ლამაზი ღიმილი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ლამაზი ღიმილი

უპირველესად, ტუჩების მოვლა და სათანდო ჰიგიენა. სხვადასხვა ეპოქაში ტუჩების იდეალი სხვადასხვაგვარი იყო. ჩვენს დროში განსაკუთრებით მოსწონთ გამოკვეთილი კონტურის, არცთუ თხელი, მაგრამ არც მეტისმეტად სქელი, ნაზი, ბუნებრივად წითელი ბაგეები. ამ ყოველივეს იოლად მიაღწევთ, თუ მათ სისტემატურად მოუვლით და კოსმეტიკასაც სწორად შეარჩევთ.

ტუჩების სისხლით მომარაგების გასაუმჯობესებლად ისინი ყოველ დილა-საღამოს ხაოიანი პირსახოცით უნდა დაიზილოთ. 3-5-წუთიანი მასაჟის შემდეგ ბაგეებზე ვაზელინი ან ცხიმიანი კრემი უნდა გადაისვათ და 10 წუთი გაიჩეროთ. ხალხური მედიცინა ფუტკრის თაფლის წასმასაც გვთავაზობს. 15-20-წუთიანი მკვებავი აპლიკაციის შემდეგ ტუჩები თბილი წყლით უნდა ჩამოიბანოთ და კრემი შეიზილოთ.

ტუჩებს განსაკუთრებით არბილებს და ასათუთებს კიტრის წვენი. ის დღეში რამდენჯერმე უნდა შეიზილოთ და სრულ შეწოვამდე დაიტოვოთ.

ტუჩებს ვნებს ცივი და ქარიანი ამინდი. არაბუნებრივი მიმიკა და ნაძალადევი ღიმილი ხშირად დახეთქილი, გამომშრალი ტუჩების ბრალია - გვეღიმება, მაგრამ ტკივილი ამის საშუალებას არ გვაძლევს. ამიტომ, ბაგეები დახეთქვისა და გამოშრობისაგან რომ დაიცვათ, შინიდან გასვლისას ცხიმიანი კრემი ან ტუჩსაცხი გადაისვით.

ტუჩებს კვნეტაც აზიანებს. როცა აქერცლილ კანს იკვნეტთ, ჩნდება პაწაწინა, ზოგჯერ მიკროსკოპული ჭრილობები, ხშირად სისხლიც გვდის. ამ ჭრილობებიდან სულ ადვილად შეიძლება ინფექცია შეიჭრას და სერიოზულ გართულებებს მიეცეს დასაბამი. მათი მოშუშებისას ნაიარევებზე წარმოიქმნება ახალი გარსი, რომელიც უფრო მკვრივი და უხეშია, ენით შეხებისას - ძნელი შესაგუებელი, ამიტომ ხელახლა ვიკვნეტთ, მუდმივი ტრავმირება კი ტუჩებს ასივებს და აუშნოებს. ტუჩებზე ქრონიკული ნახეთქები ლოკვისა და სისტემატურად დასველების ბრალია. ამის თავიდან აცილებაც შეიძლება, თუ ტუჩები კრემით ან ტუჩსაცხით (პომადით) გექნებათ დაფარული.

პომადა და კონტურული ფანქარი თქვენს ტუჩებს ფორმასაც შეუცვლის და ღიმილსაც გაგილამაზებთ. ოღონდ გახსოვდეთ: არ შეიძლება პომადით დაწოლა-დაძინება. ტუჩებსაც სხეულის სხვა ნაწილებივით სჭირდება დასვენება. დაწოლამდე მაკიაჟთან ერთად პომადაც უნდა მოიცილოთ.

როგორი მომხიბლავი ტუჩებიც უნდა გქონდეთ, როგორი გემოვნებით შერჩეული პომადაც უნდა გესვათ, მოუვლელი, კარიესული, ყვითელი ნადებით დაფარული კბილები ღიმილს მაინც დაგიუშნოებთ. ღიმილისთვის კბილების ფორმასა და ფერს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ კბილების მოვლას და, საზოგადოდ, პირის ღრუს ჰიგიენას, დიდი ყურადღება უნდა დაუთმოთ. კბილები დილა-საღამოს (ძილის წინ) აუცილებლად უნდა გაიხეხოთ. უკეთესია ყოველი ჭამის შემდეგ, მაგრამ თუ ამას ვერ მოახერხებთ, შეგიძლიათ პირის ღრუს გასაწმენდად საღეჭი რეზინი გამოიყენოთ. რაც მთავარია, კბილები მართებულად უნდა იხეხოთ: ჯაგრისი წრიულად, ნელ-ნელა უნდა ამოძრაოთ, ზედა ყბის კბილების წმენდისას - ზემოდან ქვემოთ, ხოლო ქვედა ყბის კბილების წმენდისას - ქვემოდან ზემოთ. ეს პროცედურა 2-3 წუთი უნდა გაგრძელდეს. აუცილებელია ჯაგრისით ღრძილებისა და ლოყის შიგნითა ზედაპირის მასაჟი. ეს მათ ამაგრებს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და პირის ღრუს უბნებს დაავადებებისგან იცავს. მასაჟი თავისთავად ხდება ვაშლის, საღეჭი რეზინისა და სხვა მკვრივი საკვების ღეჭვისას. ნუ დაიზარებთ, თვეში ერთხელ გამაჯანსაღებელი და სამკურნალო ხსნარი ან ნაყენიც გამოივლეთ, ან 15-20 წუთი ჩაიგუბეთ და გადმოღვარეთ.

უნაკლო, ქათქათა კბილები და ლამაზი ტუჩები თუ გექნებათ, გაღიმებასაც თამამად შეძლებთ. ასეთი ღიმილი კი, ვისაც გნებავთ, მოაჯადოებს.