რუბრიკები
ოჯახის მკურნალიs ანონსი
ჭინჭრის ციება
ჭინჭრის ციება

ჭინჭრის ციება მეტად გავრცელებული პათოლოგიაა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, დაახლოებით ყოველ მესამე ადამიანს სიცოცხლეში ერთხელ მაინც გადაუტანია ის. ჭინჭრის ციება უმეტესად 20-დან 60 წლამდე ასაკის ქალებში გვხვდება, რასაც  მკვლევრები ქალის ნეიროენდოკრინული სისტემის თავისებურებებით ხსნიან.  ჭინჭრის ციების პათოგენეზსა და კლინიკურ თავისებურებებზე გვესაუბრება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის მიმართულების ასოცირებული პროფესორი ბიძინა მაჭავარიანი.

- ბატონო ბიძინა, რას წარმოადგენს ჭინჭრის ციება? 
- ჭინჭრის ციება, იგივე ურტიკარია, არის გარდამავალი გამონაყარი,  რომლის მორფოლოგიური ელემენტია ბებერა. ეს უკანასკნელი შეიძლება იყოს მოწითალო, ფერუცვლელი ან თეთრი, ერთი ან მრავლობითი. ბებერა ზეწოლის შედეგად ფერმკრთალდება და არ ტოვებს კვალს. მისი დიამეტრი რამდენიმე მილიმეტრიდან რამდენიმე სანტიმეტრამდე მერყეობს.


- როგორია ჭინჭრის ციების კლინიკური სურათი?
- ჭინჭრის ციების კლინიკური სურათის მრავალფეროვნება მისი წარმოშობის სხვადასხვა პათოგენეზური მექანიზმით აიხსნება. ჭინჭრის ციებას ახასიათებს ქავილი, ვინაიდან ის წარმოიშობა კანის ეპიდერმულ შრეში, სადაც ნერვული რეცეპტორებია განთავსებული. აღსანიშნავია, რომ ანგიოშეშუპების დროს პათოლოგიური პროცესი მოიცავს კანქვეშა ცხიმოვან ქსოვილს, კანის უფრო ღრმა შრეებს, სადაც ნერვული რეცეპტორები და პოხიერი უჯრედები (რომლებიც ჰისტამინის წყაროა) არ არის განლაგებული, ამიტომაც მას ქავილი არ ახასიათებს. საერთოდ, ჭინჭრის ციება და კვინკეს შეშუპება (ანგიოედემა) ერთი და იმავე პათოლოგიური პროცესის სხვადასხვა კლინიკური გამოვლინებაა. ურტიკარია და კვინკეს შეშუპება ნებისმიერ ასაკშია მოსალოდნელი, როგორც ცალ-ცალკე, ასევე კომბინირებულად. გვხვდება მოსახლეობის 20%-ში.  ჭინჭრის ციება შეიძლება მიმდინარეობდეს ან მწვავედ, ან ქრონიკულად.  ქრონიკულად იმ შემთხვევაში ითვლება, თუ 6 კვირაზე მეტხანს გაგრძელდა. მწვავე ჭინჭრის ციება მიეკუთვნება დაუყოვნებელი პირველი ტიპის ალერგიულ რეაქციას. ამ დროს კანი წარმოადგენს “შოკურ” ორგანოს, სადაც სპეციფიკური ალერგიული რეაქცია ვითარდება. ჭინჭრის ციება შეიძლება შეუღლებული იყოს ანგიონევროზულ შეშუპებასთან, ზოგიერთ შემთხვევაში კი იყოს ამა თუ იმ დაავადების გამოვლინების სინდრომი  - მაგალითად, ჭინჭრის ციება შრატის დაავადების დროს, ქოლინერგული ჭინჭრის ციება და სხვა. ურტიკარია კლინიკურად ვლინდება გამონაყარით, რომელიც წააგავს ჭინჭრის ნასუსხს. აქედან წარმოდგება მისი სახელწოდებაც. როგორც უკვე აღვნიშნეთ, გამონაყარი შეიძლება სხვადასხვა ზომისა იყოს - რამდენიმე მილიმეტრიდან რამდენიმე სანტიმეტრამდე დიამეტრისა. ის ზეწოლის შედეგად ფერმკრთალდება  და კვალს არ ტოვებს. ახასიათებს ქავილი. შესაძლოა გაჩნდეს სხეულის ნებისმიერ უბანზე, უფრო - კიდურებსა და ტანზე. გამონაყარი დროებითია და რამდენიმე საათში შესაძლოა მკურნალობის გარეშეც გაქრეს. გამორიცხული არ არის, პაციენტს გამოუვლინდეს ტემპერატურული რეაქცია, ხოლო თუ ჭინჭრის ციება წარმოადგენს სხვა დაავადების სინდრომს (მაგალითად, შრატისმიერი ჭინჭრის ციება), მას  შესაძლოა თან ახლდეს სახსრების ტკივილი და არტერიული წნევის დაწევა. კვინკეს შეშუპებას, ჭინჭრის ციებისგან განსხვავებით, ქავილი არ ახასიათებს. ის უმეტესად გამოვლინდება პერიორბიტალურ და პერიორალურ მიდამოებში და ნაწილდება სიმეტრიულად. ასევე ხშირად ვითარდება ზედა და ქვედა კიდურებზე და სასქესო ორგანოებზე, ენაზე. ენის შეშუპებამ შესაძლოა გამოიწვიოს სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობა (მოხრჩობა, სუნთქვის გაძნელება), ამიტომაც ის მოითხოვს სასწრაფო სამედიცინო ჩარევას სტაციონარის პირობებში.




