რუბრიკები
ოჯახის მკურნალიs ანონსი
ალერგიული რეაქციის გამოწვევა წყალსაც შეუძლია
ალერგიული რეაქციის გამოწვევა წყალსაც შეუძლია
აღნიშნული ალერგიული რეაქცია, შეიძლება გამოვლინდეს კანის დაწყლულების და სისხლმდენი ჭრილობების სახით. მსგავსი გამოვლინებები ხშირად სწრაფად ქრება, მაგრამ ზოგჯერ, შეხორცების პროცესი ნელა მიმდინარეობს და კანზე რამოდენიმე კვირის განმავლობაში ნარჩუნდება.
წყალზე ალერგიის პირველი დოკუმენტირებული შემთხვევა 1963 წელს აღინიშნა, როდესაც 15
წლის გოგონას, წყალთან კონტაქტის (წყლის თხილამურებზე სრიალისას) შემდეგ, კანზე განუვითარდა ათზე მეტი წყლული. სპეციალისტების აზრით, ყველაზე ხშირად, სწორედ მოზარდ გოგონებს აღენიშნება წყალზე ალერგიული რეაქცია. გარკვეულ როლს გენეტიკური განწყობაც ასრულებს.
აღნიშნული სახის ალერგიის საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებები, ისევე, როგორც სიმპტომატიკის შემამსუბუქებელი პრეპარატები, არ არსებობს. ექიმები ცდილობენ წყლის მიმართ ალერგიას, ჩვეულებრივი ანტიჰისტამინური პრეპარატების საშუალებით ებრძოლონ.

ლალი ჩხიკვაძე
თარიღი : 19-02-2016
Tako
Gamarjobat
თარიღი : 19-02-2016
Rusa
Gamarjobat ra mainteresebs. Muceze gamomivida ramodenime sashvalo zomis laqa daaxloebit 6 tve iqneba. Gamonayarivi ar aris, anu kanzea da arc amoburculia da ris brali sheidzleba iyos? Rac gamomivida ar gamqrala.
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ხშირად ადამიანები რეალობისან შორს არსებულ მოვლენებზე შფოთავენ. მიჩიგანის უნივერსიტეტში დაამტკიცეს, რომ თუ ქაღალდზე ჩამოვწერთ შფოთვის გამომწვევი საგნებისა თუ მოვლენების სიას, შეიძლება სტრესისა და შფოთვის დონის დაქვეითება.
დემოგრაფიული უსაფრთხოების საზოგადოების დირექტორი, ირინა მედვედევა საზოგადოებაში მიმდინარე ცვლილებებს და კონკრეტული საკითხისადმი ახალგაზრდების დამოკიდებულებებს სამედიცინო შეფასებას აძლევს და ქცევის გარკვეულ მომენტებს შიზოფრენიასთან აკავშირებს.
სამედიცინო ჟურნალში Pediatrics გამოქვეყნდა ამერიკელ მეცნიერთა, კერძოდ, სენტ ლუისში არსებული ვაშინგტონის უნივერსიტეტის მკვლევართა დასკვნა, ქათმის კვერცხის სასარგებლო თვისებებზე. როგორც სტატიაშია აღნიშნული, ქათმის კვერცხს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მოზარდი ორგანიზმისათვის.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ფლორიდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა სეზონურ ალერგიებთან ბრძოლის ახალი საშუალება შემოგვთავაზეს: პრობიოტიკების კომბინაციას შეუძლია შეამციროს არასასიამოვნო სიმპტომების გამოვლინება, თუ მას ალერგიის გამწვავების სეზონზე მივიღებთ.
სახლში სარეცხის გაშრობა ასთმური შეტევის განვითარების მომატებული რისკის გამო საშიშია. სველი სარეცხისგან წამოსული ნესტი იდეალურ პიროებებს ქმნის სოკოს ზრდისა და განვითარებისთვის. სოკო კი გამოყოფს სპორებს, რომელიც ალერგიული რეაქციისა და ასთმის შეტევის განვითარების პროვოცირებას იწვევს.
