რუბრიკები
ოჯახის მკურნალიs ანონსი
კითხვა-პასუხი
წნევის მარეგულებელი არამედიკამენტური საშუალებები
წნევის მარეგულებელი არამედიკამენტური საშუალებები

ხალხური მედიცინა ჰიპერტონიისა და ჰიპოტონიის სამკურნალო უამრავ საშუალებას გვთავაზობს. გაგაცნობთ ყველაზე მარტივ და ხელმისაწვდომ რეცეპტებს.


წნევის ამწევი საშუალებები

შტოში და ასკილი
არტერიული წნევის ნორმალიზებისთვის საკმარისია დილით, უზმოზე, დალიოთ შტოშის ვაჟინი: 2 ჭიქა შტოშის წვენს დაამატეთ ნახევარი ჭიქა შაქარი, შემოდგით ცეცხლზე და წამოადუღეთ. გაცივდება და მიირთვით. დღის განმავლობაში ასევე შეგიძლიათ დალიოთ 1 ჭიქა ასკილის ნაყენი.


კუნელი
კუნელის ყვავილების ნაყენი უნდა მიიღოთ დღეში 3-ჯერ 200 მლ. იგი სასარგებლოა როგორც მომატებული არტერიული წნევის დასაქვეითებლად, ისე გაძლიერებული გულისცემის ნორმაში მოსაყვანად. 60 გრამ ყვავილს დაასხით 0,5 ლიტრი მდუღარე წყალი, შემოდგით ძალიან ნელ ცეცხლზე, მიიყვანეთ დუღილამდე და კიდევ უფრო დაბალ ცეცხლზე ადუღეთ კიდევ 30 წუთი. გაწურეთ და ისე მიირთვით. საკმაოდ ეფექტიანად ებრძვის ჰიპერტონიას კუნელის ნაყოფის ნაყენიც. 25 გრამ კუნელს დაასხით 200 გრამი მდუღარე წყალი და დააყენეთ თერმოსში 4-6 საათით, მერე გაწურეთ და მიირთვით. სვით 50 მლ დღეში 3-ჯერ, ჭამის წინ.


ვაშლი და ქიშმიში
წნევა მუდამ ნორმაში რომ გქონდეთ, უნდა მიირთვათ რაც შეიძლება მეტი ვაშლი და ქიშმიში, განსაკუთრებით - საღამოს.


ჭარხალი და თაფლი
წნევის დასარეგულირებლად აიღეთ ერთნაირი რაოდენობის ჭარხლის წვენი და თაფლი, ერთმანეთში აურიეთ და მიიღეთ თითო სადილის კოვზი დღეში სამჯერ, ჭამის წინ. ანდა აიღეთ 0,5-1 ჭიქა ჭარხლის ახალგამოწურული წვენი, კარგად გახსენით შიგ 1 სადილის კოვზი თაფლი და მიიღეთ.


ფორთოხალი
აიღეთ ფორთოხლის ახალგამოწურული წვენი - 150-200 მლ, გახსენით შიგ 1 სადილის კოვზი თაფლი და დღეში 3-ჯერ მიიღეთ.


ბოსტნეულის წვენი
დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე ან ჭამიდან 2 საათის შემდეგ, მიიღეთ 3 სადილის კოვზი ერთმანეთში არეული თალგამის, სტაფილოს, ჭარხლის, პირშუშხასა და ერთი ლიმონის წვენი. მომზადებამდე წვრილად გახეხილ პირშუშხას დაასხით 50 მლ არაყი და გააჩერეთ 24 საათი თავდახურულ ქილაში. ნარევი ეკრძალებათ ჰეპატიტით, გასტრიტით, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულით დაავადებულებს. ხალხური

მედიცინა გვირჩევს, წნევის ნორმალური მაჩვენებლის შესანარჩუნებლად წყალი ვსვათ ნელ-ნელა, ყლუპებით, და არა ერთბაშად.


ჟენ-შენი და ევკალიპტი
წელიწადში 3-4-ჯერ 21 დღის განმავლობაში მიიღეთ ჟენ-შენის ან ევკალიპტის ნაყენი. თუ ძლიერ გამოხატული ჰიპოტონია გაქვთ, შეგიძლიათ ლიმონურას წვეთებიც სვათ: 10-20 წვეთი გააზავეთ 1/4 ჭიქა წყალში და მიიღეთ საუზმისა და სადილის წინ.


