რუსთავში ხანძარს სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
სადარბაზოში ძლიერი დაკვამლიანების გამო საპატრულო პოლიციამ და მაშველებმა მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს. გარდაცვლილია ორი მამაკაცი და ერთი ქალი.
ხანძრისგან გამოწვეული კვამლით მსუბუქი ინტოქსიკაცია მიიღო კიდევ რამდენიმე ადამიანმა.
ხანძრის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს. ადგილზე ამ დროისთვის ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.