როგორ ვკვებოთ ზღვის გოჭი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ ვკვებოთ ზღვის გოჭი

რეკომენდებული არ არის კვების რეჟიმის მკვეთრი შეცვლა. წინააღმდეგ შემთხვევაში ზღვის გოჭმა შესა-ძლოა უარი თქვას საკვებზე და ავად გახდეს. როგორც აღვნიშნეთ, აუცილებელია კვება განსაზღვრული რეჟიმით. არარეგულარული კვება არღვევს საჭმლის მომნელებელი სისტემის აქტივობას, რაც უარყო-ფითად აისახება მიღებული საკვების ათვისებაზე. აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება საკვების ხარისხს. ის არ უნდა იყოს ამჟავებული, უნდა ჰქონდეს ბუნებრივი სუნი და ფერი.

ახალი საკვების დამატებისას ყურადღება უნდა მივაქციოთ კუჭის მოქმედებას, განავლის კონსისტენციას.

ჭარბი კვება შესაძლოა საჭმლის მონელების მწვავე დარღვევის მიზეზად იქცეს. თუნდაც ზღვის გოჭი მწვავე დარღვევას გადაურჩეს, ექმნება შორეული გართულებების - სიმსუქნისა და მასთან დაკავშირებული დაავადებების საფრთხე. ასევე კარგად უნდა ვიცნობდეთ ზღვის გოჭის ქცევის თავისებურებებს. თუ ცხოველი რაღაცას ეძებს ან უკანა თათებზე დგება, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ შია. შესაძლოა, ზღვის გოჭი უბრალოდ მოწყენილია. ზოგჯერ საკმარისია, ის ხელში ავიყვანოთ, ოთახში სირბილის ან ფურცლებით თამაშის საშუალება მივცეთ.

როცა საქმე ზღვის გოჭის კვებას ეხება, ფრაზა "ვახშამი მტერს დაუთმე" უნდა დავივიწყოთ - ცხოველი ღამით საკმაოდ აქტიურია, ამიტომ საღამოს კვება სრულფასოვანი უნდა იყოს. ულუფა დღიური რაციო-ნის 40%-ს უნდა შეიცავდეს. ზოგიერთი სპეციალისტის აზრით, შესაძლებელია, ზღვის გოჭს დღეში 5-6-ჯერ ვაჭამოთ, ოღონდ მცირე ულუფებით. რაციონში შეიძლება ჩავრთოთ მარცვლეული, ქატო, თივა, ნედლი ბალახი, ბოსტნეული, სოკო, მცენარეული საკვების ნარჩენები... მთავარია, ყველაფერი ახალი და საღი იყოს. გაფუჭებული მარცვლეული და დამპალი ბალახი აუცილებლად გამოიწვევს კუჭ-ნაწლავის დაავადებას, რომელიც ხშირად სრულდება სიკვდილით.

ზღვის გოჭისთვის საუკეთესო საკვებად მაინც ხორბალი, შვრია, სტაფილო, ჭარხალი, კარგი თივა და ახალი ბალახი ითვლება. კარგია ქატოც, ოღონდ ის წინასწარ  წყალში ან რძეში უნდა ჩავალბოთ. ზაფ-ხულში ერთმა მოზრდილმა ზღვის გოჭმა საშუალოდ 0,5კგ ნედლი ბალახი უნდა მიიღოს. ორსული, მეძუძური ან ახალშობილი (3-4 თვემდე ასაკის) ზღვის გოჭებისთვის სასარგებლოა რძე: მოზრდი-ლებისთვის - 20გ, ახალგაზრდებისთვის - 10გ. ზამთარში მწვანე მცენარეების ნაცვლად შეიძლება მივცეთ 100 გრამამდე ბოსტნეული და 60 გრამამდე თივა. დილით ზღვის გოჭს უმჯობესია ბოსტნეულით (სტა-ფილოთი, ჭარხლით) და შვრიით ან ქატოთი გავუმასპინძლდეთ, საღამოს კი თივა და ახალი წყალი შევთავაზოთ. ზაფხულში კვება მწვანილით შეიძლება სამჯერადი იყოს.

დაიმახსოვრეთ:

  • კვება საჭიროა ერთსა და იმავე დროს - ამას ცხოველები მალე ეჩვევიან.
  • ნუ მისცემთ ზღვის გოჭს ბევრ საკვებს. ნარჩენები უკანვე წაიღეთ. შეგიძლიათ, დატოვოთ მხოლოდ

    ცოტაოდენი თივა.

  • ნედლი მცენარეული საკვები ახალი უნდა იყოს.
  • თივა და სხვა საკვები ზღვის გოჭმა მხოლოდ გალიაში უნდა მიირთვას.
  • ბოსტნეული კარგად გარეცხეთ, გათლა საჭირო არ არის. გათალეთ მხოლოდ ბულგარული წიწაკა - მის კანს ცხოველი ვერ დაღეჭავს.
  • სალათის ფურცლები კარგად გარეცხეთ.
  • წყალი კვირაში 2-ჯერ მაინც გამოცვალეთ.
  • დროდადრო ზღვის გოჭს გალიაში დასაღრღნელად რაიმე ბოსტნეული დაუდეთ.