პაროდონტიტი და მისი მკურნალობა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პაროდონტიტი და მისი მკურნალობა

 

  • არასწორი თანკბილვა;
  • კბილის შეცვლილი ფორმა;
  • პირის ღრუს არასრულფასოვანი ჰიგიენა;
  • საკვები რაციონის დარღვევა (ცილებისა და ვიტამინების ნაკლებობა);
  • ცხელი და მწარე საკვების ხშირი მიღება;
  • საჭმლის განსაზღვრული სტრუქტურა - მაგარისგან განსხვავებით, რბილი საკვები ვერ უზრუნველყოფს კბილების სათანადო წმენდას და ღეჭვისას კბილებზე ნორმალურ დატვირთვას, ეს კი, თავის მხრივ, შესაძლოა პაროდონტიტის განვითარების მიზეზად იქცეს;
  • მავნე ჩვევა, კერძოდ, საკვების ღეჭვა ყბის მხოლოდ ცალ მხარეს - ეს იწვევს ყბის ფუნქციურ გადატვირთვას და პაროდონტიტის განვითარების ხელშემწყობ ფაქტორად გვევლინება;
  • ნეგატიური ეკოლოგიური გარემო;
  • სტრესი;
  • თამბაქოს მოხმარება;
  • დიდი რაოდენობით ანტიბაქტერიული და სტეროიდული პრეპარატების მიღება;
  • ქრონიკული დაავადებები.

პაროდონტიტი ხშირად ჰორმონების ჭარბი პროდუქციის ფონზე ვითარდება, მაგალითად, ორსულობის პერიოდში, სქესობრივი მომწიფების დროს. ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორების ზემოქმედების შედეგად პირის ღრუში არსებულ მიკრობებს შორის დისბალანსი ვითარდება. ამ დისბალანსის დროს ხდება მიკრობების გამრავლება, რის შედეგადაც პირის ღრუში ანთებითი პროცესი ღვივდება. თუ ეს პროცესი დაიწყო, ის შეიძლება ღრძილებზეც გავრცელდეს, წარმოიქმნას პათოლოგიური ჯიბეები და კბილის ქვა, რაც უფრო მეტად ამძიმებს ანთებას. არსებობს პაროდონტიტის ლოკალური (მოიცავს ერთ ან ორ კბილს) და გენერალიზებული ფორმები. გენერალიზებული ფორმა უვითარდება ადამიანთა იმ კატეგორიას, რომელიც სათანადო ყურადღებას არ უთმობს პირის ღრუს ჰიგიენას და ამის გამო კბილებზე ნადები უჩნდება. ეს უკანასკნელი თანდათან აიქცევა კბილის ქვად, რომელიც დაავადების განვითარების ხელშემწყობი ფაქტორია. კბილის ნადებში, როგორც წესი, დიდი რაოდენობით არის მიკრობები. ისინი ანთებითი პროცესის პროვოცირებას ახდენენ და ღრძილის ქსოვილებში პათოლოგიური პროცესი პროგრესირებას განიცდის. როცა ანთებითი პროცესი მოიცავს მხოლოდ პაროდონტის ქსოვილების ზედაპირულ ფენებს (ღრძილების დვრილოვან ნაწილს), ეს გინგივიტია. ხოლო თუ პათოლოგიურმა პროცესმა პაროდონტის ღრმა ქსოვილოვანი ფენები მოიცვა – პაროდონტიტი. დაავადების სტადიებს განასხვავებენ ალტერაციული (დაზიანების) პროცესების შედეგად წარმოქმნილი პათოლოგიური ჯიბეებისა და კბილის მორყევის ხარისხის მიხედვით. ჩვეულებრივ, პათოლოგიური ჯიბეები კბილის მიდამოში კბილღრძილოვანი მიმაგრების დარღვევისა და ძვლოვანი ქსოვილის რეზორბციის (დაშლის) შედეგად ყალიბდება. რაც შეეხება კბილის მორყევას, ის შესაძლოა იყოს I, II და III ხარისხის. კბილის მორყევის ხარისხის სიმძიმე განპირობებულია პათოლოგიური ჯიბეების სიღრმით. პათოლოგიური ჯიბე შეიძლება იყოს 3 მმ (მსუბუქი ფორმა), 3-5 მმ (საშუალო ფორმა) და 7 მმ (მძიმე ფორმა) ზომის.


