როგორ უნდა ვუმკურნალოთ მეტამფეტამინით დამოკიდებულებას? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ უნდა ვუმკურნალოთ მეტამფეტამინით დამოკიდებულებას?

მეტამფეტამინი ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ დამოკიდებულებას იწვევს. ის ტვინში გამოყოფს ნივთიერებას, რომელიც ადამიანს უსაზღვრო ენერგიას მატებს. შესაბამისად, მეტამფეტამინზე დამოკიდებულება წამალდამოკიდებულებებს შორის ერთ-ერთი ყველაზე რთული სამკურნალოა.

მეტამფეტამინზე დამოკიდებულების მკურნალობის საუკეთესო გზა ქცევითი თერაპიაა. მსოფლიოში რამდენიმე ფართოდ გავრცელებული მეთოდია, რომელიც ამ წამლის დამოკიდებულების სამკურნალოდ გამოიყენება. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული "მატრიქსის მოდელია". ამ მეთოდით ინტენსიური მკურნალობა 16 კვირა გრძელდება და ის მოიცავს ქცევით თერაპიას, ოჯახურ განათლებას, ინდივიდუალურ კონსულტაციებს, ქცევების მართვის სპეციალურ 12 ნაბიჯიან სქემას, წამლის ტესტირებას, წამალის მოხმარების გარეშე სხვადასხვა აქტივობების წახალისებას. პრაქტიკამ აჩვენა, რომ ეს მეთოდი მეტამფეტამინზე დამოკიდებულებასთან ბრძოლაში ძალიან ეფექტურია. ამ დროს ადამიანები ცხოვრების ტრადიციულ რიტმს უბრუნდებიან, თავდაჯერებულებობა და თვითშეფასება უმაღლდებათ და პოზიტიურ მიზნებს ისახავენ.

მეტამფეტამინთან საბრძოლველად, ასევე, ხშირად მიმართავენ ინდივიდუალურ და ჯგუფურ ფსიქოთერაპიას.

ნარკომანიასთან ბრძოლის დროს ხშირად ხდება მედიკამენტოზური ჩარევაც. თუმცა ამ დროისთვის არ არის დადასტურებული, რომ რომელიმე მედიკამენტი მეტამფეტამინზე დამოკიდებულს აბსტინენციასთან ანუ ე.წ. "ლომკასთან" ბრძოლას უმარტივებს. ამ მიმართულებით National Institute on Drug Abuse-მა არა ერთი კვლევა ჩაატარა. კვლევის პირველ ეტაპზე ტესტირება ვირთხებზე ხდებოდა და ამ გამოკვლევებმა საკმაოდ დადებითი შედეგი მოიტანა. ახლა კი წამლების ეფექტურობა და უსაფრთხოება ლაბორატრიულად ისწავლება მეტამფეტამინზე დამოკიდებულ ადამიანებში. ასევე, კვლევის ერთ-ერთ ეტაპზე ცდილობენ შეიმუშაონ სქემა, რომლის მიხედვითაც ადამიანის იმუნური სისტემა წამლის განეიტრალებას შეძლებს, ვიდრე ის ტვინამდე მიაღწევს. ამას კი ანტიმეტამფეტამინის ანტისხეულების ინექციის საშუალებით მოახერხებენ. ასევე შეიძლება ორგანიზმში მოხდეს ვაქცინის შეყვანა, რომელიც თავად გამოიმუშავებს ანტისხეულებს. ამჟამად კვლევები მიმდინარეონს ანტიმეტამფეტამინის უსაფრთხოებაზე.

ბევრი უარყოფითი შედეგის მიუხედავად "გაბოროტებულის" მთავარი გმირი მაინც ვერ აღწევს თავს მეტამფეტამინზე დამოკიდებულებას.

უაითის ისტორიის სანახავად #ჩაუჯექი ქართულ ენაზე "გაბოროტებულს" ყოველ სამუშაო დღეს, საღამოს 19:00 საათზე GDS-ზე.