მომხიბვლელი ღიმილი რომ გვქონდეს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მომხიბვლელი ღიმილი რომ გვქონდეს

- შესაძლებელია თუ არა, ტოლობის ნიშანი დავსვათ თეთრ და ჯანსაღ კბილებს შორის?

- თეთრი კბილები, რა თქმა უნდა, ძალიან ლამაზია, მაგრამ, სამწუხაროდ, თეთრი შეფერილობა ყოველთვის სიჯანსაღეს არ გულისხმობს.

- რაზეა დამოკიდებული კბილების ფერი?

- კბილების ფერს ბევრი ფაქტორი განსაზღვრავს, ესენია:

  • გენეტიკა;
  • ასაკი;
  • ცხოვრები წესი;
  • მავნე ჩვევები: მათ შორის - ნიკოტინის მოხმარება, ყავის, ჩაის, ფერადი სასმელის გამოყენების სიხშირე და ა.შ.

- ჰიგიენის თვალსაზრისით, რა დამატებითი საშუალება არსებობს კბილების გასასუფთავებლად?

- ჰიგიენა ყოველთვის იყო და არის უმნიშვნელოვანესი პირობა ჯანსაღი კბილების შესანარჩუნებლად. ინდივიდუალური ჰიგიენის სწორი დაცვა საშუალებას გვაძლევს შევინარჩუნოთ კბილების ბუნებრივი ფერი და მოვიშოროთ საკვებ პროდუქტებში შემავალი მღებავი ნივთიერებებისგან წარმოქმნილი ნადები.

ინდივიდუალური ჰიგიენა, ძირითადთან ერთად, დამხმარე საშუალებების გამოყენებასაც ითვალისწინებს. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ჯაგრისის სიხისტეს, ჯაგრულების განლაგებას, გამოხეხვის წესს, ასევე კბილის პასტების ტიპებს და ა.შ. დღესდღეობით ბაზარზე წარმოდგენილია როგორც მანუალური, ისე ელექტრო, ულტრაბგერითი და ლაზერული ჯაგრისები, რომლებიც ახალი სიტყვაა თანამედროვე რეალობაში.

ულტრაბგერითი ჯაგრისები 90-იან წლებში ამერიკელმა პროფესორმა ღ. Bოკ-მა შეიმუშავა და დააპატენტა, ე.წ. Uლტრასონეხ, ის მექანიკურად აშორებს ნადებს, ხოლო ულტრაბგერა იწვევს ბაქტერიების ჯაჭვის რღვევას. ეს არის უსაფრთხო და ეფექტური ინდივიდუალური საშუალება.

ლაზერულ ჯაგრისში კი (ლასერტოოტჰბრუსჰ) ჩამონტაჟებული ლაზერული სხივი განაპირობებს ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელ ეფექტს. ეს ჯაგრისი კბილის პასტის გამოყენებას არ საჭიროებს.

რაც შეეხება კბილის პასტებს, მსოფლიო დაიპყრო ე.წ. V თაობის კბილის პასტებმა, ესენია კომპლექსური კბილის პასტები, რომელთაც ერთდროულად რამდენიმე თვისება აქვს.

მნიშვნელოვანია ასევე დამხმარე ჰიგიენური საშუალებების გამოყენება, მაგ. ფლოსები, ირიგატორები, ინტერდენტალური ჯაგრისები, ე.წ. “ზღარბუნები” და ა.შ.

- კბილების გასათეთრებლად რა მეთოდები გამოიყენება საქართველოში?

- საქართველოში კბილის გათეთრების მსოფლიოში არსებული ყველა მეთოდი და საშუალება გამოიყენება. არსებობს გათეთრების მექანიკური და ქიმიური მეთოდი.

მექანიკური მეთოდი გულისხმობს პროფესიული ჰიგიენის ჩატარებას ექიმ-სტომატოლოგთან. იგი სპეციალური აბრაზიული პასტით ასუფთავებს კბილებს ნადებისა და საკვების პიგმენტებისგან. ამ პროცედურის შემდგომ კბილები ინარჩუნებს ბუნებრივ ფერს.