- რას გულისხმობს პაროდონტიტის მკურნალობა და რამდენად ეფექტურია ის?

- დღეს სტომატოლოგიურ პრაქტიკაში პაროდონტიტის მკურნალობის მრავალი მეთოდი არსებობს, რომლებიც დაავადების სიმძიმის შესაბამისად შეირჩევა. პირველ რიგში, ღრძილოვანი ქსოვილის გაჯანსაღებისთვის აუცილებელია კბილების ზედაპირიდან ქვებისა და ნადების მოშორება. ამისთვის საჭიროა 5-6 თვეში ერთხელ სტომატოლოგთან ვიზიტი, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადამიანს არაფერი აწუხებს. თუ ადამიანს დაეწყო ღრძილების ანთება (გინგივიტი), სისხლდენა და ტკივილი კბილების გამოხეხვის დროს ან გაუჩნდა უსიამოვნო სუნი პირის ღრუდან, აუცილებლად უნდა მიმართოს სტომატოლოგს და ჩაიტაროს შესაბამისი მკურნალობა. კვალიფიციურ და რაციონალურ მკურნალობას აქვს როგორც ანალგეზიური (ტკივილგამაყუჩებელი), ასევე ანთების საწინააღმდეგო, ანტიბაქტერიული და რეგენერაციული (აღდგენითი) ეფექტი. მისი წყალობით ხდება პირის ღრუში პათოლოგიური მიკრობების ზრდის მოწესრიგება. თუ დაავადებამ გამოიწვია კბილის მორყევა და ძვლოვანი ქსოვილის დესტრუქცია (რღვევა), მაშინ მიზანშეწონილია, ჩატარდეს ნაფლეთოვანი ოპერაცია. ის შესაძლებელს ხდის პათოლოგიური ქსოვილების მოცილებასა და ანთებითი პროცესის ალაგებას. ნაფლეთოვანი ოპერაციის დროს გამოიყენება ისეთი ბიოპლასტიკური მასალები, რომელთა საშუალებითაც ხდება დაზიანებული ძვლოვანი ქსოვილების აღდგენა. პაროდონტიტის მკურნალობის ერთ-ერთი მეთოდია კბილის შინირება - მორყეული კბილების მოთავსება ერთ ბლოკში, რის შედეგადაც ღეჭვითი ძალა დაზიანებული კბილებიდან ნაწილობრივ მეზობელ კბილებზე გადანაწილდება. ამისთვის გამოიყენება სპეციალური მინაიონომერული ლენტი, რომელიც ჰელიომასალის საშუალებით მაგრდება. მინდა აღვნიშნო, რომ პაროდონტიტის მკურნალობის ინოვაციურ მეთოდს წარმოადგენს მკურნალობა ლაზერის საშუალებით. ეს არის ახალი სიტყვა სტომატოლოგიაში. „ლაზერი“ აბრევიატურაა ხუთი ინგლისური სიტყვისა - Light Ampification by Stimulated Emisson of Rediation, რაც ნიშნავს "სინათლის გაძლიერებას იძულებითი გამოსხივებით". ლაზერის გამოგონებამდე ოპტიკური გამოსხივების ძირითად წყაროდ გამოიყენებოდა აერგანმტვირთავი და გახურებული ნათურები, რომლებშიც სხვადასხვა ლუმინესცენტური პროცესები მიმდინარეობდა.

- ლაზერთერაპია ახალი სიტყვააო, ბრძანებთ. რა უპირატესობა აქვს მას, რამდენად ეფექტურია და, რაც მთავარია, რამდენად უსაფრთხოა?

