რუბრიკები
ოჯახის მკურნალიs ანონსი
ბარამბო - Melissa officinallis - Мелисса
ბარამბო მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა ლიმონის დამახასიათებელი სუნითა და დატოტვილი ფესურით. ღერო სწორმდგომია, ოთხწახნაგოვანი, დატოტვილი, ფოთლები მოპირისპირეა, ქვედა ფოთლები სხედან გრძელ ყუნწებზე, გულისებრ-კვერცხისებრია, ზედა _ მოკლე ყუნწებზე, რომბისებრი ან მოგრძოა. ყველა ფოთოლი ღრმად არის დაკბილული. ყვავილები მჯდომარეა, სხედან ზემოთა ფოთლების უბეებში. გვირგვინი ბაცი ყვითელია თეთრი ან მოვარდისფრო, შეზრდილია მილისებურად, ორტუჩიანია, ნაყოფი მშრალია, იყოფა 4 კაკლურად. ყვავილობს ივნის-სექტემბერში.
ბარამბო ხარობს ბუჩქნარებში, მეჩხერ ტყეებში, ბალახოვან და ქვიან ადგილებში, გზისპირებთან ახლოს.
ნედლეულად იყენებენ ფოთლებსა და ღეროს კენწრულ ნაწილს. იგი შეიცავს 0,3%-მდე ეთერზეთს, ტანინს.
ბარამბო გამოიყენება როგორც დამამშვიდებელი, სპაზმოლიტური საშუალება. იგი აუმჯობესებს მადას, აძლიერებს კუჭის წვენის სეკრეციას, სპობს ფერმენტაციის ანომალიებს.
ბარამბოს გამოყენების დროს ავადმყოფს ეხსნება ხუთვის შეგრძნება, სუსტდება ან სულ ისპობა ტაქიკარდიის მოვლენები და ტკივილები გულის არეში, მცირდება გულისცემის სიხშირე, დაბლა იწევს სისხლის წნევა.
ხალხურ მედიცინაში ბარამბოს იყენებენ მთელი რიგი დაავადებების დროს. როგორებიცაა: ნევროზი, ნერვული გულისცემა, კლიმაქსი, დისმენორეა, მელანქოლია, ბრონქული ასთმა, პირღებინება ორსულობის დროს. ავიცენა ბარამბოს იყენებდა თავის ტკივილების საწინააღმდეგოდ.
მას იყენებენ ნევროზული მდგომარეობის დროს, რომელსაც თან ახლავს თავბრუსხვევა, აგრეთვე - მუცლის არეში ტკივილის, კუჭის არეში სიმძიმის შეგრძნების, პირის ღუში ცუდის სუნისა და კბილის ტკივილის დროს.
ბარამბოს ნაყენის მისაღებად აიღეთ 2 სუფრის კოვზი ნედლეული, მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 400 მლ (2 ჩაის ჭიქა) მდუღარე წყალი, დაახურეთ თავსახური, გააჩერეთ, გაწურეთ. ერთი დღის დოზა მიიღეთ მთელი დღის განმავლობაში. ნაყენი უნდა შეინახოთ ბნელ, გრილ ადგილას არაუმეტეს 2 დღე-ღამისა. ბარამბოს ნედლ ფოთოლს იდებენ ჩირქოვან ადგილზე, დაჟეჟილობისა და შეშუპების დროს.
ვაგინიზმი არის ქალის გარეთა სასქესო ორგანოების მომატებული მგრძნობელობა, რომელიც
ზოგ შემთხვევაში ინსულტი უცებ არ კლავს. ასეთ მომენტებში მნიშვნელოვანია დროული დახმარების გაწევა.
ოკლენდის უნივერსიტეტის თანამშრომლები მესამე ტრიმესტრში მყოფ ორსულებს
02 მარტი 2015
ამერიკელმა მეცნიერებმა დ ვიტამინის დეფიციტი მოზარდებში ფსიქიატრიული
06 სექტემბერი 2017
კანისა და ვენსნეულებათა სამეცნიერო-კვლევითი ეროვნული ცენტრისა და სამედიცინო კორპორაცია “ევექსის” ექიმი-დერმატოლოგი ხათუნა ღურჭუმალიძე გვირჩევს:
ფსორიაზი ქრონიკული არაინფექციური ანთებითი დაავადებაა, რომელსაც

ადამიანის ორგანიზმი რთული სისტემაა, სადაც ყოველწამიერად მიმდინარეობს უამრავი

ხშირად გაგვიგონია, რომ გრიპის ეპიდემიის დროს ზოგიერთ ოჯახში ყველა ხდება ავად,