წნევის დამწევი საშუალებები

უსუპი
2 ჩაის კოვზ ნედლ დაქუცმაცებულ უსუპს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, ნახევარი საათი გააჩერეთ და გაფილტრეთ. მიიღეთ დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. ჩაიტარეთ ორკვირიანი კურსი, შემდეგ 1-2 თვე დაისვენეთ.


მაგარი ჩაის ნაყენი
დილით და დღის განმავლობაში კიდევ 1-2-ჯერ დალიეთ მაგარი მწვანე ან შავი ჩაი.


სუფთა ჰაერზე სეირნობა
კარგია დილა-საღამოს სუფთა ჰაერზე სეირნობა.


კონტრასტული შხაპი
კვირაში ორჯერ მიიღეთ კონტრასტული შხაპი: 5-7 წუთის განმავლობაში დადექით წყლის თბილი ნაკადის ქვეშ, მერე წყალი ნელ-ნელა გააცივეთ, მერე ისე გაათბეთ.


დანაწევრებული კვება
ზოგჯერ ჰიპოტონიას კვებაც აპროვოცირებს. თუ ჭამის შემდეგ თავს კარგად გრძნობთ, ეცადეთ მიირთვათ ხშირად, მაგრამ მცირე ულუფებით. გირჩევთ, ყველა ჩამოთვლილი მეთოდი 5-5 დღის განმავლობაში გამოსცადოთ. თან რეგულარულად იზომეთ წნევა, რათა დაადგინოთ მეთოდის ეფექტიანობა და შემდეგ თქვენთვის ყველაზე ოპტიმალური და ეფექტიანი შეარჩიოთ.

 

კომენტარი არ გაკეთებულა
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სამხრეთ კორეელმა მეცნიერებმა შექმნეს ქსოვილი, რომლის შემადგენლობაშიც ვერცხლის უმცირესი ნაწილაკები შედის. აღნიშნულ ლითონს ანტიმიკრობული თვისებები აქვს – 650 სახეობის მიკრობის განადგურება შეუძლია,
ნორვეგიელი მეცნიერები მიიჩნევენ, რომ მღელვარება და დეპრესია სიმსივნური პათოლოგიის განვითარებაში მთავარ როლს ასრულებს.
კანისა და ვენსნეულებათა სამეცნიერო-კვლევითი ეროვნული ცენტრისა და სამედიცინო კორპორაცია “ევექსის” ექიმი-დერმატოლოგი ხათუნა ღურჭუმალიძე გვირჩევს:
11 იანვარი 2017
თვალებს განსაკუთრებულ ზიანს აყენებს კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობა. ამის თავიდან ასაცილებლადბ გაითვალისწინეთ შემდეგი რეკომენდაციები:
29 ნოემბერი 2016
ბავშვიან ოჯახში შოკოლადის მსურველი ყოველთვის მოიძებნება. არც უფროსები იტყვიან მასზე უარს, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ბავშვისთვის განკუთვნილი შოკოლადი აუცილებლად ხარისხიანი უნდა იყოს. კაკაოთი დამზადებული ტკბილეული ყველა შოკოლადი როდია და არც ღირს მათი სისტემატურად მიწოდება ბავშვისთვის.
მიჩიგანის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ თაგვებზე ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგების ანალიზით აღმოჩნდა, რომ ვიზუალური ინფორმაცია ღრმა ძილის პროცესში ტვინში მყარდება. როდესაც ჩვენ რაღაცას ვუყურებთ, ბადურა გამოსახულებას თალამუსში გადასცემს
ამერიკელი მედიკოსების განცხადებით, საღეჭი რეზინის (კევის) წყალობით შესაძლოა ბევრ პაციენტს ეშველოს, მაგალითად, მათ, ვისაც მუცლის ღრუს ოპერაცია ჩაუტარდათ, ასევე, ქალბატონებს, რომლებსაც საკეისრო კვეთა გაუკეთდათ.
თუ არ დავიზარებთ, ყოჩაღად მოვიქცევით და ფაროსანას სახლებში გავანადგურებთ, ცხადია, გაზაფხულზე გაცილებით ნაკლები იქნება მისი რაოდენობა, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, თსუ-ს გამოყენებითი ბიომეცნიერებებისა და ბიოტექნოლოგიების საბაკალავრო და მაგისტრატურის პროგრამის ხელმძღვანელმა, ნინო ინასარიძემ განუცხადა.