- პაციენტები ხშირად გვეკითხებიან: "უსაფრთხოა ეს პროცედურა?" ამაში დასარწმუნებლად საკმარისია ვაჩვენოთ ელექტრომაგნიტური სპექტრის ცხრილი, სადაც ვხედავთ, რომ დიოდური ლაზერი მიეკუთვნება ხილვად ტალღებს და მისი სიგრძეა 630-830 ნმ უმს-გამოსხივება. ტელე და რადიოსიხშირეები უფრო მავნეა ადამიანისთვის, ვიდრე სტომატოლოგიური ლაზერიდან გამომავალი. ეს საშუალებას გვაძლევს, ლაზერით ჩავატაროთ ყველა სტომატოლოგიური მანიპულაცია - ქირურგიული, პაროდონტოლოგიური, თერაპიული და ორთოპედიული. ლაზერული სტომატოლოგია სრულიად უმტკივნეულო და უსაფრთხოა. მისი დახმარებით შეიძლება ვუმკურნალოთ ღრძილებს, ჩავატაროთ უსისხლო ოპერაციები, ხელი შევუწყოთ იმპლანტანტების შენარჩუნებას, დაბოლოს, მისი საშუალებით შესაძლებელია კბილების იდეალურად გათეთრება. ლაზერის უპირატესობაა:

  • სამუშაო არეალის უსისხლოდ შენარჩუნება;
  • მოხმარების სისწრაფე და სიმარტივე;
  • ჭრილობის სტერილურობა;
  • არ საჭიროებს ნაკერებს;
  • მკვეთრად მცირდება ტკივილი;
  • ოპერაციის შემდგომ სისხლდენა არ გრძელდება;
  • ჭრილობა სწრაფად ხორცდება;
  • მინიმალურია ჭრილობის შემდგომი ტკივილი, შესივება და ნაწიბურები.
  • სტერილიზებულია კარიესული ღრუები, არხები და ფისურები (კბილის ზედაპირზე არსებული ჩანაჭდევები);
  • მკურნალობის გართულებათა შემდგომ, პერიაპიკალური ქსოვილები სწრაფად ხორცდება;
  • ხდება მინანქრის ჰიპერესთეზიის მკურნალობა;
  • სტომატიტებისა და ჰერპეს-ინფექციის მკურნალობა;
  • ღრმა კარიესის დროს შესაძლებელი ხდება ნერვის შენარჩუნება;
  • გათეთრება უმტკივნეულოა.

ლაზერით მკურნალობა ახლაღა იკიდებს ფეხს საქართველოში. ის საკმაოდ პროგრესული მეთოდია. მისი საშუალებით შესაძლებელია არხის, კარიესული ღრუსა და ჭრილობის 98%-იანი სტერილურობის მიღწევა. სხვადასხვა ეტიოლოგიის სტომატიტისა და ჰერპესული ინფექციის დროს პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ლაზერით დამუშავებისას უმალვე ქრება ტკივილი, წვა, ჭრილობა 3-ჯერ უფრო სწრაფად ხორცდება. განსაზღვრულ შემთხვევებში ლაზერის გამოყენებისას შეიძლება ანესთეზიაზე უარი ვთქვათ. ზედა და ქვედა ტუჩის ლაგამის ოპერაციები არ მოითხოვს ნაკერების დადებას, შესივება თითქმის არ ვითარდება და ჭრილობაც უფრო სწრაფად ხორცდება, ვიდრე სკალპელის გამოყენების შემთხვევაში. ლაზერის ანტიბაქტერიული თვისებები საშუალებას იძლევა, გამოვიყენოთ ის პაროდონტოლოგიაში. ლაზერი ეფექტურად ამუშავებს კბილის ფესვებს და უზრუნველყოფს პათოლოგიური ჯიბეების სრულ სანაციას. ლაზერით მკურნალობის ერთადერთ მინუსად შეიძლება ჩაითვალოს მისი სიძვირე ტრადიციულ მკურნალობასთან შედარებით, თუმცა მკურნალობის შედეგი ამართლებს გაწეულ ხარჯს.


- ქალბატონო ირმა, ზემოთ ბრძანეთ, რომ ჰორმონების ჭარბი გამოყოფა პაროდონტიტის განვითარების ხელშეწყობი ფაქტორია, რომ ის ხშირად ემართებათ ორსულებს, აგრეთვე - მოზარდებს სქესობრივი მომწიფების პერიოდში. რა თავისებურებით გამოირჩევა პაროდონტიტი ამ ჯგუფებში და არსებობს თუ არა მისი თავიდან აცილების გზა?

