მუდმივი კბილების დაკარგვისას - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მუდმივი კბილების დაკარგვისას

- მუდმივი კბილების დაკარგვის პირველი უსიამოვნო შედეგია ჯანმრთელი კბილების ფუნქციური გადატვირთვა. საჭმელი უხარისხოდ გადამუშავდება, რაც საბოლოო ჯამში აუარესებს საჭმლის მონელების ხარისხს და კუჭ-ნაწლავის სისტემაში პრობლემებს წარმოშობს. მეზობელი კბილები იწყებენ გადანაცვლებას დეფექტის მხარეს, რაც მოგვიანებით პროთეზირებას ართულებს. უფრო დიდი ზომის დეფექტის არსებობისას მუდმივი კბილის დაკარგვა მიმიკურ კუნთებზეც აისახება - თანდათან ღრმავდება მიმიკური ნაოჭი და მცირდება სახის ქვედა მესამედი, მიმდინარეობს ალვეოლის ძვლის ატროფია - განლევა.

- დანიშნულებიდან და ფუნქციიდან გამომდინარე, ყველაზე მეტად რომელი კბილების დაკარგვაა საშიში?

- ყველა კბილსა და კბილთა ჯგუფს განსაზღვრული ფუნქცია აკისრია, აქედან გამომდინარე, ადამიანისთვის ყველა კბილი თანაბრად მნიშვნელოვანი და საჭიროა. საკითხს თუ დეფექტის აღდგენის, შემდგომი პროთეზირების შესაძლებლობის კუთხით შევხედავთ, სხვებთან შედარებით საშიშია კიდური კბილის დაკარგვა. ეს ართულებს პროთეზირებას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დეფექტი დიდია - ცალ მხარეს სამზე მეტი კბილია დაკარგული. პროთეზირების სირთულე გულისხმობს კონსტრუქციის მასშტაბის გაზრდას. ამ შემთხვევაში გამოსავალია მოსახსნელი კონსტრუქცია ან დენტალური იმპლანტაცია.

- რა საშუალებებს გვთავაზობს თანამედროვე სტომატოლოგია დაკარგული კბილის აღსადგენად?

- მოგეხსენებათ, სტომატოლოგია ის დარგია, რომელიც ძალზე სწრაფად ვითარდება, იზრდება, იხვეწება. არსებობს სპეციალური პროგრამა, რომელიც პაციენტის ინდივიდუალური პარამეტრების, სხვადასხვა პოზიციაში გადაღებული ფოტო- თუ ვიდეომასალის საფუძველზე, სიმეტრიების გათვალისწინებით, გვთავაზობს პროთეზირების ოპტიმალურ ვარიანტს - რა ფორმის კბილები მიესადაგება იდეალურად პაციენტს. ზოგიერთი კონსტრუქცია პირის ღრუს სკანირების შემდეგ კომპიუტერულად პროგრამდება და იჩარხება. ამგვარი პროთეზი ზუსტად შეესაბამება პაციენტის პირის ღრუს და ესთეტიკურადაც მეტად მიმზიდველია. კონსტრუქციის მიხედვით არსებობს ორი სახის პროთეზები: მოსახსნელი და მოუხსნელი. მოუხსნელი პროთეზები სამუდამოდ მაგრდება არსებულ საყრდენ კბილებზე ან ფესვებზე. თანამედროვე სტომატოლოგია იმპლანტებზე პროთეზირების საშუალებასაც იძლევა. ეს ძალზე მოხერხებული მოუხსნელი კონსტრუქციაა. ზოგ შემთხვევაში გამოიყენება მოსახსნელი პროთეზის საფიქსაციოდ. მას შეუძლია, ცალკეული გვირგვინების ან ხიდების სახით სავსებით ჩაანაცვლოს მოსახსნელი პროთეზი. დენტალური იმპლანტაციის ღირსება ის არის, რომ არ მოითხოვს საყრდენი კბილების დეპულპაციასა და დაქლიბვას, ფუნქციურად არ ტვირთავს მეზობელ კბილებს. მოსახსნელი პროთეზის ერთ-ერთი ყველაზე მოხერხებული და ესთეტიკური ფორმაა ბიგელისებრი პროთეზი საკეტისებრი ფიქსაციით. ასეთი პროთეზი სხვებთან შედარებით იოლად შესაგუებელი და მოსახმარია. არსებობს ნეილონის ტიპის პროთეზი, რომელიც უფრო დრეკადი და თხელია, ვიდრე ჩვეულებრივი პლასტმასისა. თუმცა პროთეზის არჩევისას აუცილებელია რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინება, მათ შორის - დარჩენილი კბილების რაოდენობისა და ლოკალიზაციისაც.

- სურვილის შემთხვევაში ყველას შეუძლია დაკარგული კბილის აღდგენა თუ არსებობს რამე შეზღუდვა?

- პროთეზირებისთვის აბსოლუტური უკუჩვენება არ არსებობს, თუმცა ამა თუ იმ პათოლოგიური მდგომარეობის დროს კონსულტაციებს გავდივართ სხვადასხვა პროფილის სპეციალისტებთან, რის შედეგადაც პროთეზირება უფრო ეფექტური ხდება. არსებობს პაციენტთა კატეგორია, რომელიც სათუთ მოპყრობას მოითხოვს. მათთან აუცილებელია კომპლექსური მიდგომა, სხვადასხვა სპეციალისტის ჩარევა.

- ყოველთვის შესაძლებელია თუ არა კბილის აღდგენა? რამდენად მნიშვნელოვანია ასაკი?

- დაკარგული კბილის აღდგენა ნებისმიერ ასაკში შეიძლება. განსაკუთრებით საყურადღებოა ბავშვთა ასაკი, რადგან ამ პერიოდში მუდმივი კბილის დაკარგვა მრავალ პრობლემას წარმოშობს: უარესდება ღეჭვის ფუნქცია, იცვლება თანკბილვა, ირღვევა სახის სიმეტრია, მეტყველება. აქ მიდგომა კომპლექსურია, ორთოდონტი და თერაპევტი, ბავშვის ასაკის გათვალისწინებით, ერთად მუშაობენ.

- როგორ მოვიქცეთ, რომ აღდგენილი კბილები საკუთარივით გვემსახურონ, თანაც რაც შეიძლება დიდხანს?

- უპირველესად, საჭიროა პირის ღრუს სწორი მოვლა – ჰიგიენა და სტომატოლოგთან რეგულარული კონსულტაცია, გეგმური სანაცია, პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარება. უნდა ვერიდოთ ახალი კბილების დაკარგვას, რათა აღდგენილი კბილები ფუნქციურად არ გადაიტვირთოს. პროთეზები საგრძნობლად აუარესებს პირის ღრუს ზოგადჰიგიენურ მაჩვენებლებს, ამიტომ აუცილებელია არსებული კბილებისა და პროთეზების გულდასმით გაწმენდა და მოვლა.