რუბრიკები
ოჯახის მკურნალიs ანონსი
კითხვა-პასუხი
ჭინჭრის ციება
ჭინჭრის ციება

- რა შემთხვევაში ვითარდება ჭინჭრის ციება?
- ჭინჭრის ციებას ყველაზე ხშირად იწვევს საკვები, მედიკამენტები (ნებისმიერი მედიკამენტი, გარდა ფიზიოლოგიური ხსნარისა და გლუკოზისა), მწერის ნაკბენი, იშვიათად - სიცივე, სიცხე, ვიბრაცია, წყალი (აკვაგენური ჭინჭრის ციება), მზის სხივები და სხვა ფაქტორები. ტროპიკულ ქვეყნებში აღწერილია წვიმის წვეთებით გამოწვეული ჭინჭრის ციება (სიცივის მიმართ ალერგია).  გარდა ამისა, ჭინჭრის ციება შეიძლება იყოს აუტოიმუნური, ზეწოლის შედეგად განვითარებული, იდიოპათიური (როდესაც მიზეზის დადგენა ვერ ხერხდება) და არაალერგიული - უპირატესად მემკვიდრეობითი, სისხლის პლაზმაში არსებული კომპლემენტის სისტემის ცილების კომპონენეტების დეფიციტით განპირობებული.


- რას გულისხმობს ჭინჭრის ციების მკურნალობა?
- ჭინჭრის ციებისა და ანგიოედემის მკურნალობისას უპირველესად უნდა გაირკვეს დაავადების მიზეზი და მოხდეს მისი ელიმინაცია (მოშორება). მაგალითად, თუ ავადმყოფს აქვს საკვებით გამოწვეული ჭინჭრის ციება, უნდა მოიძებნოს ამ რეაქციის გამომწვევი საკვები და ჩატარდეს ელიმინაციური თერაპია, რაც კვების რაციონიდან ამ პროდუქტის ამოღებას გულისხმობს. ეს პრინციპი უდევს საფუძვლად ელიმინაციურ თერაპიას მედიკამენტური ალერგიის დროსაც. თუ კვებითი ალერგიის დროს კონკრეტული მიზეზის დადგენა ვერ ხერხდება, ავადმყოფს ენიშნება ჰიპოალერგიული დიეტა. როდესაც დაავადების სიმპტომები ალაგდება, 2-3 დღეში ერთხელ კვებით რაციონს ემატება თითო პროდუქტი. ამ მეთოდით შეიძლება მივაგნოთ კვებითი ალერგიის მიზეზს. თუ დაავადების მიზეზის დადგენა შეუძლებელია, უნდა გამოირიცხოს შემდეგი სისტემური დაავადებები:

1) აუტოიმუნური თირეოიდიტი,
2) დიურინგის დერმატიტი,
3) პოლიმორფული ექსუდაციური ერითემა,
4) პაპულოზური ჭინჭრის ციება,
5) ალერგიული ვასკულიტი.

მწვავე ჭინჭრის ციების დროს ფართოდ იყენებენ ანტიჰისტამინურ H1 ბლოკატორებს (დიმედროლი, ტავეგილი, სუპრასტინი, ჰიდროქსიზინი) და მეორე თაობის პრეპარატებს (ცეტირიზინი, ლორატიდინი, ფექსოფენადინი და სხვა). თუ ეს მედიკამენტები უფექტოა და ავადმყოფი უკეთესობას ვერ გრძნობს, შეიძლება კორტიკოსტეროიდების გამოყენებაც. კორტიკოსტეროიდები განსაკუთრებით ფართოდ გამოიყენება კვინკეს შეშუპების მძიმე ფორმების დროს, ასევე - მწერისა და ფუტკრის ნაკბენისას, როდესაც არის ხორხის, ენის ან თავის ტვინის შეშუპების საფრთხე. სიცივის მიმართ ალერგიის დროს არჩევით პრეპარატს წარმოადგენს ციპროგეპტადინი, რომელიც ჩვენთან იყიდება პერიტოლის სახელწოდებით. არასწორი და არადროული მკურნალობის შემთხვევაში კვინკეს შეშუპებას შეიძლება დაერთოს ბრონქოსპაზმი, ხორხის შეშუპება, რამაც შესაძლოა პაციენტის მოხრჩობა გამოიწვიოს.


- რას ითვალისწინებს ჭინჭრის ციების პროფილაქტიკა?
- უპირველეს ყოვლისა - დაავადების მიზეზის დროულად დადგენას. პაციენტი გათვითცნობიერებული უნდა იყოს დაავადების არსში, იცოდეს  მისი მიზეზი, ახსოვდეს, რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს ამა თუ იმ პროდუქტის მიღებას ან ალერგიის გამომწვევ სხვა ფაქტორთან შეხებას. ამის შესახებ გაფრთხილებული უნდა იყვნენ როგორც ოჯახის წევრები, ასევე სამედიცინო პერსონალი. ზოგიერთ ქვეყანაში პაციენტებს თან აქვთ ბარათი, რომელშიც აღნიშნულია, რის მიმართ აქვთ მათ ალერგია ან აუტანლობა.

 

 



თარიღი : 19-03-2015
პლაზმოდერეზი თუ შველის რამეს
პლაზმოდერეზი თუ შველის რამეს
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ალერგიული ფონი მსოფლიო მასშტაბით და მათ შორის, საქართველოში, ყოველწლიურად მზარდია. გარემო, რომელშიც ვცხოვრობთ, სულ უფრო და უფრო საშიში ხდება ადამიანის ჯანმრთელობისთვის.
ყველი არა მხოლოდ გემრიელი და სასარგებლო საკვები პროდუქტია (მდიდარი კალციუმითა და B12 ვიტამინით),
რუსთავში ხანძარს სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ცეცხლი ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე გაჩნდა.
"შეკითხვა მაქვს და თქვენი დახმარება მჭირდება. 35 წლის ვარ, ორი შვილი მყავს. ისე გავიზარდე, არასოდეს მქონია პრობლემა სახელად "ალერგია".
როცა ბავშვი სკოლაში მიდის, ყველა მშობელმა იცის, რომ მას უამრავი სირთულე ელის. ახალბედა მოსწავლისათვის ხომ ყველაფერი ახალია. რა არის საჭირო იმისათვის, რომ ბავშვი თამაშის ეტაპიდან უმტკივნეულოდ ჩაერთოს სასწავლო პროცესში და ახალ გარემოში ადაპტაცია გაუადვილდეს?

ფლორიდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა სეზონურ ალერგიებთან ბრძოლის ახალი საშუალება შემოგვთავაზეს: პრობიოტიკების კომბინაციას შეუძლია შეამციროს არასასიამოვნო სიმპტომების გამოვლინება, თუ მას ალერგიის გამწვავების სეზონზე მივიღებთ.
19 იანვარი 2018
ამერიკელმა ექიმებმა სექსის დროს მიღებული ყველაზე მოულოდნელი ტრავმების სია შეადგინეს.
19 იანვარი 2018
ლასტერის საავადმყოფოში მოხვდა 34 წლის პაციენტი, რომელიც ცდილობდა შეეკავებინა ცემინება
ავადმყოფობის დრ­ოს ბავშვები ხშირად კარგავენ მადას. თუმცა
შეკითხვა ფსიქოლოგს - ვიცი, რომ ჩემს ქმარს ჩემთვის არასდროს უღალატია და არც მიღალატებს, მაგრამ