რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კითხვა-პასუხი
თავსისხლა - Sanguisorba officinalis - Кровохлебка
თავსისხლა განეკუთვნება ვარდისებრთა ოჯახს. მისი გვარის სახელწოდება წარმოდგება ლათინური სიტყვებისაგან Sanguis "სისხლი", Serbere - "შეწოვა", რაც მის სისხლის შესაჩერებელ თვისებებზე მიუთითებს. თავსისხლას სახეობის სახელწოდებას თუ ვთარგმნით ლათინურიდან მივიღებთ "სამკურნალოს", "სააფთიაქოს".
თავსისხლა მრავალწლიანი ბალახოვანი 1 მ სიმაღლის მცენარეა. ფესვთა სისტემა შედგება ჰორიზონტალური ფესურებისა და მსხვილი ფესვებისაგან. ღერო დატოტვილია, რთული ფოთლებით. ფესვთანური ფოთლები მსხვილია, ყუნწიანი, კენტფრთისებრი, აქვთ 7-25 წილაკი, ფოთლები შიშველია, ზევიდან მუქი მწვანე, ქვევიდან - მონაცრისფრო-მწვანე.
მუქი მეწამული ფერის ყვავილები წვრილია, შეკრებილია ხშირ ოვალურ მოკლე თავთავისებრ ყვავილედებად, რომლებიც სხედან გრძელ საყვავილე ყუნწებზე. ყვავილები ორსქესიანია ან ბუტკოიანი, აქვთ პატარა ზომის მფარავი ფოთლები და ორი მფარავი ქერქლი. ყვავილს გვირგვინი არა აქვს, ჯამი მეწამული ფერისაა, ოთხგანყოფილებიანი. 4 წითელი ფერის სამტვერე ძაფი მიმაგრებულია გაგანიერებული ფორმის მქონე თასისმაგვარი ყვავილსაჯდომის ნაპირზე. ნასკვი შუაა, ბუტკო ერთი, ნაყოფი მშრალია, რომელიც მოთავსებულია გახევებულ ყვავილსაჯდომში. ყვავილობს ივნისიდან-აგვისტომდე.
თავსისხლა გავრცელებულია სტეპებში, მდელოებში, ბარდებში. მთიან რაიონებში გვხვდება ზღვის დონიდან 800-დან 2000 მ-ის სიმაღლემდე.
სამკურნალო მიზნით აგროვებენ ფესურებსა და ფესვებს შემოდგომით. რეცხავენ ცივი წყლით, ჭრიან 10-15 სმ სიგრძის ნაჭრებად და აშრობენ. დასაშვებია მზეზე შრობაც.
თავსისხლას ფესვი შეიცავს 12-20% სათრიმლავ ნივთიერებებს, ეთერზეთის კვალს, სახამებელს, საპონინებს, საღებავ ნივთიერებებს.
თავსისხლას ხალხურ მედიცინაში იყენებენ კუჭ-ნაწლავის დაავადებების, შინაგანი სისხლის დენის (ბუასილის, დიზენტერიის) დროს და ყელში გამოსავლებად; მის ნაყენს იყენებენ ღრძილებში შესაზელად.
თავსისხლას ფესურების ნახარშს იყენებდა ჩინეთის და ტიბეტის მედიცინა სისხლის დენის, ფაღარათების დროს.
თავსისხლას ნახარშის მისაღებად აიღეთ 1/2 ჩაის კოვზი წვრილად დაჭრილი ფესურა, დაასხით 200 მლ (1 ჩაის ჭიქა, ძლიერი ნახარშის მისაღებად) ან 400 მლ (2 ჩაის ჭიქა, სუსტი ნახარშის მისაღებად) ანადუღარი წყალი. გააჩერეთ 8 სთ-ის განმავლობაში, შემდეგ აადუღეთ ნელ ცეცხლზე 30 წთ-ის განმავლობაში, გააცივეთ, გაწურეთ, დაამატეთ ანადუღარი წყალი საწყისი მოცულობის მიღებამდე. შეინახეთ გრილ, ბნელ ადგილას არაუმეტეს 2 დღე-ღამისა. მიიღეთ 2-3 სუფრის კოვზი დღეში, ჭამის წინ, როგორც სისხლის დენის შემაჩერებელი საშუალება სისხლჩაქცევის, დიდი რაოდენობით მენსტრუაციული სისხლდენის, კუჭისა და ნაწლავებიდან სისხლის დენის, ფაღარათის, დიზენტერიის დროს.