- პაროდონტიტის განვითარება ორსულებში განპირობებულია ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონული ცვლილებებით. ამ უკანასკნელთა შედეგად კბილებზე არსებულ ნადებში პათოლოგიური მიკროორგანიზმების რაოდენობა იმატებს. კბილების არასწორი გამოხეხვა იწვევს ღრძილების ანთებას ან ამძიმებს უკვე არსებულ დაავადებას პირის ღრუში. ორსულებში პაროდონტიტის მკურნალობის მიზანია როგორც კბილის ნადების წარმოქმნის კონტროლი, ასევე საზოგადოდ ინფექციური პროცესების შემცირება პირის ღრუში. მოზარდთა პაროდონტიტი იუვენილური პაროდონტიტის სახელით არის ცნობილი. სამწუხაროდ, დაავადება 10-13 წლის მოზარდებშიც გვხვდება. ამ ფორმის პაროდონტიტისთვის დამახასიათებელია პაროდონტის ინტენსიური დაზიანება და ძვლოვანი ქსოვილის პროგრესირებადი დესტრუქცია (დაშლა). იუვენილური პაროდონტიტიც შეიძლება იყოს ლოკალური და გენერალიზებული. მოზარდთა ლოკალური პაროდონტიტის კლინიკურ სურათს ახასიათებს პაროდონტის ქსოვილის დაზიანება ეშვებისა და პირველი მოლარის (მეექვსე კბილი) მიდამოში. თუ სათანადო მკურნალობა არ ჩატარდა, დაავადება პროგრესირებას განაგრძობს და ლოკალური იუვენილური პაროდონტიტი შესაძლოა გენერალიზებულ ფორმაში გადაიზარდოს. საბედნიეროდ, გენერალიზებული ფორმა ძალიან იშვიათია. მოზარდთა პაროდონტიტის დროს ღრძილოვან ქსოვილში ანთებითი პროცესები სუსტად ან საერთოდ არ ვლინდება. კბილზე არსებული ნადები და ქვა არ არის განპირობებული პაროდონტში მიმდინარე დესტრუქციული ცვლილებებით. კლინიკურად ჯანმრთელი პაროდონტის მქონე მოზარდ პაციენტს აუცილებელია ჩაუტარდეს ზონდირება ღრძილის დვრილის, ეშვებისა და მოლარების მიდამოში. დროულად ჩატარებული მკურნალობა შესაძლებელს ხდის, დაავადების მიმდინარეობა კეთილსაიმედო გახდეს. დაავადების გამომწვევია Actinobacillus Actinomycetes comitans. ეს დაავადება უმეტესად იმ ბავშვებს ემართებათ, რომელთა მშობლები ამ მიკროორგანიზმის მატარებლები არიან. დაავადების პროგრესირება განპირობებულია ამ მიკროორგანიზმის თვისებით, დათრგუნოს ლეიკოციტების ქემოტაქსისი (მოზიდვა), რის გამოც ანტისხეულები აღარ გამომუშავდება.

- რას გულისხმობს პაროდონტიტის პროფილაქტიკა?

- პაროდონტიტის პროფილაქტიკა მარტივია:

  • არ უნდა დაგავიწყდეთ კბილების გამოწმენდა დღეში ორჯერ, დილა-საღამოს;
  • გარდა ჯაგრისისა, გამოიყენეთ ჯაგრულა (სპეციალური პატარა ჯაგრისი) და ფლოსი (კბილის ძაფი), რადგან კბილის ჯაგრისით ყოველთვის ვერ ხერხდება კბილებს შორის არსებული კონტაქტების გამოსუფთავება. დღეში ერთხელ ან ორჯერ მიირთვით ხილი და ბოსტნეული (მაგარი საკვები - სტაფილო, კომბოსტო, ვაშლი). ცხოვრების წესად აქციეთ წელიწადში ორჯერ სტომატოლოგთან ვიზიტი.