გიო ხუციშვილი: უნდა ვიბრძოლო და გამოცდა ჩავაბარო, სხვა გზა არ მაქვს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გიო ხუციშვილი: უნდა ვიბრძოლო და გამოცდა ჩავაბარო, სხვა გზა არ მაქვს

გიოსთვის ეს დიაგნოზი მოულოდნელი იყო. ექიმთან ფეხის ტკივილების ჩივილით მივიდა, თუმცა, აღმოჩნდა, რომ ეს სიმპტომი სიმსივნური პროცესის ერთ-ერთი გამოვლინება იყო.

ამის შემდეგ დაიწყო ბრძოლა სიცოცხლის გადასარჩენად. ის სამკურნალოდ ისრაელში გაემგზავრა და დღემდე გადის მკურნალობას.

გიო ხუციშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მუსიკოსის რამდენიმე კონცერტი მოულოდნელად ჩაიშალა და ის საკუთარ მსმენელს აღარ შეხვედრია.

გუშინ, 29 მაისს გიომ მაინც შეძლო სცენაზე გამოსვლა - მან ფილარმონიაში კონცერტი გამართა, შემდეგ კი საკონცერტო დარბაზის წინ მისი ვარსკვლავი გაიხსნა. გიო ხუციშვილი: – არასდროს არაფერი მაწუხებდა. ფეხი ამტკივდა და მეგობარ ექიმთან, აჩიკო სიხარულიძესთან მივედი. მითხრა, არ მომწონს ეს შენი ფეხის ტკივილი და ჩავიტაროთ დამატებითი გამოკვლევებიო. mkurnali.ge

გამოკვლევების მერე, მე არაფერი მითხრეს. მაიკოს, ჩემს მეუღლეს გაუმხილეს და მეგობრებს, ჩემი ავადმყოფობის შესახებ. ანუ, კვლევამ აჩვენა ყველაზე ცუდი დიაგნოზი, რაც შეიძლება არსებობდეს. დასხდნენ და მითხრეს, იქნებ თურქეთში წავიდეთ სამკურნალოდო. იმწუთას მივხვდი, რაშიც იყო საქმე და ვუთხარი: სადაც საჭიროა, წავიდეთ, ყველაგან წამოვალ-მეთქი. იმ დღიდან ომში ვარ. დიაგნოზის დასმის მერე, თურქეთში წავედი. ჩავიტარე მკურნალობის კურსი, ჩამოვედი საქართველოში და კონცერტი ჩავატარე. პირველად რომ გავიგე დაავადების შესახებ, რასაკვირველია, დარტყმა იყო, მაგრამ, მერე მივხვდი, იმდენი რამ მაქვს გადატანილი და განცდილი, ამასაც გადავიტან. არ ვიცი, ეს დაავადება ჩემი სასჯელია, ბედნიერების შეფერხება თუ იმის გამოცდა, რამდენად ძლიერი და მებრძოლი ვარ, მაგრამ მთავარია, ვგრძნობ, ღმერთი ჩემს გვერდითაა და მარტო არ ვარ. იმდენი ხალხის სიყვარულს ვგრძნობ, იმდენი ადამიანი მირეკავს და წუხდება ჩემი ავადმყოფობის გამო, უკვე აღარ ვფიქრობ საკუთარ თავზე. ეს ცხოვრების კიდევ ერთი გამოცდაა, რომელიც აუცილებლად უნდა ჩავაბარო. არაერთი რთული, ცხოვრებისეული გამოცდა ჩავაბარე. ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად რთულად გავიარე, მაგრამ დღემდე მოვედი და ახლანდელი ჩემი მდგომარეობაც ასეა – უნდა ვიბრძოლო და გამოცდა ჩავაბარო, სხვა გზა არ მაქვს.

mkurnali.ge