საავტორო და მომიჯნავე უფლებების სამართლებრივირეგულირება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

საავტორო და მომიჯნავე უფლებების სამართლებრივირეგულირება

მოქმედი კანონის თანახმად, მომიჯნავე უფლებათა სუბიექტები არიან: შემსრულებლები, ფონოგრამის ან ვიდეოგრამის დამამზადებლები და მაუწყებლობის ორგანიზაციები. ფონოგრამისა და ვიდეოგრამის დამამზადებლები და მაუწყებლობის ორგანიზაციები თავიანთ უფლებებს ახორციელებენ ფონოგრამით და ვიდეოგრამით ჩაწერილი ან ეთერში ანდა კაბელით გადაცემული ნაწარმოების ავტორსა და შემსრულებელთან დადებული ხელშეკრულებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ხოლო შემსრულებლები - შესრულებული ნაწარმოების ავტორის უფლებათა დაცვის პირობით. აღსანიშნავია, რომ მომიჯნავე უფლებათა წარმოშობისა და განხორციელებისთვის არ არის აუცილებელი რაიმე ფორმალობის დაცვა. ფონოგრამის დამამზადებელს ან შემსრულებელს თავისი უფლების განცხადებისთვის შეუძლია გამოიყენოს მომიჯნავე უფლების დაცვის ნიშანი, რომელიც დაისმება ფონოგრამის ყოველ ეგზემპლარზე ან მის ფუტლარზე და შედგება სამი ელემენტისაგან: წრეწირში ჩასმული ლათინური ასო ღ, განსაკუთრებული მომიჯნავე უფლების მფლობელის სახელი (დასახელება) და ფონოგრამის პირველი გამოცემის წელი.

გთხოვთ ამიხსნათ, ხომ არ აბრკოლებს მომიჯნავე უფლებათა დაცვა საავტორო უფლებების დაცვას ან რაიმე ფორმით ხომ არ გამოიწვევს მათ შელახვას.

- პირიქით, მომიჯნავე უფლებები ხორციელდება საავტორო უფლებათა პატივისცემის გზით და კანონით გათვალისწინებული არც ერთი დებულება არ განიმარტება როგორც საავტორო უფლებათა დაცვის დაბრკოლება ან შელახვა. შემსრულებელს თავის შესრულებაზე აქვს შემდეგი პირადი და ქონებრივი უფლებები: სახელის უფლება; უფლება, დაიცვას შესრულება ყოველგვარი დამახინჯების ან სხვაგვარი ხელყოფისგან, რომელმაც შეიძლება შელახოს შემსრულებლის პატივი, ღირსება ან საქმიანი რეპუტაცია; გამოიყენოს იგი ნებისმიერი ფორმით (შესრულების ყოველგვარი ფორმით გამოყენებისთვის, ჰონორარის მიღების უფლების ჩათვლით). შესრულების გამოყენების განსაკუთრებული უფლება ნიშნავს უფლებას, ნება დართოს ან აკრძალოს: იმ შესრულების ჩაწერა, რომელიც ადრე იყო ჩაწერილი; ფონოგრამაზე ჩაწერილი შესრულების პირდაპირი ან არაპირდაპირი რეპროდუცირება; შესრულების გადაცემა ეთერში ან კაბელით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც შემსრულებლის თანხმობით ხდება ადრე ჩაწერილი ან ეთერში გადაღებული შესრულების გადაცემა; შესრულების ჩაწერის გადაცემა ეთერში ან კაბელით, თუ თავდაპირველად ამ შესრულების ჩაწერა არ მომხდარა მოგების მიღების მიზნით; ფონოგრამაზე ჩაწერილი შესრულების დედნის ან ასლების გავრცელება-გაყიდვის ან მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემა, ასევე სადენებით ან უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით გადაცემა ისე, რომ იგი ხელმისაწვდომი იყოს პირისთვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან. ზემოაღნიშნულ საკითხებზე ნების დართვის ან აკრძალვის ნებართვას გასცემს შემსრულებელი, ხოლო შემსრულებელთა კოლექტივის შესრულებაზე – ასეთი კოლექტივის ხელმძღვანელი, მოსარგებლესთან დადებული წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე. აქვე საყურადღებოა, რომ შემსრულებელსა და მაუწყებლობის ორგანიზაციას შორის ხელშეკრულების დადება შემსრულებლის ეთერში ან კაბელით გადაცემის თაობაზე იწვევს შემსრულებლის მიერ შესრულების ჩაწერის, მისი შემდგომი გადაცემისა და ჩანაწერის რეპროდუცირების უფლების გადაცემას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ასეთი გამოყენების შემთხვევაში შემსრულებლისთვის გადასახდელი ჰონორარის ოდენობა განისაზღვრება ზემოაღნიშნული ხელშეკრულებით. შემსრულებელსა და აუდიოვიზუალური ნაწარმოების დამამზადებელს შორის ხელშეკრულების დადება აუდიოვიზუალური ნაწარმოების შექმნის თაობაზე იწვევს შემსრულებლის მიერ კანონით გათვალისწინებულ უფლებათა გადაცემას. შემსრულებლის მიერ ასეთი უფლებების გადაცემა შემოიფარგლება აუდიოვიზუალური ნაწარმოების გამოყენებით და თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, არ შეიცავს აუდიოვიზუალურ ნაწარმოებში დაფიქსირებული ხმისა და გამოსახულების ცალ-ცალკე გამოყენების უფლებას.


