რუბრიკები
ოჯახის მკურნალიs ანონსი
პატარას ხშირად აღებინებს

1-დან 5 წლამდე მთავარი ჩივილებია ხველება და ანორექსია. ჩვილებსა და ადრეული ასაკის ბავშვებში კლინიკური სიმპტომები არასპეციფიკურია და რამდენადმე განსხვავებული, ვიდრე მოზრდილებში. წამყვანია:

  • გაღიზიანება, უმიზეზო ტირილი, კოლიკის მსგავსი შეტევები;
  • ცუდი ძილი, ხშირად გაღვიძება, ძილში ტირილი;
  • ხშირი წამოქაფება და ღებინება;
  • ზურგის თაღისებური (რკალისებური) გაზნექა ჭამის დროს ან მის შემდეგ;
  • ბოყინი ან კვების შემდეგ ამოქაფება;
  • სლოკინი;
  • გამონადენი ცხვირიდან;
  • ყლაპვის პრობლემები, გადაცდენისა და მოხრჩობის ეპიზოდები;
  • საკვების მიღებაზე უარის თქმა (ანორექსია);
  • ღამის ხველა, აპნოე (სუნთქვის წამიერი შეჩერება);
  • მორეციდივე რესპირატორული დაავადებები (ასთმა, ბრონქიტი, პნევმონია, ოტიტი, სინუსიტი);
  • ამონასუნთქი ჰაერისა და საფენების მჟავე სუნი.

არსებობს საგანგაშო ნიშნები, რომლებიც ეჭვს ბადებს ჩამოთვლილი სიმპტომების ეტიოლოგიის თაობაზე და აუცილებელ

კვლევას მოითხოვს. ეს ნიშნებია:

  • ღებინება ნაღვლის მინარევით;
  • სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან;
  • შეუპოვარი ან შადრევანისებური ღებინება;
  • ღებინების სინდრომის გამოვლენა 6 თვის შემდეგ;
  • ზრდაში შეფერხება;
  • დიარეა ან ყაბზობა;
  • ლეთარგია (ძილიანობა);
  • ღვიძლისა და ელენთის გადიდება;
  • მაკრო ან მიკროცეფალია;
  • კრუნჩხვა;
  • მუცლის დაჭიმვა (დეფანსი) ან შებერვა;
  • დოკუმენტურად დასაბუთებული ან საეჭვო გენეტიკური ან მეტაბოლური სინდრომი.

ბავშვთა ასაკში გასტროეზოფაგური დაავადების დიაგნოსტიკა უნდა ეფუძნებოდეს დიაგნოსტიკურ ტესტებს, რისთვისაც აუცილებელია, ზემოთ ჩამოთვლილი ნიშნების არსებობის შემთხვევაში მიმართოთ პირად ექიმს. მდგომარეობის შეფასების შემდეგ საჭიროა პროცესში ვიწრო სპეციალისტების ჩართვა.


თუ დიაგნოზი დადასტურდა
რეფლუქსური დაავადების დიაგნოზის დასმის შემდეგ საჭიროა მისი სწორად მართვა, რაც გულისხმობს:

  • ცხოვრების სტილის შეცვლას (დიეტა, კვების რეჟიმისა და ტექნიკის, ძილის პოზის მოდიფიკაცია);
  • ფარმაკოლოგიურ მკურნალობას;
  • ქირურგიულ მკურნალობას;
  • კვების რეკომენდაციებს - ძუძუთი და სპეციალურ (ანტირეფლუქსურ) კვებაზე მყოფ ჩვილებში გასტროეზოფაგური რეფლუქსის გამოვლენის სიხშირე ერთნაირია, თუმცა არსებობს მონაცემები, რომ რეფლუქსის ეპიზოდები უფრო ხანმოკლეა ძუძუთი კვების დროს. საკვების მოცულობის შემცირებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს მასის მატებას, განსაკუთრებით იმ ჩვილებში, რომლებსაც ისედაც ცუდი ნამატი აქვთ. ზოგჯერ საკვების კალორიულობის გაზრდის ხარჯზე შესაძლებელია ულუფებისა და მათი ოდენობის შემცირება. საკვები ნარევები ამცირებენ ხილულ რეგურგიტაციას (საკვების უკუსვლას), რაც მშობლებს ამშვიდებს, მაგრამ სინამდვილეში რეფლუქსი არ იშვიათდება, შესაბამისად, არც გართულებების რისკი მცირდება. ჩვილებს, რომლებიც ცუდად იმატებენ წონას, ზონდით კვება სჭირდებათ.