არსებობს ქიმიური გათეთრების ორი მეთოდი: გათეთრება შესაძლებელია სახლის პირობებში, ამ დროს პაციენტი იყენებს კაპებს. მას შეუძლია, მათეთრებელი გელი მოათავსოს კაპაზე და ატაროს სამსახურში, ძილისა და მანქანის მართვის დროს. მათეთრებელი გელი შეიცავს წყალბადის ზეჟანგის 10-18%-ს.

არსებობს ქიმიური გათეთრების მეორე სახე: კლინიკაში, როდესაც ათეთრებს ექიმი-სტომატოლოგი სტომატოლოგიურ კაბინეტში. ამ შემთხვევაში წყალბადის ზეჟანგის შემცველობაა 35-40%.

საზოგადოდ, ქიმიური გათეთრება ან მხოლოდ სპეციალური მათეთრებელი გელებით, ან მათეთრებელი გელითა და ლაზერის აპარატის გამოყენებით ტარდება.

- რას გვეტყვით გასაყიდად გამოტანილ კბილების გასათეთრებელ სხვადასხვა საშუალებაზე (კბილის პასტები, სპეციალური გელები, საღეჭი რეზინები), რამდენად ეფექტიანია მათი გამოყენება?

- სხვადასხვა ფირმის წარმოებული მართლაც უამრავი საშუალება იყიდება - პასტები, გელები და სხვა.

მათეთრებელი კბილის პასტა ორი სახისაა. ერთი მაღალი აბრაზივობისაა, მეორე შეიცავს მათეთრებელი ეფექტის მქონე ცილებს ანუ ენზიმებს.

- კბილების გათეთრების პროცედურა ხომ არ აზიანებს მინანქარს?

- კბილები თუ ყველა წესის დაცვით თეთრდება (თანმიმდევრობა, პერიოდულობა, გამოიყენება მსოფლიოს წამყვანი ფირმების მიერ მოწოდებული ხარისხიანი მათეთრებელი პროდუქცია), მაშინ მინანქარი არ ზიანდება.

- რამდენ ხანს ნარჩუნდება ეფექტი?

- გათეთრების შემდგომი ეფექტი ნარჩუნდება 6 თვიდან 2 წლამდე, ეს დამოკიდებულია პაციენტის ჩვევებზე, ინდივიდუალურ ჰიგიენაზე, ნიკოტინის მოხმარებასა და სხვა ფაქტორებზე.

- როგორ გავიგოთ, გვჭირდება თუ არა კბილების გათეთრება და რომელი მეთოდია ჩვენთვის ოპტიმალური?

- ქიმიური გათეთრება სამკურნალო პროცედურა არ არის და პაციენტის სურვილის გათვალისწინებით იმ შემთხვევაში ტარდება, თუკი მას თეთრი კბილები სურს.

- ხომ არ აქვს უკუჩვენებები ან ასაკობრივი შეზღუდვა?

- ქიმიურ გათეთრებას აქვს უკუჩვენებები:

  • ფეხმძიმობა, ძუძუთი კვება;
  • მინანქრის ეროზიული დაზიანება;
  • ბავშვთა და მოზარდთა ასაკი.

- პროცედურის შემდგომ რა გართულებებია მოსალოდნელი?

- ქიმიური გათეთრების შემდგომ გართულებად შეიძლება მივიჩნიოთ ჰიპერესთეზია ანუ მომატებული მგრძნობელობა, რაც იშვიათად იჩენს თავს. მის სამკურნალოდ გამოიყენება სპეციალური გელები და პასტები, რომლებიც აქრობს აღნიშნულ მგრძნობელობას.

- რას უნდა მოვერიდოთ კბილების გათეთრების შემდეგ?

- კბილების გათეთრების კურსის მიმდინარეობისას უნდა ვერიდოთ ბუნებრივი საღებავების შემცველ პროდუქტებსა და სასმელებს.

- რამდენად ხელმისაწვდომია ეს პროცედურა?

- ყველა კლინიკას ინდივიდუალური განფასება აქვს, ხარისხი კი, საზოგადოდ, ფასზეც აისახება.