როგორ გავიწმინდოთ სისხლძარღვები
მიზეზია. შესაბამისად, გულის კუნთის გაკაჟებასა და სისხლძარღვთა ელასტიურობის შენარჩუნებას დიდი მნიშვნელობა აქვს.
სისხლძარღვთა “გაწმენდისა” და ელასტიურობის შენარჩუნებისთვის ხალხური მედიცინა არაერთ ძალიან მარტივ მეთოდს ფლობს. გთავაზობთ რამდენიმე მათგანს:
1) სისხლძარღვთა ელასტიურობისთვის შეურიეთ თითო ჩაის კოვზი თაფლი, ლიმნის წვენი და მზესუმზირის ზეთი. მიღებული ნარევი დილით, უზმოზე მიირთვით. მკურნალობის კურსი 10 დღეს მოიცავს;
2) შეურიეთ ერთმანეთს ერთი ჩაის კოვზი თაფლი, ნახევარი ლიმონის წვენი, დაასხით თბილი ანადუღარი წყალი (3/4 ჭიქა), კარგად მოურიეთ და ძილის წინ დალიეთ 10 დღის განმავლობაში;
3) სისხლძარღვთა გასაწმენდად ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ ორი საშუალო ზომის ლიმონი, დაამატეთ 2 სადილის კოვზი თაფლი, კარგად მოურიეთ, გადაიტანეთ მინის ქილაში და ერთი Dდღე-ღამე გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე. მიირთვით 2-3 ჩაის კოვზი დღეში ორჯერ ჭამის წინ 15-20 წუთით ადრე.
თინათინ გოცაძე