უფროსი ასაკის ბავშვებსა და მოზარდებს რაციონი არ ეზღუდებათ, თუმცა მიზანშეწონილია, აიკრძალოს კოფეინის შემცველი, მეტისმეტად ცხიმიანი და ცხარე საკვები, შოკოლადი, ალკოჰოლი. რეკომენდებულია ჭარბი წონის დაკლება, გვიან ვახშმობაზე უარის თქმა. ჭამის შემდეგ უშაქრო საღეჭი რეზინის ღეჭვა რეფლუქსს ამცირებს. რეფლუქსის ალბათობას ამცირებს მუცელზე ძილიც. ასეთ პოზაში ჩვილები უფრო იშვიათად იღვიძებენ და ტირიან, ვიდრე გულაღმა ძილის დროს. მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ უეცარი სიკვდილის რისკი მუცელზე წოლისას - 10-ჯერ, ხოლო გვერდზე წოლისას 3-ჯერ მეტია, ამიტომ მუცელზე წოლა გამართლებულია მხოლოდ მაშინ, როცა ჩვილს ღვიძავს. მუცელზე წოლა შესაძლოა ეფექტური გამოდგეს 1 წელს გადაცილებულ ბავშვებში, რომელთა შორის უეცარი სიკვდილის რისკი მინიმალურია. არ დადასტურდა თავწამოწეული ძილის აუცილებლობაც - სწორად და თავწამოწეული ძილის შემთხვევაში რეფლუქსის სიხშირე ერთნაირია. მარცხენა გვერდზე წოლის დროს რეფლუქსი ნაკლებია, ვიდრე მარჯვენა გვერდზე წოლისას, მაგრამ თუ ჩვილს გვერდზე წოლა არ სურს, ბალიშით ნუ აიძულებთ. უფროსი ასაკის ბავშვებისთვის ძილის დროს პოზას მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა თავწამოწეული ძილი, ასევე მარცხენა გვერდზე წოლა მდგომარეობას ხშირად აუმჯობესებს. მკურნალობის ტაქტიკა ექიმმა უნდა შეარჩიოს. ოპერაციული მკურნალობა გამართლებულია, როდესაც უეფექტოა კონსერვატული (მედიკამენტური) თერაპია, შეიმჩნევა მედიკამენტებზე დამოკიდებულება ან აღინიშნება რეფლუქსური დაავადების სიცოცხლისთვის საშიში გართულებები. მშობელს სრულყოფილი ინფორმაცია უნდა ჰქონდეს შესაძლო გართულებისა და რეციდივის თაობაზე.

 


 



კომენტარი არ გაკეთებულა
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ხშირად ადამიანები რეალობისან შორს არსებულ მოვლენებზე შფოთავენ. მიჩიგანის უნივერსიტეტში დაამტკიცეს, რომ თუ ქაღალდზე ჩამოვწერთ შფოთვის გამომწვევი საგნებისა თუ მოვლენების სიას, შეიძლება სტრესისა და შფოთვის დონის დაქვეითება.
დემოგრაფიული უსაფრთხოების საზოგადოების დირექტორი, ირინა მედვედევა საზოგადოებაში მიმდინარე ცვლილებებს და კონკრეტული საკითხისადმი ახალგაზრდების დამოკიდებულებებს სამედიცინო შეფასებას აძლევს და ქცევის გარკვეულ მომენტებს შიზოფრენიასთან აკავშირებს.
სამედიცინო ჟურნალში Pediatrics გამოქვეყნდა ამერიკელ მეცნიერთა, კერძოდ, სენტ ლუისში არსებული ვაშინგტონის უნივერსიტეტის მკვლევართა დასკვნა, ქათმის კვერცხის სასარგებლო თვისებებზე. როგორც სტატიაშია აღნიშნული, ქათმის კვერცხს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მოზარდი ორგანიზმისათვის.
05 სექტემბერი 2017
ამერიკელ ექსპერტთა განმარტებით, ინტერნეტდამოკიდებულება მჭიდრო კავშირშია გაღიზიანებადობასთან, განგაშისა და შფოთვის სინდრომთან, აკვიატებულ ფიქრებსა და ქცევებთან. გარდა ამისა, ის უარყოფითად აისახება ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და ადამიანებთან ურთიერთობაზე.
07 აგვისტო 2017
ამბობენ, რომ პარტნიორის შერჩევისას ქალსა და მამაკაცს შორის ის განსხვავებაა, რომ, როგორც წესი, ქალი უფრო რაციონალური, მოხერხებული და გარკვეულ საკითხებში ცბიერიც არის მამაკაცთან შედარებით. თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება პირიქითაც მოხდეს, მაგრამ მაინც იშვიათად...

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ღამის ცვლაში მუშაობა ცირკადული რითმების მარეგულირებელი ჰორმონ მელატონინის გამომუშავებას თრგუნავს. ამის გამო ირღვევა თავისუფალი რადიკალებით დაზიანებული დნმ-ის რეპარაციის პროცესი და იზრდება კიბოს მაპროვოცირებელი მუტაციის წარმოქმნის რისკი.
ამერიკელი მედიკოსების განცხადებით, საღეჭი რეზინის (კევის) წყალობით შესაძლოა ბევრ პაციენტს ეშველოს, მაგალითად, მათ, ვისაც მუცლის ღრუს ოპერაცია ჩაუტარდათ, ასევე, ქალბატონებს, რომლებსაც საკეისრო კვეთა გაუკეთდათ.
ბევრი ცუდ მეხსიერებას პრობლემად მიიჩნევს, თუმცა გულმავიწყობასაც აქვს თავისი პლუსები. მეცნიერების აზრით, მეხსიერების ფუნქცია ყველაფრის კი არა, მხოლოდ ფასეული ინფორმაციის შენახვაა. ამიტომ რაღაცის დავიწყება უბრალოდ აუცილებელია.