დაფნა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დაფნა

დაფნა ჩვენს ცნობიერებაში უწინარესად წარმატებასთან ასოცირდება. ის ხომ, ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ხელოვნების მფარველი ღმერთის აპოლონის აუცილებელი ატრიბუტია, დაფნის ტოტი კი უკვდავების, ტრიუმფის, ბრძოლაში, ათლეტურ თუ პოეტურ პაექრობაში გამარჯვების სიმბოლოა. მატიანე მოგვითხრობს, რომ იულიუს კეისარი ოფიციალურ შეხვედრებზე დაფნის გვირგვინს ატარებდა, რადგან მას მუდმივი ძალაუფლების სიმბოლოდ მიიჩნევდა. ბრიტანეთში ლითონის მონეტებზე მონარქთა გამოსახულებებს დაფნის გვირგვინი ამშვენებს. სიმბოლური მნიშვნელობა ამ მცენარეს დღესაც არ დაუკარგავს, რაც "ფიატისა" და "მერსედეს-ბენცის" ემბლემებზეც აისახა.

თქვენ წარმოიდგინეთ, ეს საოცარი მცენარე ოჯახის წევრადაც შეიძლება ვაქციოთ. ოთახის დაფნა პატარა მარადმწვანე ხე ან ბუჩქია, რომელსაც ლამაზი გვირგვინი ამკობს. მისი მკვრივი, ტყავისებრი, მუქი მწვანე ფერის მოგრძო ფოთლები სასიამოვნო სუნს გამოსცემენ. დაფნას წვრილი თეთრი ყვავილები აქვს, თუმცა ოთახის პირობებში იშვიათად ყვავილობს.

  • სად დავაბინაოთ დაფნა?

მცენარეს ნათელი ადგილი უყვარს. მისთვის სასურველია მზის პირდაპირი სხივების გარკვეული დოზა. პერიოდულად ქოთანი უნდა შევაბრუნ-შემოვაბრუნოთ, რათა ბუჩქის რომელიმე მხარეს მზის სხივები არ მოაკლდეს. დაფნას ორპირი ქარის არ ეშინია და ზაფხულში შესანიშნავად გრძნობს თავს ღია აივანზე. რაც შეეხება ზამთარს, პრობლემები არც წლის ამ დროს გვემუქრება - 0-60C ტემპერატურა მისთვის ოპტიმალურია. თუ დაფნა ოთახში, ფანჯრისგან მოშორებით გვინდა გამოვაზამთროთ, სასურველია, ოთახის ტემპერატურა 8-120C-ს არ აღემატებოდეს. თუ შინ ამაზე მეტად თბილა, მცენარე ხშირად უნდა დავნამოთ.

  • მოვლის თავისებურებები

ზაფხულში საჭიროა ხშირი დანამვა და ყოველ საღამოს მორწყვა, ცხელ დღეებში - ორჯერაც კი. უკეთესად რომ გაიზარდოს, რეკომენდებულია თხევადი სასუქი, ოღონდ ძლიერ განზავებული. ზრდასრულ მცენარეს გადარგვაც სჭირდება, თუმცა მხოლოდ 3-4 წელიწადში ერთხელ. დაფნის ბუჩქი შუა აგვისტოში უნდა გაიკრიჭოს, ვინაიდან ამ დროისთვის ის ზრდას წყვეტს. დარჩენილი ტოტები გაზაფხულზე საკმაოდ სწრაფად იზრდებიან.

  • ყურადღების სანაცვლოდ

ჩვენი ყურადღების სანაცვლოდ ოთახში ლამაზი და სურნელოვანი ბუჩქი დაიდებს ბინას, რომელსაც კულინარიასთან ერთად მედიცინაშიც გამოვიყენებთ – დაფნის ზეთი ტკივილგამაყუჩებელი მალამოების კომპონენტია, ფიტოთერაპევტები კი მიიჩნევენ, რომ იგი დადებითად მოქმედებს ამენორეის, კოლიტის, მეტეორიზმის, ისტერიის, შეშუპების დროს. ამ მიზნით მცენარის ყველა ნაწილის გამოყენება შეიძლება.