საძაგელი სიბრძნის კბილი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

საძაგელი სიბრძნის კბილი

არ ჰყავს წინამორბედი სარძევე კბილი, რომელიც ნიადაგს შეამზადებდა მისი უმტკივნეულო "დაბადებისთვის", ამიტომ 18-30 წლის ასაკში, როდესაც ყბების ძვლოვანი ქსოვილის ფორმირება დამთავრებულია, სიბრძნის კბილს მნიშვნელოვანი მექანიკური წინააღმდეგობის გადალახვა უხდება.

  • ტკივილსა და შესიებას უყურადღებოდ ნუ დატოვებთ!

კბილთა რიგში ადგილის უკმარისობის მიზეზი ადამიანის ევოლუციის პროცესში საღეჭი აპარატის შეცვლაა. ყბების ზომა შესამჩნევად შემცირდა. ადგილის დეფიციტის გამო სიბრძნის კბილი იხრება ძირითადი კბილების რიგიდან ან ებჯიინება მეზობელ, რიგით მეშვიდე კბილს და საერთოდ ვერ ახერხებს ამოჭრას. ღრძილი სივდება, იწყება მისი ტრავმირება, ადამიანს უჭირს პირის ფართოდ გაღება, ყლაპვა, ზოგჯერ სიცხეც უწევს.

  • როგორ მოვიქცეთ?

მხოლოდ ერთი რამ გვევალება - სტომატოლოგთან გაქცევა. რაც უფრო მეტხანს ვივლით გასიებული ღრძილით, სადაც უკვე ანთებითი პროცესია დაწყებული და ვეცდებით, მდგომარეობა სოდიანი წყლით ან გვირილის ნაყენით შევიმსუბუქოთ, მით უფრო დიდი იქნება ალბათობა, შედეგად სერიოზული გართულებები მივიღოთ. უნდა გვახსოვდეს ერთი რამ: თუ კბილმა თავიდანვე "ცუდი ხასიათი" გამოამჟღავნა, იმედი, რომ მდგომარეობა დროთა განმავლობაში გამოსწორდება, ამაოა. გამოძებნეთ დრო და მიმართეთ ექიმს. ადვილი შესაძლებელია, მისი დახმარებით "ბრძენმა" თავისი კანონიერი ადგილი დაიკავოს კბილთა რიგში. თუმცა არის შემთხვევები, როცა მერვეს ამოღება გარდაუვალია. მაგალითად, მისი ანომალიური მდებარეობისას.

ოპერაცია კეთდება ადგილობრივი გაუტკივარებით და ზოგჯერ საათზე მეტხანს გრძელდება, მაგრამ სათანადო ანესთეზიის შემთხვევაში რთული გადასატანი არ არის. შემდეგ ჭრილობის ინფიცირების თავიდან ასაცილებლად ინიშნება ანტიბაქტერიული თერაპიის შვიდდღიანი კურსი. ოპერაციის შემდეგ გართულებები მოსალოდნელია, მაგრამ პროფესიონალის ხელში მათი ალბათობა მინიმალურია. ასეა თუ ისე, კბილის ამოღებიდან მესამე-მეოთხე დღეს ექიმთან კონსულტაცია მაინც საჭიროა.

  • ნუთუ ზედმეტია?!

სიბრძნის კბილებს ხშირად რუდიმენტებს უწოდებენ და დაუფიქრებლად იღებენ. ეს შეცდომაა - ადამიანის ორგანიზმში არაფერია ზედმეტი! იყო დრო, როდესაც მიაჩნდათ, რომ ჭიანაწლავი არ გვჭირდებოდა, მერე კი აღმოჩნდა, რომ ის ძალიანაც საჭიროა და მისი ამოკვეთა მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობისას არის დასაშვები. ზუსტად იგივე ითქმის სიბრძნის კბილებზე: ჯერ ერთი, მათი საშუალებით საკვები თანაბრად და სწორად ნაწილდება, მეორეც, მომავალში ისინი ხიდისმაგვარი პროთეზის საყრდენად გამოდგება - ჩვენ ხომ არ ვიცით, რა გველის...

  • ცნობისმოყვარეთათვის

  1. თანამედროვე ადამიანის კბილის გვირგვინი 10-12მმ-ით ვიწროა, ვიდრე მისი შორეული წინაპრებისა.
  2. ადამიანს, წესით, ოთხი სიბრძნის კბილი უნდა ჰქონდეს, მაგრამ ბევრს ისინი არასრულად ამოეჭრება ან საერთოდ არ ამოსდის.
  3. მერვეებს ხშირად ემართებათ კარიესი. ამაში დამნაშავეა მათი მდებარეობა, რაც მათ სათანადო მოვლას ართულებს.

დღეს სტომატოლოგია აღჭურვილია უახლესი მეთოდებით, რომლებიც საშუალებას იძლევა, კბილების მკურნალობა თუ რესტავრაცია ერთობ მოკლე ხანში ჩატარდეს. თანამედროვე სარესტავრაციო მეთოდიკამ შეცვალა კბილების მკურნალობის ძველებური რთული მეთოდები და შესაძლებელი გახდა დაშლილი კბილების თითქმის არაფრისგან აღდგენა, მათი განლაგებისა და ფორმის შეცვლა. მთავარია, დროულად მიმართოთ სტომატოლოგს!