წმინდა გიორგის უნივერსიტეტში (ლონდონი, დიდი ბრიტანეთი) მეცნიერები მუშაობენ ახალ პრეპარატზე, რომელიც ორგანიზმს ალერგენების შეღწევისგან დაიცავს. ტექნოლოგია ეფუძნება კანისა და ფილტვების გზით ორგანიზმში ალერგენების შეღწევის პროცესის შეცნობას.
დედამიწის ყოველ მესამე მკვიდრს ალერგიის ესა თუ ის ფორმა აწუხებს. თანაც ალერგიულთა რაოდენობა საოცარი ტემპით იზრდება. გაჩნდა ალერგიის ახალი ფორმები, მაგალითად, ალერგიული რეაქციები გენეტიკურად მოდიფიცირებულ პროდუქტებზე, იმატა ოთახის მტვრის მიმართ მგრძნობიარე ადამიანთა რიცხვმაც.
სპეციალისტთა განცხადებით, გასტროეზოფაგალური რეფლუქსი (გერ-ასე უწოდებენ კუჭის მჟავა შიგთავსის საყლაპავ მილში გადასროლას) ძლიერ უწყობს ხელს ბავშვებში ასთმის შეტევების წარმოქმნასა და გაძლიერებას. ბრონქული ასთმის განმეორებითი შეტევების 50 % სწორედ გერ-ის ბრალია.
ამერიკელმა მკვლევარებმა აღმოაჩინეს ცილა, რომელიც დაკავშირებულია ასთმის მძიმე ფორმით დაავადებული პაციენტების სასუნთქი გზების შევიწროების პროცესთან. შესაძლებელია მეცნიერების ამ აღმოჩენამ ასთმის სამკურნალო ახალი წამლის შექმნას ჩაუყაროს საფუძველი.
05 სექტემბერი 2017
ამერიკელ ექსპერტთა განმარტებით, ინტერნეტდამოკიდებულება მჭიდრო კავშირშია გაღიზიანებადობასთან, განგაშისა და შფოთვის სინდრომთან, აკვიატებულ ფიქრებსა და ქცევებთან. გარდა ამისა, ის უარყოფითად აისახება ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და ადამიანებთან ურთიერთობაზე.
07 აგვისტო 2017
ამბობენ, რომ პარტნიორის შერჩევისას ქალსა და მამაკაცს შორის ის განსხვავებაა, რომ, როგორც წესი, ქალი უფრო რაციონალური, მოხერხებული და გარკვეულ საკითხებში ცბიერიც არის მამაკაცთან შედარებით. თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება პირიქითაც მოხდეს, მაგრამ მაინც იშვიათად...

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ღამის ცვლაში მუშაობა ცირკადული რითმების მარეგულირებელი ჰორმონ მელატონინის გამომუშავებას თრგუნავს. ამის გამო ირღვევა თავისუფალი რადიკალებით დაზიანებული დნმ-ის რეპარაციის პროცესი და იზრდება კიბოს მაპროვოცირებელი მუტაციის წარმოქმნის რისკი.
ამერიკელი მედიკოსების განცხადებით, საღეჭი რეზინის (კევის) წყალობით შესაძლოა ბევრ პაციენტს ეშველოს, მაგალითად, მათ, ვისაც მუცლის ღრუს ოპერაცია ჩაუტარდათ, ასევე, ქალბატონებს, რომლებსაც საკეისრო კვეთა გაუკეთდათ.
ბევრი ცუდ მეხსიერებას პრობლემად მიიჩნევს, თუმცა გულმავიწყობასაც აქვს თავისი პლუსები. მეცნიერების აზრით, მეხსიერების ფუნქცია ყველაფრის კი არა, მხოლოდ ფასეული ინფორმაციის შენახვაა. ამიტომ რაღაცის დავიწყება უბრალოდ აუცილებელია.