თუ შეიძლება, აგვიხსენით, ეკუთვნის თუ არა შემსრულებელს სახელის უფლება იმ შესრულებაზე, რომელიც შემსრულებლის მიერ შექმნილია სამსახურებრივი მოვალეობის ან დამსაქმებლის დავალების შესრულების წესით.

- დიახ, ეკუთვნის. მეტიც - სახელის უფლებასთან ერთად ასეთი შესრულების გამოყენების განსაკუთრებული უფლებაც ეკუთვნის პირს, რომელთანაც შემსრულებელს აქვს შრომითი ურთიერთობა, თუ მათ შორის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. კანონის თანახმად, ფონოგრამის დამამზადებელს ეკუთვნის განსაკუთრებული უფლება, გამოიყენოს ფონოგრამა ნებისმიერი ფორმით და აღნიშნული სამუშაოს შესრულებისთვის მიიღოს ჰონორარი. ფონოგრამის გამოყენების განსაკუთრებული უფლება კი ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ფონოგრამის პირდაპირი ან არაპირდაპირი რეპროდუცირება; მისი ორიგინალის ან ასლების გაქირავება ან მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემა, ორიგინალის ან ასლების გავრცელება საზოგადოებაში გაყიდვის ან საკუთრების სხვა ფორმით გადაცემის გზით; ფონოგრამის ასლების იმპორტირება გაყიდვის ან გაქირავების, ანდა საკუთრების ან მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემის მიზნით იმ ასლების ჩათვლით, რომლებიც დამზადებულია ფონოგრამის დამამზადებლის თანხმობით; მისი გადაცემა სადენებით ანდა უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისთვის მის მიერ არჩეული ადგილიდან მის მიერ არჩეულ დროს.

შეიძლება თუ არა, ფონოგრამის დამამზადებლის განსაკუთრებული უფლებები გადაეცეს სხვა პირს და როდის ამოიწურება ფონოგრამის დამამზადებლის უფლება საქართველოში მის შემდგომ გავრცელებაზე?

