რუბრიკები
ოჯახის მკურნალიs ანონსი
კითხვა-პასუხი
სამკურნალო წერილები
სამკურნალო წერილები

გარდატეხის ასაკის გამონაყარს ჭინჭარი უშველის
ჩემს ვაჟს გარდატეხის ასაკში სახეზე გამუდმებით აყრიდა. მაღალმთიან რაიონში ვცხოვრობთ, ამიტომ ჩემი ვაჟი პირველად ადგილობრივმა ექიმმა გასინჯა და ფურუნკულოზის დიაგნოზი დაუსვა. გამოგვიწერა რამდენიმე წამალი, რომლებიც ძირითადად კანის პრობლემებისთვის იყო განკუთვნილი. რამდენიმე ხანში გამონაყარი გაქრა, მაგრამ მერე ისევ გაჩნდა.


მე სამედიცინო განათლება არ მაქვს, მაგრამ უამისოდაც მივხვდი, რომ კანი არაფერ შუაში იყო, გამონაყარის მიზეზი ორგანიზმის შიგნით იყო საძიებელი და მკურნალობაც სწორედ მას სჭირდებოდა.
საგონებელში ჩავვარდი - ქალაქში ჩამოსვლა ჩვენთვის ადვილი არ იყო. ჩემი გასაჭირი მეზობლებმა შეიტყვეს.

ერთმა მათგანმა დამამშვიდა, ერთ წამალს გასწავლი და აბა, სცადე, იქნებ უშველოსო.

  • წამალი ადვილი მოსამზადებელი აღმოჩნდა: მინის ქილაში უნდა ჩაასხათ ნახევარი ლიტრი ადუღებული წყალი, შიგნით ჩაყაროთ 1 სადილის კოვზი მშრალი, დაქუცმაცებული ჭინჭრის ფესვი და 0,5 სადილის კოვზი ახალდანაყილი ნიორი. ქილას მჭიდროდ უნდა დაახუროთ თავსახური და დადგათ
    სიბნელეში 6-8 დღით. შემდეგ გაწუროთ, გადაასხათ მინისავე ბოთლში და მჭიდროდ დაუცოთ თავი. ბოთლი აუცილებლად ბნელ და ცივ ადგილას უნდა შეინახოთ.
    აი, ამ ნახარშით ვუწმენდდი ჩემს ვაჟს ყოველდღე სახეს. თუ წინათ წყლულის შეხორცების შემდეგ ნაიარევი რჩებოდა, ამ საშუალების გამოყენების შემდეგ კანი აბსოლუტურად იწმინდებოდა. ერთ თვეში ჩემს შვილს გამონაყარი სულ მთლად გაუქრა.

ნანი ოთიურიძე, სოფელი ჭრებალო


გამოიყენეთ ნაცადი ხერხები


ამ წერილით ვეხმიანები მათ, ვისაც მუხლების ტკივილი აწუხებს.
მე, ჩემს მეუღლესა და ქალიშვილს 7 წლის განმავლობაში გვტანჯავდა მუხლების ტკივილი. მისგან ბაბუაწვერამ გვიხსნა.

  • გაზაფხულობით ვკრეფ ბაბუაწვერას ყვავილებს და ნახევარლიტრიან მინის ქილაში ვყრი. ქილა კარგად რომ აივსება, ვასხამ არაყს ან სპ¬ირტს, იმდენს, რომ ყვავილები კარგად და¬იფაროს. ქილას მჭიდრო თავსახურს ვახურავ და 10 დღის განმავლობაში სიბნელეში ვდგამ.

mkurnali.geროგორც კი მუხლი ამტკივდება, ვიღებ ქილიდან ბაბუაწვერას რამდენიმე კარგად დარბილებულ ყვავილს და მტკივან ადგილს იმდენ ხანს ვიზელ, ვიდრე ყვავილებს მთელი სისველე არ გამოუვა. ასე ვიქცევი დილით და საღამოს. რა ძლიერიც არ უნდა იყოს ტკივილი, 7-10 დღეში აუცილებლად გაივლის. პირადად მე 2-3 დღეშივე ვგრძნობ შვებას.
ახლა ბაბუაწვერას ყვავილების დაკრეფა უკვე გვიანია, ამიტომ გაზაფხულამდე სამკურნალო სახვევის გამოყენებას გირჩევთ:

  • აიღეთ მატყლი ან სუფთა შალის ნაჭერი და დაასველეთ წინასწარ მომზადებულ ნახარშში. ნახარში მზადდება ნაცარქათამას ბალახის, არყის ხის ფოთლებისა და ასკილის ნაყოფისგან. უნდა აიღოთ 2-2 სადილის კოვზი, ჩაყაროთ ლიტრიან ქილაში, ქილა მდუღარე წყლით აავსოთ და ხარშოთ ორთქლზე 20 წუთის განმავლობაში. ნახარში გააცივეთ. 2 ჭიქა მაშინვე დალიეთ, რაც დარჩება, იმაში გახსენით 1 სადილის კოვზი მარილი და მეხუთედი ჩაის კოვზი ლიმონმჟავა. კარგად მოურიეთ და შიგნით მატყლი ან შალის ქსოვილი ჩადეთ. ნახევარი საათის შემდეგ, კარგად რომ გაიჟღინთება, ამოიღეთ, კარგად გაწურეთ და დაიდეთ მუხლზე. შეიხვიეთ პირსახოცით და დილამდე გაიჩერეთ. ასე გაიმეორეთ რამდენიმე დღე. უკვე 5 დღის შემდეგ იგრძნობთ შვებას.

ქეთევან ჭკადუა, სენაკი


მხსნელი ინჰალაციები


mkurnali.geგასწავლით ერთ ძველ ხალხურ საშუალებას, რომლის შესახებაც შეიძლება ზოგიერთ თქვენგანს უკვე სმენია, თუმცა ჩემი რეცეპტი ოდნავ გაუმჯობესებულია და უფრო თამამადაც გთავაზობთ. იგი სუსხიან ზამთარში ცხვირსა და სასუნთქ გზებთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ.
დიდხანს ვიტანჯებოდი სურდოთი. მეგონა, ჰაიმორიტი მჭირდა, მაგრამ ექიმებმა ეს დიაგნოზი არ დაადასტურეს. საკმარისი იყო, გავციებულიყავი, რომ ცხვირი ისე მეჭედებოდა, აღარც სუნთქვა შემეძლო და აღარც ნორმალურად ლაპარაკი. ცხვირში ჩასაწვეთებელი წამლები ცოტა ხანს მშველოდა, შემდეგ კი ყველაფერი თავიდან იწყებოდა.
ყველას გაგვიგონია, რომ სურდოს დროს სასარგებლოა კარტოფილის ნახარშის ინჰალაცია, ცოტა ხნის წინ კი ამ რეცეპტის გაუმჯობესებულ ვარიანტს გადავაწყდი, რომელსაც უფრო ძლიერი ეფექტი აქვს.

  • კარტოფილი კანიანად მოხარშეთ და დაუმატეთ ნახევარი ჩაის კოვზი პროპოლისი - სწორედ ის ზრდის პროცედურის სამკურნალო ძალას.
    მკურნალობის კურსი მოიცავს 10 პროცედურას. ჩაიტარეთ დღეგამოშვებით.
    გახსოვდეთ: ინჰალაციის შემდეგ არ შეიძლება შინიდან გასვლა.

ლევან ხოტენაშვილი, სიღნაღი

 


ცისტიტს არყის ხის კვირტი შველის


ცოტა ხნის წინათ ჩემი 30 წლის ქალიშვილი გამომიტყდა, მუცლის ქვედა ნაწილში საშინელი ტკივილები დამეწყოო. მალე მეც შევამჩნიე, რომ საპირფარეშოში სიარულს მოუხშირა. მივხვდი, ცისტიტი სჭირდა. უქმეებზე შვილთან ერთად ექსკურსიაზე იყო ქალაქგარეთ და იქ გაცივდა. ექსკურსიიდან რომ დაბრუნდნენ, ლამის გული გამისკდა გაფითრებული შვილისა და მუხლებგადატყავებული შვილიშვილის დანახვაზე, მაგრამ არ დავბნეულვარ და ორივე ერთი და იმავე წამლით მოვარჩინე.

  • უნდა აიღოთ 20 გრამი არყის კვირტი და დაასხათ  100 მლ 70-პროცენტიანი სპირტი, 3 კვირით დააყენოთ შუქგაუმტარ ჭურჭელში, შემდეგ გადაწუროთ და შეინახოთ მუქი მინის ქილაში გრილ და ბნელ ადგილას.

