რეკომენდაციები ბავშვთა სტომატოლოგისგან - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რეკომენდაციები ბავშვთა სტომატოლოგისგან

- როდის ამოდის პირველი კბილი და როდის იწყებს ბავშვი კბილის მოცვლას?

- პირველი სარძევე კბილები 6-8 თვის ასაკში ამოიჭრება, ხოლო მათი მოცვლა 5-6 წლის ასაკიდან იწყება. თუმცა ეს მონაცემები ინდივიდუალურია და მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული. ბოლო წლების განმავლობაში ძალიან ხშირად მოგვმართავენ პატარა პაციენტები, რომლებსაც ადრეული ან დაგვიანებული კბილების ამოჭრა აღენიშნებათ. თუმცა სარძევე კბილების ამოჭრის - საშუალოდ 2-3 თვით, მუდმივი კბილებისა კი 1-2 წლით გადაცილება მოცემული მონაცემებიდან პათოლოგიად მაინც არ ითვლება.

- კბილის ამოსვლის დროს რა სიმპტომები აქვთ ბავშვებს?

- ეს აბსოლუტურად ინდივიდუალურია. შესაძლებელია კბილების ამოჭრის პერიოდი მიმდინარეობდეს თითქმის უსიმპტომოდ, თუმცა ასევე შესაძლოა აღინიშნებოდეს ღრძილების ქავილი, წვა, გაძლიერებული ნერწყვდენა, დისკომფორტი, რომელსაც ბავშვი ტკივილად აღიქვამს. ამ დროს ბავშვი არის უხასიათოდ, აგზნებული, ჭირვეულობს და ხშირად ტირის. ზოგჯერ უარს ამბობს კვებაზე. ხანდახან კბილების ამოჭრას თან ახლავს ტემპერატურის მომატებაც. ამ დროს მშობელმა ბავშვს მაქსიმალურად უნდა შეუმსუბუქოს მდგომარეობა სპეციალური წყლიანი საღეჭი სათამაშოებით, რომლებიც წინასწარ მაცივარში უნდა გაცივდეს. შესაძლოა ტკივილგამაყუჩებელიც გახდეს საჭირო, თუმცა ამ შემთხვევაში პედიატრთან კონსულტაციის გარეშე პრეპარატი არ ინიშნება.

- რა ასაკიდან უნდა დაიწყოს ბავშვმა კბილების გახეხვა?

- კბილების წმენდა იწყება პირველი სარძევე კბილის ამოსვლისთანავე - ვიწყებთ ამ ერთი კბილის წმენდას და არ ველოდებით დანარჩენების ამოსვლას. თავდაპირველად ვწმენდთ სპეციალური თითზე წამოსაცმელი რბილი “ჯაგრისით”, თუმცა ასევე შესაძლებელია მშობელმა თითზე გადაიხვიოს ბინტი და კბილი მექნიკურად გაიწმინდოს. საწყის ეტაპზე კბილები იწმინდება მხოლოდ ჯაგრისით, კბილის პასტის გარეშე. მოგვიანებით კი უკვე შეგვიძლია საბავშვო კბილის პასტების გამოყენება. ყურადღება უნდა მივაქციოთ მის ოდენობას და ფთორის შემცველობას კბილის პასტაში. ბავშვთა ასაკში თითო წმენდაზე უნდა გამოვიყენოთ დაახლოებით ბარდის მარცვლის ზომის პასტა.

- როგორ მოვუაროთ ბავშვის კბილებს?

- ყურადღება მინდა გავამახვილო ამ კითხვასა და მშობლის ფაქტორზე. სწორედ ბავშვთა ასაკში წყდება ის, თუ როგორი კბილები და თანკბილვა ექნება ბავშვს მომავალში და ეს მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული მშობლებზე. მშობლები თამაშობენ მნიშვნელოვან როლს პატარების პირის ღრუს სიჯანსაღეში, პასუხს აგებენ ჰიგიენაზე, მოვლაზე, ასევე იმაზე, თუ როგორ გააგრძელებს შემდგომში ბავშვი პირის ღრუს იდივიდუალური ჰიგიენის დაცვას.

სწორი ჰიგიენა კი გულისხმობს: კბილების გაწმენდას დღეში ორჯერ, დილას და საღამოს - ძილის წინ. წმენდის პროცესს აუცილებლად უნდა აკონტროლებდეს მშობელი, რომელმაც სასურველია კონსულტაცია გაიაროს სტომატოლოგთან და მიიღოს ზუსტი ინფორმაცია ჯაგრისის სწორად ხმარების თავისებურებებზე.

მომდევნო მნიშვნელოვანი ფაქტორი - ეს არის კვების რაციონი, რომელშიც მაქსიმალურად უნდა შევამციროთ ნახშირწყლებით მდიდარი საკვები და გავამდიდროთ ცოცხალი ხილითა და ბოსტნეულით, რათა პატარამ ადრეული ასაკიდან მუდმივად მიიღოს ვიტამინებისა და მინერალების დღიური დოზა. და აქვე აუცილებელია რამდენიმე სიტყვა მავნე ჩვევებზეც ითქვას. მოგეხსენებათ, სწორედ ბავშვთა ასაკში წყდება, თუ როგორი თანკბილვა ჩამოუყალიბდება ბავშვს საბოლოოდ. ამაზე კი გავლენას ახდენს მავნე ჩვევები, განსაკუთრებით კი საწოვარას ხანგრძლივი გამოყენება, რასაც აუცილებლად უნდა ვაქციოთ ყურადღება და დროულად გადავაჩვიოთ ბავშვი.

შეჯამების სახით კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ ბავშვის კბილებზე ზრუნვა პირველი კბილის ამოსვლისთანავე იწყება, საუკეთესო ზრუნვა კი ნებისმიერი პრობლემის დროული დიაგნოსტიკა და პრევენციაა.