ლეპტოსპიროზი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ლეპტოსპიროზი

 

- ქალბატონო მარიკა, მოდი, დავარღვიოთ საუბრის ტრადიციული თანამიმდევრობა და უპირველეს ყოვლისა ლეპტოსპიროზის პროფილაქტიკას შევეხოთ. შესაძლებელია თუ არა ამ დაავადების თავიდან აცილება?

- საბედნიეროდ, შესაძლებელია. საამისოდ პროფილაქტიკური აცრების ჩატარებაა საჭირო. არსებობს ლეპტოსპიროზის რამდენიმე ფორმა. თანამედროვე პოლივალენტური (სხვადასხვა დაავადების საწინააღმდეგო) ვაქცინის ერთ-ერთი კომპონენტი მისი გამომწვევი 4 შტამის წინააღმდეგ არის მიმართული.

- როგორი რეჟიმით ტარდება ვაქცინაცია?

- ვაქცინაცია კომპლექსური ვაქცინით, რომელიც ძაღლს ჭირის, ლეპტოსპიროზის, ენტერიტის, ჰეპატიტისა და სხვა დაავადებებისგან იცავს, ტარდება თვენახევრის ასაკიდან. შემდგომ 3 თვემდე 2 კვირაში ერთხელ (სულ ოთხჯერ) ტარდება რევაქცინაცია. ამის შემდეგ კი რევაქცინაცია წელიწადში ერთხელ არის საჭირო.

- დაზღვეულია თუ არა ვაქცინაციის შემდეგ ცხოველი ლეპტოსპიროზისგან?

- ვაქცინაციის ზემოთ მოყვანილი რეჟიმის ზუსტი დაცვისას ჩვენ გვაქვს ასპროცენტიანი გარანტია იმისა, რომ ძაღლი დაზღვეული იქნება ლეპტოსპიროზის იმ შტამებისაგან, რომლებზეც ავცერით.

- რომელ ძაღლს უნდა ჩაუტარდეს ვაქცინაცია ლეპტოსპიროზისგან დასაცავად?

- ვაქცინაცია უნდა ჩაუტარდეს პრაქტიკულად ყველა ლეკვს, რომელსაც არ გააჩნია ვაქცინაციის განსაკუთრებული უკუჩვენება. თუ ძაღლს არ ჩატარებია გეგმური ვაქცინაცია და არსებობს ლეპტოსპიროზით დასნებოვნების რისკი, კეთდება სპეციალური შრატი. გარდა ამისა, არავაქცინირებული ძაღლები ყველა დაავადებას გაცილებით ადვილად ითვისებენ და ძნელად იტანენ, ვიდრე ვაქცინირებულები.

- რა კლინიკური ნიშნები ახასიათებს ლეპტოსპიროზს?

- ლეპტოსპიროზი საკმაოდ მძიმე დაავადებაა. მისი მწვავე პერიოდი ხანმოკლეა, პროცესი საკმაოდ სწრაფად პროგრესირებს და სიკვდილიანობის მაჩვენებელი 60-80%-ს უტოლდება. კლინიკური გამოვლინების მიხედვით საკმაოდ ძნელია, ლეპტოსპიროზი სხვა დაავადებებისგან განვასხვაოთ. თავს იჩენს უმადობა, გულისრევა, შარდი და განავალი მუქდება, ცხოველს ემართება ფაღარათი, ექსკრემენტებში სისხლის მინარევია, ტემპერატურა თავდაპირველად 39,8 გრადუსამდეც კი იმატებს, ხოლო მომდევნო პერიოდში 37,3-37,5 გრადუსამდე ეცემა. დაავადებას ახასიათებს სკლერის, ლორწოვანი გარსების შეყვითლებაც, თუმცა სიყვითლე არ არის დაავადების აუცილებელი სიმპტომი. გარდა ამისა, ლეპტოსპროზისთვის დამახასიათებელია პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაზიანება ტუჩის შიგნითა მხარეს. დაზიანება არათანაბარია. ტიპურია მძაფრი, მყრალი სუნი პირიდან, ზოგ შემთხვევაში დაზიანებული უბნიდან დის სისხლი. ამ სიმპტომების დიდი ნაწილი არასპეციფიკურია - შესაძლოა, სხვა დაავადებების დროსაც იჩინოს თავი. თუ შევამჩიევთ, რომ ძაღლი თავს ცუდად გრძნობს, უმჯობესია ვეტერინარს მივმართოთ. პროფესიონალის თვალი გაცილებით უკეთ ამჩნევს მრავალ სიმპტომს, რომელიც ცხოველის მფლობელს შესაძლოა გამოეპაროს.