თარიღი : 19-03-2015
პლაზმოდერეზი თუ შველის რამეს
პლაზმოდერეზი თუ შველის რამეს
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ხშირად ადამიანები რეალობისან შორს არსებულ მოვლენებზე შფოთავენ. მიჩიგანის უნივერსიტეტში დაამტკიცეს, რომ თუ ქაღალდზე ჩამოვწერთ შფოთვის გამომწვევი საგნებისა თუ მოვლენების სიას, შეიძლება სტრესისა და შფოთვის დონის დაქვეითება.
დემოგრაფიული უსაფრთხოების საზოგადოების დირექტორი, ირინა მედვედევა საზოგადოებაში მიმდინარე ცვლილებებს და კონკრეტული საკითხისადმი ახალგაზრდების დამოკიდებულებებს სამედიცინო შეფასებას აძლევს და ქცევის გარკვეულ მომენტებს შიზოფრენიასთან აკავშირებს.
სამედიცინო ჟურნალში Pediatrics გამოქვეყნდა ამერიკელ მეცნიერთა, კერძოდ, სენტ ლუისში არსებული ვაშინგტონის უნივერსიტეტის მკვლევართა დასკვნა, ქათმის კვერცხის სასარგებლო თვისებებზე. როგორც სტატიაშია აღნიშნული, ქათმის კვერცხს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მოზარდი ორგანიზმისათვის.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ფლორიდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა სეზონურ ალერგიებთან ბრძოლის ახალი საშუალება შემოგვთავაზეს: პრობიოტიკების კომბინაციას შეუძლია შეამციროს არასასიამოვნო სიმპტომების გამოვლინება, თუ მას ალერგიის გამწვავების სეზონზე მივიღებთ.
სახლში სარეცხის გაშრობა ასთმური შეტევის განვითარების მომატებული რისკის გამო საშიშია. სველი სარეცხისგან წამოსული ნესტი იდეალურ პიროებებს ქმნის სოკოს ზრდისა და განვითარებისთვის. სოკო კი გამოყოფს სპორებს, რომელიც ალერგიული რეაქციისა და ასთმის შეტევის განვითარების პროვოცირებას იწვევს.
წმინდა გიორგის უნივერსიტეტში (ლონდონი, დიდი ბრიტანეთი) მეცნიერები მუშაობენ ახალ პრეპარატზე, რომელიც ორგანიზმს ალერგენების შეღწევისგან დაიცავს. ტექნოლოგია ეფუძნება კანისა და ფილტვების გზით ორგანიზმში ალერგენების შეღწევის პროცესის შეცნობას.
დედამიწის ყოველ მესამე მკვიდრს ალერგიის ესა თუ ის ფორმა აწუხებს. თანაც ალერგიულთა რაოდენობა საოცარი ტემპით იზრდება. გაჩნდა ალერგიის ახალი ფორმები, მაგალითად, ალერგიული რეაქციები გენეტიკურად მოდიფიცირებულ პროდუქტებზე, იმატა ოთახის მტვრის მიმართ მგრძნობიარე ადამიანთა რიცხვმაც.
