კბილების გასწორების თანამედროვე მეთოდი, რომელიც გარანტირებულ შედეგს გთავაზობთ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კბილების გასწორების თანამედროვე მეთოდი, რომელიც გარანტირებულ შედეგს გთავაზობთ

საკითხებით. ის წერდა კბილთა გასწორების მცდელობებზე და მასვე ეკუთვნის ტერმინი "სარძევე კბილები". ჰიპოკრატე დარწმუნებული იყო, რომ ბავშვის კბილების ფორმირება დედის რძისგან ხდებოდა.

კბილებისა და სახის განვითარება კომპლექსურია და დამოკიდებულია როგორც გენეტიკაზე ასევე გარემოზე. ძირითად შემთხვევაში კბილთა მჭიდრო დგომას გარემო ფაქტორების ერთობლიობა იწვევს. მნიშვნელოვანია, რომ დროულად მივაქციოთ ყურადღება სარძევე კბილებს, მათი ნაადრევი დაკარგვა იწვევს ისეთ გართულებებს როგორიცაა კბილთა არასწორი დგომა და ადგილის დეფიციტი კბილთა რკალში.

mkurnali.ge

1990 წლებიდან იწყება ახალი, მიოფუნქციური თერაპიის განვითარება ხოლო 2005 წელს ბაზარზე მიოფუნქციური თერაპიისტვის უნივერსალური მიობრეის აპარატები გამოჩნდა.

საქართველოში ალტერნატიული მკურნალობის მეთოდი –მიოფუნქციური თერაპია სულ ცოტა ხნის წინ გამოჩნდა. თუმცა მსოფლიოში ეს საშუალება წლებია, საკმაოდ აქტუალურია და თანკბილვის პრობლემასთან ბრძოლის ყველაზე ეფექტურ საშუალებად ითვლება.

მოცემული თერაპიის მთავარი ნაწილია სილიკონის აპარატი - მიობრეისი, რომელიც დღის განმავლობაში 2 საათით და მთელი ღამე უნდა ატაროს ბავშვა. როცა საქმე თანკბილვას ეხება, მნიშვნელოვანია ისეთი მკურნალობის დაგეგმვა, რომელიც საბოლოოდ აღმოფხვრის პრობლემას და ის თავს მომავალში აღარ გამოჩენს. სწორედ ასეთია მიობრეისი, რომელიც ებრძვის პრობლემის გამომწვევ მიზეზს და არა შედეგს. ხშირ შემთხვევაში (80%-ში) თანკბილვის ანომალია და კბილთა მჭიდრო დგომა გამოწვეულია კუნთების არასწორი ფუნქციით. ესენია არასწორი ყლაპვა და პირით სუნთქვა. ამ პრობლემების გამო ირღვევა კუნთების წონასწორობა, შედეგად ირღვევა როგორც კბილთა დგომა, ასევე ყბა-სახის ნორმალური ზრდა. ბრეკეტ სისტემით გასწორების შემთხვევაში, თუკი კუნთების ფუნქცია მოუწესრიგებელი დარჩა, ხშირია რეციდივი ანუ კბილები უბრუნდება საწყის მდებარეობას. მიობრესის შემთხვევაში კი შედეგი უფრო სტაბილურია. არასწორად განლაგებული კბილები ან თანწყობის ანომალია ჯობია მოვაგვაროთ იმ ასაკამდე, ვიდრე ზრდასა და ჩამოყალიბებას დაასრულებს. იდეალურია თუ ამას 12-13 წლამდე მოვასწრებთ.

mkurnali.ge

მიობრეისი ბრეკეტებისგან რამენიმე ძირითად საკითხში განსხვავდება. მიობრესისის გამოყენებისას მარტივია პირის ღრუს ჰიგიენის დაცვა, რაც საკმაოდ რთულია ბრეკეტების დროს. თუ პაციენტი არ იცავს სწორად ჰიგიენას, ბრეკეტის ფონზე ბავშვებში ხშირად ვითარდება მრავლობითი კარიესი, თეთრი ლაქები კბილებზე, ღძილების ანთება. მიობრეისი არის სრულიად უმტკივნეულო. მას არც კვებასთან დაკავშირებული აკრძალვები გააჩნია. ბრეკეტების შემთხვევაში იკრძალება მოკბეჩა და მაგარი საკვები. არ მოითხოვს შედეგის შენარჩუნების ფაზას. ბრეკეტების შედეგის შენარჩუნების ფაზა მინიმუმ მკურნალობის ვადაზე ორჯერ მეტია. თუმცა თუკი კუნთების ფუნქცია არ არის გამოსწორებული, შენარჩუნებაზე მთელი ცხოვრება უწევს ზრუნვა.

mkurnali.ge

საქართველოი მიობრეისის სერტიფიცირებული წარმოადგენელი მხოლოდ სტომატოლოგიური კლინიკა "ჰეფი დენტია", რომელიც მაღალი ხარისხის ავსტრალიურ პროდუქციას სთავაზობს მომხმარებლებს. აპარატი უკვე დაიტესტა ქართველ მომხარებლებზე და შეძლო ეჩვენება გამაოგნებელი შედეგი მხოლოდ 5 თვის განმავლობაში.

საბოლოო ჯამში კი, ორთოდონტებს თუ დავუჯერებთ, მიოფუნქციური თერაპია სულ მალე საქართველოშიც ყველაზე პოპულარულ და ეფექტურ მეთოდად იქცევა თანკბილვასთან ბრძოლის პროცესში, რასაც მისი კომფორტულობა, მოხერხებულობა და საკმაოდ ხელმისაწვდომი ფასი განაპირობებს.