- როგორ ხდება დაავადების დიაგნოსტიკა?

- ჩვეულებრივ, ლეპტოსპიროზის დიაგნოზს კლინიკური სურათისა და ლაბორატორიული კვლევების შედეგების საფუძველზე ვსვამთ - ანალიზი სისხლში ლეპტოსპიროზის საწინააღმდეგო ანტისხეულებს ავლენს.

- რა ელის დაავადებულ ცხოველს?

- დროული და სწორი დიაგნოსტიკა და რაციონალური მკურნალობა საშუალებას გვაძლევს, გადავარჩინოთ ცხოველი. დიდი მნიშვნელობა აქვს ვაქცინაციის ფაქტორსაც.  ძაღლი, რომელსაც დასნებოვნებამდე ძლიერი და ჯანმრთელი ორგანიზმი ჰქონდა, გადაიტანს ლეპტოსპიროზს და ხანგრძლივი იმუნიტეტი უყალიბდება იმ კონკრეტული აღმძვრელის მიმართ, რომელმაც ლეპტოსპიროზი გამოიწვია.

- როგორ ხდება ლეპტოსპიროზით ძაღლის დასნებოვნება?

- ლეპტოსპიროზის გადაცემის ძირითადი გზაა მამრების დასნებოვნება დაავადების მატარებელი მდედრი ძაღლების მიერ. ვინაიდან ლეპტოსპირა გამოიყოფა საშარდე გზებით, მამრი ინფიცირდება მდედრის დაყნოსვისას, ალოკვისას, გაცნობისას. დასნებოვნება ხდება ცხოველის მიერ შარდით მონიშნული ტერიტორიის ალოკვის დროსაც. ლეპტოსპიროზის წყაროდ შეიძლება იქცეს დაავადებული ცხოველის უმი ხორციც - თუ შინაური ცხოველი, მაგალითად, ძროხა დასნებოვნებულია და მისი ხორცი ძაღლმა შეჭამა, ისიც დაინფიცირდება. დაავადების რეზერვუარია ვირთხა. თუ საკვები დაისვარა ვირთხის შარდით ან ვირთხამ გადაურბინა, ის გამომწვევით დაბინძურდება და ინფიცირების წყაროდ იქცევა.

- როგორც ჩანს, ლეპტოსპიროზით დასნებოვნების რისკი საკმაოდ მაღალია.

- ეს არის რეალობა, რომელსაც ვერ უარვყოფთ. ქუჩის პირობებში ცხოველის დაცვა ლეპტოსპიროზით დასნებოვნებისგან პრაქტიკულად შეუძლებელია. სწორედ ამიტომ არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ლეპტოსპიროზის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. დაავადების შემთხვევაშიც კი ვაქცინირებული ცხოველი ლეპტოსპიროზს უფრო ადვილად გადაიტანს. უკანასკნელ ხანს ლეპტოსპიროზის შემთხვევები ძაღლის სიკვდილით სწორედ მაშინ დასრულდა, როცა ცხოველი ვაქცინირებული არ იყო.

- როგორ მკურნალობენ ლეპტოსპიროზს და როგორია მკურნალობის შედეგები?

- ლეპტოსპიროზის დროს დეზინტოქსიკაციური მკურნალობა ტარდება. მისი წარმატებისთვის, როგორც აღვნიშნეთ, დიდი მნიშვნელობა აქვს დროულ დიაგნოსტიკას, მკურნალობის დროულ დაწყებას. ცხოველი, რომელმაც ლეპტოსპიროზი გადაიტანა, დაავადების მატარებლად რჩება და გამომწვევს შარდთან ერთად გამოყოფს, ამიტომ თუ ოჯახში ლეპტოსპიროზით დაავადებული ძაღლია, მეორე ძაღლის მოყვანა არ არის რეკომენდებული.