კბილებისა და ღრძილების ჯანმრთელობისთვის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კბილებისა და ღრძილების ჯანმრთელობისთვის

კბილები პირის ღრუში არსებული ძვლოვანი წარმონაქმნებია, რომელთა საშუალებითაც ადამიანი საკვებს აქუცმაცებს. კბილები დიდ როლს ასრულებს ბგერების წარმოთქმაშიც. ღრძილების მთავარი ფუნქცია კბილების კბილბუდეებში შენარჩუნებაა.

კბილებისა და ღრძილებისთვის სასარგებლო საკვები

სტაფილო - შეიცავს კაროტინს, რომელიც სასარგებლოა ღრძილებისა და, საზოგადოდ, პირის ღრუს ლორწოვანი გარსისთვის, ამაგრებს კბილის მინანქარს. უმი სტაფილო საუკეთესო ტრენაჟორ-მასაჟორია როგორც კბილების, ასევე ღრძილებისთვისაც.

რძე - შეიცავს კალციუმს, რომელიც კბილების ძირითადი საშენი მასალაა.

თევზი - შეიცავს ფოსფორს, რომელიც ასევე აუცილებელია კბილებისთვის.

მწვანილი - ორგანული კალციუმის უნივერსალური წყაროა.

ზღვის კომბოსტო - იოდისა და სასარგებლო მიკროელემენტების უხვი შემცველობის წყალობით აღადგენს ნივთიერებათა ცვლას ორგანიზმში.

ვაშლი - საუკეთესო მასაჟორია ღრძილებისთვის, წმენდს და ათავისუფლებს კბილებს ნადებისგან.

გოგრა - შეიცავს ფთორს, თუთიას, სელენს. საუკეთესოდ ათეთრებს კბილებს, ანიჭებს მათ სიმტკიცესა და ჯანმრთელობას.

ვარდკაჭაჭა - ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას პირის ღრუში, აღადგენს ნივთიერებათა ცვლას.

ხახვი - შეიცავს C ვიტამინსა და ფიტონციდებს. ამაგრებს ღრძილებს.

ზოგადი რეკომენდაციები

1. კბილებისა და ღრძილების ჯანმრთელობა ბევრად არის დამოკიდებული მთლიანად ორგანიზმის ჯანმრთელობაზე. მედიკოსთა რეკომენდაციის თანახმად, რეგულარული ვარჯიში და სპორტული დატვირთვა ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას მთელ ორგანიზმში, აძლიერებს იმუნურ სისტემას.

2. თუ გსურთ, შეინარჩუნოთ კბილებისა და ღრძილების ჯანმრთელობა, საკვებ რაციონში რეგულარულად უნდა ჩართოთ სხვადასხვა ხილი და ბოსტნეული. ერთიცა და მეორეც ვიტამინებისა და მინერალების საუკეთესო წყაროა. გარდა ამისა, უმი ხილისა და ბოსტნეულის ჭამა ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას პირის ღრუში, ასუფთავებს და მასაჟს უტარებს ღრძილებს, ამაგრებს კბილის მინანქარს.

3. ღრძილების ყოველდღიური მასაჟი თითით პაროდონტოზის პროფილაქტიკის საუკეთესო საშუალებაა.

4. წყალი ფთორის მთავარი წყაროა. ფთორის ნაკლებობის პირობებში, მოგეხსენებათ, კბილის მინანქარი იფიტება და სუსტდება, სიჭარბისას კი კბილები შავი წერტილებით იფარება. ამიტომ სასურველია, სვათ მხოლოდ კბილებისთვის მაქსიმალურად სასარგებლო წყალი.

5. უზმოზე წყლის სმა საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ამუშავებას განაპირობებს, ეს კი კბილების ნადებით დაფარვის საპროფილაქტიკო საშუალებაა, ამასთან - საჭმლის სრულფასოვანი მონელების საფუძველიც.

6. მეტისმეტად ცივი ან ცხელი საკვები მინანქარზე ბზარებს აჩენს, ამიტომ სასურველია, საკვები თბილი ან ოთახის ტემპერატურისა იყოს.

7. კარიესს აფერხებს ორგანიზმის დამცველობითი მექანიზმების განმტკიცება. ამისთვის საკმარისია კვების რეჟიმის მოწესრიგება, დღის რაციონის სრულფასოვნების კონტროლი, გამაჯანსაღებელი პროცედურებისა და ფიზიკური აქტივობის ცხოვრების წესად ქცევა.