ნორვეგიელი მეცნიერები მიიჩნევენ, რომ მღელვარება და დეპრესია სიმსივნური პათოლოგიის განვითარებაში მთავარ როლს ასრულებს.
როგორც მეცნიერები აცხადებენ, სექსისთვის საუკეთესოა ის დრო, როდესაც ტესტოსტერონის დონე მაქსიმალურ კონცენტრაციას აღწევს სისხლში. ეს კი გამთენიას 05:48 საათზე მიიღწევა. დიდ ბრიტანეთში მკვლევარებმა ჩაატარეს საინტერესო ექსპერიმენტები, რომელთა შედეგებითაც გაირკვა, რომ
ალბათ, ბევრს გსმენიათ ტელევიზორების ტექნოლოგიური ტერმინების შესახებ, რომლებიც ბოლო წლებში განსაკუთრებით პოპულარული გახდა. მაგრამ რა ვიცითიმ ფუნქციონალურობისა და უპირატესობების შესახებ, რომლებსაც გვთავაზობენ პლაზმური, LCD, LED, 3D და Curved ტელევიზორები?

23 აგვისტო 2017
ამერიკელმა მეცნიერებმა ტვინის ვიზუალიზაციის მეთოდის გამოყენებით ჩატარებული კვლევის 46 034 მონაცემი გააანალიზეს. ქალებს ტვინის აქტივობა უფრო მაღალი აღმოაჩნდათ, ვიდრე მამაკაცებს. კერძოდ, მნიშვნელოვნად უფრო აქტიური იყო კონცენტრაციასთან, იმპულსური ქცევის კონტროლთან, განწყობასთან და ღელვასთან დაკავშირებული უბნები.
13 მარტი 2017
ალკოჰოლის ხშირი მოხმარება ჯანმრთლობისთვის მავნებელია, თუმცა დღესასწაულებზე სასმელზე უარის თქმა ზოგჯერ შეუძლებელია. დღესასწაულებისთვის მომზადებაა საჭირო. რამდენიმე დღით ადრე, იოდშემცველი პროდუქტების მიღებაა რეკომენდებული (ზღვის კომბოსტო, ზღვის თევზი, ზღვის პროდუქტები, ფეიხოა).
სპეციალისტები დიდხანს მუშაობას არ გვირჩევენ. ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის მეცნიერთა განცხადებით, ადამიანები, რომლებიც ბევრს მუშაობენ, გულის უკმარისობის სერიოზულ საფრთხეს იქმნიან. ისინი იმავდროულად ინსულტისა და დემენციის განვითარების რისკჯგუფშიც არიან.
ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერების აზრით, ძალიან ბევრი ძილი ისევე მავნებელია, როგორც უძილობა. დამტკიცებულია, რომ ცხრა საათზე მეტი ხანგრძლივობის ძილი ღამის კოშმარებს იწვევს. ასეთი ხანგრძლივობისას, ადამიანი დროის დიდი ნაწლს სწრაფი ძილის ფაზაში ატარებს.
ქრონიკული მწეველები მავნე ჩვევის მიტოვების შემთხვევაში ხშირად ხანგრძლივი დროის განმავლობაში ვერ შეიგრძნობენ ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესებას. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ მოწევის გამო წლების განმავლობაში ორგანიზმში დაგროვილი მავნე ნივთიერებები (ტოქსინები) უმალ არ გამოძევდება.