კბილების გასათეთრებლად რომელი საშუალებაა შედარებით უსაფრთხო - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კბილების გასათეთრებლად რომელი საშუალებაა შედარებით უსაფრთხო

ზეჟანგის გამოყენებით. სტომატოლოგები გვაფრთხილებენ, რომ ეს საშუალებები არა მარტო არაეფექტური, არამედ საშიშიცაა. საქმე ისაა, რომ სოდა ძალიან ძლიერად აბრაზიულია და მისმა უკონტროლო გამოყენებამ შეიძლება კბილის მინანქარი დააზიანოს.

შედარებით ნაკლები აბრაზიულობით ხასიათდება კალციუმის გლუკონატი და აქტივირებული ნახშირი. ეს ნივთიერებები დღესაც გამოიყენება კბილის პასტების წარმოებისთვის, თუმცა სტომატოლოგები არ გვირჩევენ მათ თვითნებურ ხმარებას. გარდა ამისა, მათი მოქმედება კბილების ნადებისგან მექანიკური გასუფთავებით შემოიფარგლება და არა გათეთრებით. წყალბადის ზეჟანგი კი გამოიყენება პროფესიული გათეთრებისას, თუმცა სხვა კონცენტრაციით. ამასთან, პროფესიულ გელებში სხვა ნივთიერებებიცაა, რომელიც ააქტიურებს დენტინის ნივთიერებებს.

შედარებით უსაფრთხოა ლიმონის წვენი და მარწყვის პიურე. მათი წასმა კბილებზე შეიძლება ბამბის ჩხირით, კბილის ჯაგრისით, ან კბილების გაწმენდა ლიმონის ცედრით. ამის შემდეგ საჭიროა პირის ღრუში წყლის გამოვლება, რადგანაც ხილის მჟავების ხანგრძლივმა მოქმედებამ შეიძლება მინანქარი დაასუსტოს.

ნებისმიერი გათეთრების შემდეგ რეკომენდებულია "უფერული დიეტის" დაცვა. გათეთრების დროს მინანქარი უფრო ფორიანი და საღებავებისადმი მგრძნობიარე ხდება. ამიტომ უნდა შეიზღუდოს მკვეთრი წითელი ფერის ხილის, ჭარხლის, წითელი ღვინის, ზოგიერთი სოუსისა და სუნელის მიღება. ჩაი და ყავა კბილებზე ნადების გაჩენას უწყობს ხელს. ცხადია სრულად ხილის, ჩაის და ყავის რაციონიდან ამოღება არ ღირს, უბრალოდ მათი მიღების შემდეგ პირის ღრუში სუფთა წყალი უნდა გამოივლოთ.

ცალკე უნდა ვახსენოთ კბილების გაყვითლების ძლიერი ფაქტორი - სიგარეტი. ეს მავნე ჩვევა შეიძლება კბილების გათეთრების უკუჩვენებაც კი იყოს, რადგანაც ნადები ძალიან სწრაფად ისევ გაჩნდება კბილებზე.

ლალი ჩხიკვაძე