რამდენიმე საკითხი ბავშვთა სტომატოლოგიიდან - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რამდენიმე საკითხი ბავშვთა სტომატოლოგიიდან

  • კბილის ამოჭრის ვადები;
  • ამოჭრის წყვილადობა;
  • ამოჭრის რიგი;
  • ამოჭრის თანმიმდევრობა;
  • ამოჭრის ზუსტი ადგილი.

კბილის ამოჭრის ვადები

კბილის ამოჭრის ვადები მისი ჩასახვის დროზეა დამოკიდებული. ადრე ჩასახული კბილი ადრე ვითარდება და ადრე ამოიჭრება. ემბრიონის განვითარების მე-5 თვემდე ჩასახული კბილები პირველები ამოიჭრება და წარმოადგენს დროებით კბილებს, ხოლო მე-5 თვიდან და ბავშვის დაბადებიდან 5 წლამდე ჩასახული მოგვიანებით ამოყოფს თავს და მუდმივ თანკბილვას ქმნის. კბილი ამოიჭრება განვითარების იმ სტადიაში, როდესაც დამთავრებულია გვირგვინის ფორმირება და კბილის ფესვის ჩამოყალიბება იწყება. ზოგჯერ ხდება ვადების ცდომაც - ისინი მცირდება ან იზრდება, რაც ყოველთვის პათოლოგიაზე არ მიუთითებს. დროებითი კბილების ამოჭრას ახასიათებს ფიზიოლოგიური   მოვლენების წყება:

  • პირველი ცვლილებები მჟღავნდება ღრძილოვან მორგვში - კბილის გვირგვინის მიწოლისას მორგვი ხდება  უფრო რბილი და თხელი, კბილის ამოჭრის ადგილას წარმოიქმნება შემაღლებები - ე.წ. კბილის გორაკები.
  • კბილის ამოჭრის დაწყების წინ ბავშვი ჭირვეულობს, წრიალებს, ყველაფერი პირისკენ მიაქვს  და ღრძილებით ღრღნის.
  • ძლიერდება ნერწყვის გამოყოფა, ბავშვი ვერ ასწრებს მის ჩაყლაპვას და ნერწყვი იღვრება გარეთ.
  • გამორიცხული არ არის კუჭის აშლა, რაც, სავარაუდოდ, ნერწყვის დიდი რაოდენობით ყლაპვის შედეგია.

სარძევე კბილების ამოჭრის ზუსტი ვადების დადგენა პრაქტიკულად შეუძლებელია. სხვადასხვა ავტორებს განსხვავებული მონაცემები მოჰყავთ. საშუალოდ მიღებულია 8-იდან 25-30 თვემდე პერიოდი.

ამოჭრის წყვილადობა

კბილებისთვის დამახასიათებელი მეორე კანონზომიერებაა მათი ამოჭრის წყვილადობა. ამოჭრა მიმდინარეობს თანამოსახელე კბილების ერთდროული ან თითქმის ერთდროული  გამოჩენით პირის ღრუში. ინტერვალი შეიძლება იყოს რამდენიმე დღე ან კვირა. ნორმალურად მზარდ ორგანიზმში ეს კანონზომიერება ყოველთვის დაცულია. თუ პირველი ამოიჭრა მარჯვენა ცენტრალური საჭრელი, მას რამდენიმე დღეში მარცხენა ცენტრალური საჭრელი მოჰყვება და ასე ყველა დანარჩენი კბილისათვის.

ამოჭრის რიგი

სარძევე კბილების ამოჭრის რიგითობა მათ ჩანასახოვან განვითარებასა და გვირგვინოვანი ნაწილის მინერალიზაციაზეა დამოკიდებული - როგორც ითქვა, კბილის ამოჭრა იწყება მხოლოდ მას შემდეგ, რაც დასრულდება გვირგვინის ფორმირება და გამინერალება. სარძევე კბილებიდან პირველად პირის ღრუში გამოჩნდება პირველი საჭრელები, შემდეგ - გვერდითი საჭრელები, მათ შემდეგ - პირველი სარძევე მოლარები, შემდეგ - ეშვები და ბოლოს - მეორე სარძევე მოლარები. ამ ეტაპზე მთავრდება სარძევე თანკბილვის ფორმირება.

ამოჭრის თანმიმდევრობა

წესისამებრ, კბილების ამოჭრა იწყება ქვედა ყბაზე, შემდეგ გრძელდება ზედა ყბაზე და ასე ყველა კბილის ამოჭრამდე. ცენტრალური საჭრელი კბილების ქვედა ყბაზე ამოჭრის შემდეგ ამოიჭრება მათი თანამოსახელე კბილები ზედა ყბაზე - ზედა ცენტრალური საჭრელები; მერე ქვედა ყბაზე ამოიჭრება გვერდითი საჭრელები, რამდენიმე კვირის შემდეგ - გვერდითი საჭრელები ზედა ყბაზე და ა. შ. 

ამოჭრის ადგილი

კბილების ამოჭრის ბიოლოგიური კანონზომიერების კიდევ ერთი დადასტურებაა კბილის ამოჭრის ზუსტად განსაზღვრული ადგილი. მარჯვენა ცენტრალური საჭრელი კბილი ყოველთვის ამოიჭრება სახის (ყბის) შუა ხაზის მარჯვენა მხარეს, მარცხენა ცენტრალური საჭრელი - შუა ხაზის მარცხნივ და ა. შ. კბილების განლაგების დარღვევა კბილების განლაგების ანომალიად განიხილება.