ცისტიტის სამკურნალოდ 20 წვეთი ნაყენი უნდა გააზავოთ 1 სადილის კოვზ წყალში და სვათ დღეში ერთხელ, ორი კვირის განმავლობაში.
ჩემს შვილიშვილს გადატყავებული მუხლები ამავე ნაყენით დავუმუშავე და ჭრილობები თვალის დახამხამებაში შეუხორცდა.
ძალიან გამიხარდება, თუ ჩემი რეცეპტი ვინმეს გამოადგება.

ლაურა გილაური, კასპი

 


ჩავიტაროთ თირკმელების პროფილაქტიკა წითელი მოცხარით


ორსულობისას ხშირად მტკიოდა თირკმელები, თუმცა პათოლოგიური ცვლილებები არ მქონია. დედამ ტკივილები გადაღლას და მძიმე ორსულობას დაუკავშირა, მაგრამ წელის არეში დისკომფორტი მშობიარობის შემდეგაც დამრჩა.
პატარას ძუძუთი ვკვებავდი, ამიტომ ხალხური საშუალებებით მკურნალობა ვარჩიე.
ამ რეცეპტით უკვე რამდენიმე წელია ვმკურნალობ, ყოველ წელს ვიტარებ თირკმელების პროფილაქტიკას და დარწმუნებული ვარ, რომ მოცხარი მათი საუკეთესო პროფილაქტიკოსია.

  • 3 სადილის კოვზ წითელი მოცხარის ფოთოლს უნდა დაასხათ 0,5 ლიტრი ადუღებული წყალი, ფოთლები კარგად გამოწუროთ და ნაყენი შემოდგათ ცეცხლზე, წამოადუღოთ და ჩაყაროთ მასში 2 სადილის კოვზი მოცხარის ცოცხალი ან ხმელი ნაყოფი. ისევ წამოადუღოთ, ქურიდან გადმოდგათ და გააცივოთ. უნდა მიიღოთ დღეში ნახევარი ჭიქა.

მკურნალობის ყველაზე დიდი ღირსება ის არის, რომ ნახარშის სმა მანამდე შეიძლება, სანამდეც მოისურვებთ. მას უკუჩვენება არ გააჩნია. თანაც მარტო თირკმელებს კი არ წმენდს, არამედ აუმჯობესებს ორგანიზმის ზოგად მდგომარეობას და განწყობილებას.

ნათია ავსაჯანიძე, თბილისი

 

mkurnali.geროცა შაქრიანი დიაბეტი გაქვთ, მცენარეებზე უარს ნუ იტყვით


55 წლის ვარ. ორი წლის წინ ძლიერი სტრესის შემდეგ სისხლში შაქარმა ამიწია. დამინიშნეს დიეტა და წამლები. იქნებ არც კი დაიჯეროთ, რომ მცენარეული ნაყენით დიაბეტის მკურნალობა შეიძლება, მაგრამ მე ეს საკუთარ თავზე გამოვცადე, ამიტომ თამამად გასწავლით რეცეპტს:

  • აიღეთ თითო სუფრის კოვზი ხბოშუშხას ბალახი, ლობიოს ჩენჩო (პარკები უმარცვლოდ), მოცვის ნაყოფი, ჭინჭრის ფოთლები. წვრილად დაკუწეთ, ერთმანეთში აურიეთ და დაასხით 4 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. გააცივეთ, გადაწურეთ და მიიღეთ თითო ჭიქა დღეში 3-4-ჯერ ჭამის წინ.
ნარგიზა ციმაკურიძე, ბათუმი

კომენტარი არ გაკეთებულა
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით დედამიწის მოსახლეობის 60 %
ბავშვები ხშირად ამბობენ, რომ სტკივათ მუცელი, თავი, ფეხები... ასეთი ჩივილის
ბართოლინიტი საშოს შესასვლელში მდებარე ბართოლეს ჯირკვლის ანთებაა, რომელიც
20 ნოემბერი 2017
ჰარვარდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის თანამშრომლებმა დაადგინეს, რომ
20 ნოემბერი 2017
ცნობილია, რომ ნიგოზი ებრძვის კიბოს, აქვეითებს ანთების დონეს, ამუხრუჭებს დაბერების პროცესს და
"რამდენიმე წლის წინ ჯანმრთელობამ შემაწუხა. თერაპევტმა ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა მირჩია
მოგეხსენებათ, საკვებ რაციონში ცხიმების მარაგის შემცირება–გაზრდით შესაძლებელია სხეულის მასის
მწნილის მოყვარულებმა, კომბოსტოს მწნილის ფასიც კარგად იციან.