სპეციალისტთა განცხადებით, გასტროეზოფაგალური რეფლუქსი (გერ-ასე უწოდებენ კუჭის მჟავა შიგთავსის საყლაპავ მილში გადასროლას) ძლიერ უწყობს ხელს ბავშვებში ასთმის შეტევების წარმოქმნასა და გაძლიერებას. ბრონქული ასთმის განმეორებითი შეტევების 50 % სწორედ გერ-ის ბრალია.
ამერიკელმა მკვლევარებმა აღმოაჩინეს ცილა, რომელიც დაკავშირებულია ასთმის მძიმე ფორმით დაავადებული პაციენტების სასუნთქი გზების შევიწროების პროცესთან. შესაძლებელია მეცნიერების ამ აღმოჩენამ ასთმის სამკურნალო ახალი წამლის შექმნას ჩაუყაროს საფუძველი.
05 სექტემბერი 2017
ამერიკელ ექსპერტთა განმარტებით, ინტერნეტდამოკიდებულება მჭიდრო კავშირშია გაღიზიანებადობასთან, განგაშისა და შფოთვის სინდრომთან, აკვიატებულ ფიქრებსა და ქცევებთან. გარდა ამისა, ის უარყოფითად აისახება ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და ადამიანებთან ურთიერთობაზე.
07 აგვისტო 2017
ამბობენ, რომ პარტნიორის შერჩევისას ქალსა და მამაკაცს შორის ის განსხვავებაა, რომ, როგორც წესი, ქალი უფრო რაციონალური, მოხერხებული და გარკვეულ საკითხებში ცბიერიც არის მამაკაცთან შედარებით. თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება პირიქითაც მოხდეს, მაგრამ მაინც იშვიათად...

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ღამის ცვლაში მუშაობა ცირკადული რითმების მარეგულირებელი ჰორმონ მელატონინის გამომუშავებას თრგუნავს. ამის გამო ირღვევა თავისუფალი რადიკალებით დაზიანებული დნმ-ის რეპარაციის პროცესი და იზრდება კიბოს მაპროვოცირებელი მუტაციის წარმოქმნის რისკი.
ამერიკელი მედიკოსების განცხადებით, საღეჭი რეზინის (კევის) წყალობით შესაძლოა ბევრ პაციენტს ეშველოს, მაგალითად, მათ, ვისაც მუცლის ღრუს ოპერაცია ჩაუტარდათ, ასევე, ქალბატონებს, რომლებსაც საკეისრო კვეთა გაუკეთდათ.
ბევრი ცუდ მეხსიერებას პრობლემად მიიჩნევს, თუმცა გულმავიწყობასაც აქვს თავისი პლუსები. მეცნიერების აზრით, მეხსიერების ფუნქცია ყველაფრის კი არა, მხოლოდ ფასეული ინფორმაციის შენახვაა. ამიტომ რაღაცის დავიწყება უბრალოდ აუცილებელია.