი, ზომიერად მოძრაობს სახსრები, იწრთობა კუნთები და კაჟდება ორგანიზმი.