რუბრიკები
ოჯახის მკურნალიs ანონსი
კითხვა-პასუხი
ქსიმელინი - XYMELIN - КСИМЕЛИН

საერთაშორისო დასახელება:

XYLOMETAZOLINE

მწარმოებელი: NYCOMED DANMARK AS, ნორვეგია

მოქმედი ნივთიერება: ქსილომეტაზოლინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ალფა2-ადრენომიმეტური საშუალება. სისხლძარღვთა შემავიწროვებელი საშუალება ადგილობრივი გამოყენებისთვის ოტორინოლარინგოლოგიაში.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ცხვირის წვეთები 0.05%: მინის ფლაკონში 10 მლ

1 მლ

ქსილომეტაზოლინის ჰიდროქლორიდი ....   500 მკგ

ცხვირის წვეთები 0.1%: მინის ფლაკონში 10 მლ.

1 მლ

ქსილომეტაზოლინის ჰიდროქლორიდი ....   1 მგ

სპრეი 0.05% ინტრანაზალური გამოყენებისთვის: მინის ფლაკონში 15 მლ, შემფრქვევი-დოზატორით.

1 მლ

ქსილომეტაზოლინის ჰიდროქლორიდი ..... 500 მკგ

სპრეი 0.1% ინტრანაზალური გამოყენებისთვის:

მინის ფლაკონში 15 მლ, შემფრქვევი-დოზატორით.

1 მლ

ქსილომეტაზოლნის ჰიდროქლორიდი ..... 1 მგ

ჩვენებები:

  • სურდო; გაცივების ვირუსული და ალერგიული დაავადებების დროს ზემო სასუნთქი გზების განთავისუფლება;
  • ცხვირის დანამატი ღრუების (მათ შორის ჰაიმორიტისას) და შუა ყურის ანთებითი დაავადებების დროს.

მიღების წესი და დოზირება:

ქსიმელინის ცხვირის წვეთები: პირველად გამოყენების წინ გახსენით ფლაკონი და მიახრახნეთ თავსახური ბოლომდე. ამ პროცედურის შედეგად საწვეთურში წარმოიქმნება მცირე ნახვრეტი (1). მოვხსნათ თავსახური.  ფლაკონი მზადაა გამოსაყენებელად. (2). ხმარების შემდეგ თავსახური დავახუროთ.

ქსიმელინის სპრეი ინტრანაზალური გამოყენებისთვის: პირველად გამოყენების წინ წინასწარ მოხსენით დამცავი თავსახური, დააჭირეთ ხელი შემფრქვევს წვრილი ჭავლის წარმოქმნამდე (1). მოხსენით დამცავი თავსახური (2). დაიკავეთ შემფრქვევი ვერტიკალურ მდგომარეობაში. (3). ოდნავ დახარეთ თავი, ერთ ნესტოზე თითი მიიჭირეთ და მეორე ნესტოში მოათავსეთ შემფრქვევი.(4). აეროზოლის დოზირება მოახდინეთ შემფრქვევზე ხელის სწრაფი დაჭერით.

მოზრდილები და ბავშვები 7 წლის ასაკის ზევით: 0.1%-იანი ქსიმელინის ნაზალური სპრეი - 1 შეფრქვევა თითოეულ ნესტოში არა უმეტეს 3-ჯერ დღეში.

2-დან 6 წლის ასაკამდე ბავშვები: 0.05%-იანი ქსიმელინის წვეთები - 1-2 წვეთი თითოეულ ნესტოში არა უხშირეს 2-3-ჯერ დღეში ან 0.05% ქსიმელინის ნაზალური სპრეი - 1 შეფრქვევა თითოეულ ნესტოში არა უმეტეს 3-ჯერ დღეში.

ყველა შემთხვევაში მკურნალობის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 1 კვირას.

განსაკუთრებული მითითებები:

◄ 2 წლამდე ასაკის ბავშვებში ქსიმელინის 0.05% ცხვირის წვეთებისა და სპრეის გამოყენება შეიძლება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით.

◄ 7 წლამდე ასაკის ბავშვებში ქსიმელინის 0.1% ცხვირის წვეთებისა და სპრეის გამოყენება შეიძლება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

სამხრეთ კორეელმა მეცნიერებმა შექმნეს ქსოვილი, რომლის შემადგენლობაშიც ვერცხლის უმცირესი ნაწილაკები შედის. აღნიშნულ ლითონს ანტიმიკრობული თვისებები აქვს – 650 სახეობის მიკრობის განადგურება შეუძლია,
ნორვეგიელი მეცნიერები მიიჩნევენ, რომ მღელვარება და დეპრესია სიმსივნური პათოლოგიის განვითარებაში მთავარ როლს ასრულებს.
კანისა და ვენსნეულებათა სამეცნიერო-კვლევითი ეროვნული ცენტრისა და სამედიცინო კორპორაცია “ევექსის” ექიმი-დერმატოლოგი ხათუნა ღურჭუმალიძე გვირჩევს:
11 იანვარი 2017
თვალებს განსაკუთრებულ ზიანს აყენებს კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობა. ამის თავიდან ასაცილებლადბ გაითვალისწინეთ შემდეგი რეკომენდაციები:
29 ნოემბერი 2016
ბავშვიან ოჯახში შოკოლადის მსურველი ყოველთვის მოიძებნება. არც უფროსები იტყვიან მასზე უარს, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ბავშვისთვის განკუთვნილი შოკოლადი აუცილებლად ხარისხიანი უნდა იყოს. კაკაოთი დამზადებული ტკბილეული ყველა შოკოლადი როდია და არც ღირს მათი სისტემატურად მიწოდება ბავშვისთვის.
მიჩიგანის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ თაგვებზე ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგების ანალიზით აღმოჩნდა, რომ ვიზუალური ინფორმაცია ღრმა ძილის პროცესში ტვინში მყარდება. როდესაც ჩვენ რაღაცას ვუყურებთ, ბადურა გამოსახულებას თალამუსში გადასცემს
ამერიკელი მედიკოსების განცხადებით, საღეჭი რეზინის (კევის) წყალობით შესაძლოა ბევრ პაციენტს ეშველოს, მაგალითად, მათ, ვისაც მუცლის ღრუს ოპერაცია ჩაუტარდათ, ასევე, ქალბატონებს, რომლებსაც საკეისრო კვეთა გაუკეთდათ.
თუ არ დავიზარებთ, ყოჩაღად მოვიქცევით და ფაროსანას სახლებში გავანადგურებთ, ცხადია, გაზაფხულზე გაცილებით ნაკლები იქნება მისი რაოდენობა, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, თსუ-ს გამოყენებითი ბიომეცნიერებებისა და ბიოტექნოლოგიების საბაკალავრო და მაგისტრატურის პროგრამის ხელმძღვანელმა, ნინო ინასარიძემ განუცხადა.