- ფონოგრამის დამამზადებლის განსაკუთრებული უფლებები შეიძლება ხელშეკრულებით გადაეცეს სხვა პირს. აქვე გაცნობებთ, რომ ჩვენს ქვეყანაში ფონოგრამის დამამზადებლის მიერ ან მისი თანხმობით ფონოგრამის დამამზადებლის უფლება მის შემდგომ გავრცელებაზე ამოიწურება ფონოგრამის ასლების პირველი გაყიდვით. ვიდეოგრამის დამამზადებელს ეკუთვნის განსაკუთრებული უფლება, გამოიყენოს ვიდეოგრამა ნებისმიერი ფორმით და მისი ყოველი გამოყენებისთვის მიიღოს ჰონორარი. ვიდეოგრამის გამოყენების განსაკუთრებული უფლება ნიშნავს უფლებას, ნება დართოს ან აკრძალოს: ვიდეოგრამის პირდაპირი და არაპირდაპირი რეპროდუცირება; მისი ორიგინალის ან ასლების გაქირავება ან მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემა; ვიდეოგრამის ასლების იმპორტირება გაყიდვის ან გაქირავების ანდა საკუთრების ან მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემის მიზნით იმ ასლების ჩათვლით, რომლებიც დამზადებულია ვიდეოგრამის დამამზადებლის თანხმობით, მისი გადაცემა სადენებით ანდა უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისთვის მის მიერ არჩეული ადგილიდან მის მიერ არჩეულ დროს.

გთხოვთ ამიხსნათ ორი რამ:

1. შეიძლება თუ არა, ვიდეოგრამის დამამზადებლის განსაკუთრებული უფლებები გადაეცეს სხვა პირს და რა შემთხვევაში?

2. როდის და რა პირობების არსებობისას ამოიწურება საქართველოს ფარგლებში ვიდეოგრამის დამზადებლის უფლება მის შემდგომ გავრცელებაზე?

1. ვიდეოგრამის დამამზადებლის განსაკუთრებული უფლებები, რომელთა შესახებაც ზემოთ გვქონდა საუბარი, შეიძლება გადაეცეს სხვა პირს მხოლოდ ხელშეკრულების საფუძველზე.

2. საქართველოში ვიდეოგრამის დამამზადებლის მიერ ან მისი თანხმობით, ვიდეოგრამის ასლების გაყიდვით ამიწურება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე ვიდეოგრამის დამამზადებლის უფლება მის შემდგომ გავრცელებაზე (როგორც ხდება ეს ფონოგრამის ასლების გაყიდვის შემთხვევაში). მოქმედი კანონით, მაუწყებლობის ორგანიზაციას ენიჭება განსაკუთრებული უფლებები, გამოიყენოს თავისი გადაცემა ნებისმიერი ფორმით გადაცემის ყოველი სახით გამოყენებისთვის ანაზღაურების მიღების უფლების ჩათვლით. მას უფლება აქვს, ნება დართოს ან აკრძალოს: გადაცემის ჩაწერა, გადაცემის ჩანაწერის რეპროდუცირება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც გადაცემა ჩაწერილია მაუწყებლობის ორგანიზაციის თანხმობით და რეპროდუცირება ხორციელდება იმავე მიზნით, რისთვისაც მოხდა მისი ჩაწერა; გადაცემის ერთდროულად გადაცემა ეთერში და კაბელით, ხელახლა გადაცემა შესაბამისად საეთერო და საკაბელო მაუწყებლობის სხვა ორგანიზაციის მიერ; მისი საჯაროდ გადაცემა ადგილებში, სადაც შესვლა ფასიანია; გადაცემის ჩანაწერის გავრცელება საზოგადოებაში გაყიდვის ან საკუთრების სხვა ფორმით გადაცემის გზით.

იქნებ აგვიხსნათ, აქვს თუ არა მაუწყებლობის ორგანიზაციას გადაცემის ჩანაწერის გაქირავების ან მისი სადენებით ან უსადენო კავშირგაბმულობის მეშვეობით გადაცემის უფლება ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისთვის მის მიერ არჩეული ადგილიდან მის მიერ არჩეულ დროს?

- დიახ, მაუწყებლობის ორგანიზაციას, მოქმედი კანონის თანახმად, აქვს თქვენს შეკითხვაში დასახელებული ყველა უფლება.

გაგრძელება იქნება