თუ აკვარიუმის ბინადარი ავად გახდა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თუ აკვარიუმის ბინადარი ავად გახდა

ავადმყოფი თევზი სხვადასხვანაირად გამოიყურება – ზოგიერთი ფსკერზე წევს, ზოგიერთი ბურთივით იბერება, ზოგიერთს ტანი სისხლჩაქცევებით, სოკოთი, ნადებით აქვს დაფარული... ყველა სიმპტომის ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. როგორც არ უნდა იყოს, თუ ზომები დროულად არ მივიღეთ, თევზის სიკვდილი გარდაუვალია. მაინც რა შეიძლება იქცეს აკვარიუმის თევზების ავადმყოფობის მიზეზად? მიზეზი მრავალია, ჩვენ მხოლოდ ყველაზე გავრცელებულ ფაქტორებზე შევჩერდებით, რაც, ვფიქრობთ, ყველაზე მეტად ახალბედებს დააინტერესებთ. თევზის ავადმყოფობა მისი ორგანიზმის რეაქციაა ამა თუ იმ მავნე ფაქტორის ზემოქმედების მიმართ. ასეთი ფაქტორი შეიძლება იყოს აკვარიუმის წყლის ტემპერატურის, მასში ჟანგბადისა და ორგანული ნივთიერებების შემცველობის მკვეთრი მერყეობა, წყლის რეაქცია - პH, წყლის დაბინძურება ამიაკით, ნიტრატებით, ნიტრიტებით, წყლისა და საკვების ტოქსიკურობა. გარდა ამ ფაქტორებისა, არსებობს მრავალი ბიოლოგიური აგენტი – ბაქტერია, პარაზი-ტული ინფუზორიები, შოლტიანები, სოკოები, მწოველები, ჰელმინთები, კიბოსნაირები. თევზი, რომელიც აკვარიუმში ცუდ პირობებშია, დაავადების გამომწვევებს ვერ უმკლავდება და ავად ხდება, მაშინ როცა კარგ პირობებში ყოფნისას მათი თავდასხმა შესაძლოა ვერც კი შეემჩნია. იქთიოლოგების აზრით, თევზების ავადმყოფობა ათიდან 9 შემთხვევაში სწორედ არახელსაყრელ პირობებთან არის დაკავში-რებული. ამ შემთხვევაში აკვარიუმში წამლის ჩასხმით სიტუაციას ვერ გამოვასწორებთ, მიზეზს უნდა ვებრძოლოთ.

მიზეზები და სიმპტომები

  • წყლის დაბალი ტემპერატურა. ამ დროს თევზი მოთენთილია, მადა უფუჭდება, თითქოს კი არ ცურავს, არამედ ირყევა. ამ დროს აუცილებელია წყლის ტემპერატურის გაზრდა.
  • ტემპერატურის მკვეთრი მატება. თევზი ვერტიკალურად იწყებს მოძრაობს, თითქოს ბოლთას სცემს, აკვარიუმიდან ამოხტომას ცდილობს. სასწრაფოდ უნდა დავაქვეითოთ ტემპერატურა ნორმამდე. ტემპერატურის ზომიერი მომატება 300ჩ-მდე) თევზების უმრავლესობისთვის საშიში არ არის.
  • ჟანგბადის უკმარისობა. ეს საფრთხე მაშინ ჩნდება, როცა აკვარიუმში მეტისმეტად ბევრი თევზია ან სინათლის ნაკლებობაა. თევზი წყლის ზედაპირზე ამოდის და ცდილობს, ჰაერი ღია პირით ჩაყლაპოს (ჟანგბადის უკმარისობით დაღუპულ თევზს პირიც და ლაყუჩებიც ღია აქვს). ამ შემთხვევაში საჭიროა სპეციალური კომპრესორის დაყენება, რომელიც აკვარიუმის წყალს ჟანგბადით გაამდიდრებს. ჟანგბადის ნაკლებობა წყლის ორგანული ნივთიერებებით (ექსკრემენტებით და ა. შ.) გადატვირთვამაც შეიძლება გამოიწვიოს.
  • წყლის მჟავა რეაქცია, დაბალი PH. თევზი ნაკლებად მოძრავია, ადვილად ფრთხება, ლაყუჩები სპაზმურად ეხურება, ტანზე რძისფერ-მოთეთრო ლაქები უჩნდება. თევზი წყალმცენარეებში შეცურდება და იქ კვდება. ასეთი რამ, ჩვეულებრივ, მაშინ ხდება, როცა თევზი, რომელსაც ნეიტრალური რეაქცია და საშუალო სიხისტის წყალი სჭირდება, დიდხანს რჩება მჟავა რეაქციის გარემოში. უსიამოვნების თავიდან ასაცილებლად აკვარიუმის ბინადარს სასწრაფოდ უნდა შევუქმნათ ოპტიმალური პირობები. თევზი გადავიყვანეთ რბილ წყალში, სადაც PH დაბალია – თევზი აქეთ-იქით დაცურავს, კრთება, ამოხტომას ცდილობს. ამ დროს ის სასწრაფოდ უნდა დავაბრუნოთ ძველ გარემოში.
  • PH-ის მომატება. სხეულის საფარი ფერმკრთალდება, ფარფლები გაშლილია, ლაყუჩები ზიანდება. ასეთ დროს თევზი ახალ, დამდგარ წყალში უნდა გადავიყვანოთ. აკვარიუმში, სადაც წყალმცენარეების საფარი მეტისმეტად ხშირია, კაშკაშა სინათლის ზემოქმედებით პH შეიძლება მკვეთრად გაიზარდოს. საფრთხე განსაკუთრებით დიდია, როცა წყალში აზოტოვანი და გოგირდოვანი ნაერთები გროვდება.
  • ქლორირებული წყალი. თევზს ლაყუჩები უფითრდება. ასეთ დროს აკვარიუმის წყალი აუცილებლად უნდა შეიცვალოს დამდგარი წყლით, რომელშიც ქლორი არ არის.