რატომ არის პრობლემური სიბრძნის კბილი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ არის პრობლემური სიბრძნის კბილი

. მაგალითად, ქვედა სიბრძნის კბილს არ გააჩნია წინამორბედი - სარძევე კბილი, რომელიც მას მოუმზადებს კბილბუდეს, არ ჰყავს "უკანა მეზობელი", რომელიც ამოჭრისას დაიცავს მას გადახრა-ცდომილებისგან. ამასთან, 17-25 წლის ასაკში ამოჭრისას სიბრძნის კბილმა უნდა გადალახოს უკვე ფორმირებული და კალციფიცირებული ქვედა ყბის გარკვეული წინააღმდეგობა. ამიტომაც არის ასე პრობლემატური და სხვადასხვა გართულებებით დატვირთული სიბრძნის კბილების ამოჭრა.

სიბრძნის კბილის კარიესი

სიბრძნის კბილის კარიესი საკმაოდ ხშირი მოვლენაა, განსაკუთრებით მისი არასწორი მდებარეობისას. სიბრძნის კბილს ხშირად ისეთი მდებარეობა აქვს, რომ შეუძლებელია მისი სრულფასოვანი მოვლა, ნადებისაგან გულდასმით გახეხვა-გასუფთავება (მიუწვდომელია ჯაგრისისათვის). ასეთ შემთხვევაში ვითარდება კარიესი. პათოლოგიური პროცესი კბილის მიუწვდომელ უბნებს მოიცავს და შესაბამისად მოუხერხებელია ხოლმე მისი დაბჟენაც (მიუდგომელია მანიპულირებისთვის). ამიტომაც, ზოგიერთ შემთხვევაში, სტომატოლოგები რეკომენდაციას უწევენ სიბრძნის კბილის ექსტრაქციას (ამოღებას). ხოლო თუ მაინც მოხერხდა მისი დაბჟენა, სრულფასოვანი გახეხვა-გაწმენდის შეუძლებლობის გამო, მასზე ნადების დალექვისა და შესაბამისად მეორადი კარიესის განვითარების ალბათობა ძალზე დიდია.

ეს საინტრესოა

სიბრძნის კბილებს ბევრი საინტერესო ნიშანი და ლეგენდა უკავშირდება. მათდამი სხვადასხვა კულტურაში განსხვავებული დამოკიდებულება არსებობს. მაგალითად, ბოშებში მიღებულია სიბრძნის კბილის მიწაში, სასაფლაოზე ჩამარხვა - მიაჩნიათ, რომ ნახევარი წლის შემდეგ ეს მათ სიმდიდრეს მოუტანს. ზოროასტრიული შეხედულებებით, თუ ადამიანს არ ამოუვიდა სიბრძნის კბილი, ე. ი. ის მოკლებული იქნება წინაპართაგან მფარველობას. უძველესი შეხედულებებით სიბრძნის კბილი ჩნდება მაშინ, როდესაც ადამიანი აღწევს სიბრძნისა და სულიერი სიმწიფის ასაკს. ის, რომ სიბრძნის კბილი რამდენადმე დაკავშირებულია ადამიანის სულიერ სამყაროსთან, ეს სამეცნიერო გამოკვლევებითაც დადგენილია. მაგალითად, გერმანელი ექიმი, დოქტორი ფოლი თავის შრომებში ამტკიცებს, რომ ყოველი კბილი დაკავშირებულია ადამიანის ორგანიზმის გარკვეულ ორგანოსთან, და რომ თითოეული კბილის ტკივილი  ამა თუ იმ ორგანოში მიმდინარე პათოლოგიური პროცესის მანიშნებელი და განგაშის ზარია. სიბრძნის კბილს რაც შეეხება, დოქტორი ფოლი მას ფსიქიკასთან აკავშირებს.

ავტორი თინათინ გოცაძე

იხილეთ აგრეთვე სტატია "საძაგელი სიბრძნის კბილი"